თავიდან დაიწყე, ან იქნებ დაიწყო ბოლოდან. ან წადი სოფელში, მწვანილი დათესე და წერე: რა კარგად იხარა თალგამმა ან თუნდაც ბოლოკმა ან როგორ კენკავენ ქათმები დღეების ნარჩენებს.
საღამოს დაჯექი დაღლილი გადაჭრილ ჯირკოზე, უყურე მთვარეს და ვარსკვლავებს, გასროლილს საფანტით. ან ვიდრე მამალი ყივილით ნაკაწრ ყელს იხორცებს შენ, მტრედებს შეაბი ტყუილად ნაწერი ბარათი:
“კარგად ვარ, რა მიჭირს, არ გინდა ჩემზე არ იდარდო, მე ჩემს თავს მივხედავ, აქაც არ მაკლია მნახველი… ძილი მაქვს მშვიდი და თან ერთისული მაქვს ინათოს!.. ხო, თვალებს არ ვხუჭავ,- რატომღაც შიში მაქვს გახელის.”
მერე კი იფიქრე მტრედი თუ მიაგნებს მისამართს, ადრესატს, სახელი არა აქვს, ან ჰქვია: “არავინ” ან მერე მიდი და თავი კვლავ ბავშვივით იმართლე, რომ მაინც გჭირდება ძილის წინ “ოხერი” წამალი.
მზე, როცა თითებით დამარცვლის სისხლისფერ ბროწეულს და კუზად იქცევა, მთვარისგან, ნარჩენი, აქლემის. წახვალ და დატოვებ სამყაროს, შენგან გაოცებულს, თუ მერე, შიგნიდან,ურდულით ჩარაზე კარები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თვალებს არ ვხუჭავ,–რატომღაც შიში მაქვს გახელის–ამოვარჩიე თვალებს არ ვხუჭავ,–რატომღაც შიში მაქვს გახელის–ამოვარჩიე
11. მზე, როცა თითებით დამარცვლის სისხლისფერ ბროწეულს აუ,ბროწეული ძალიან მაგრად მიყვარს მზე, როცა თითებით დამარცვლის სისხლისფერ ბროწეულს აუ,ბროწეული ძალიან მაგრად მიყვარს
10. კარგად გამოგიყენებია ხილეულობა ანუ უაზროდ არ წერია მოერგო... მომეწონა ცუდი ნამდდვილად არ იყო ნაწერი თავის პატარ-პატარა სილამაზეებით.... უკეთესის მოლოდინში... კარგად გამოგიყენებია ხილეულობა ანუ უაზროდ არ წერია მოერგო... მომეწონა ცუდი ნამდდვილად არ იყო ნაწერი თავის პატარ-პატარა სილამაზეებით.... უკეთესის მოლოდინში...
8. ,,ან ვიდრე მამალი ყივილით ნაკაწრ ყელს იხორცებს" რა კარგი სუნი აქვს ლექსს,სიმშვიდის და სისუფთავის ,,ან ვიდრე მამალი ყივილით ნაკაწრ ყელს იხორცებს" რა კარგი სუნი აქვს ლექსს,სიმშვიდის და სისუფთავის
5. შენ, მტრედებს შეაბი ტყუილად ნაწერი ბარათი:
“კარგად ვარ, რა მიჭირს, არ გინდა ჩემზე არ იდარდო, მე ჩემს თავს მივხედავ, აქაც არ მაკლია მნახველი… ძილი მაქვს მშვიდი და თან ერთისული მაქვს ინათოს!.. ხო, თვალებს არ ვხუჭავ,- რატომღაც შიში მაქვს გახელის.”
5+ შენ, მტრედებს შეაბი ტყუილად ნაწერი ბარათი:
“კარგად ვარ, რა მიჭირს, არ გინდა ჩემზე არ იდარდო, მე ჩემს თავს მივხედავ, აქაც არ მაკლია მნახველი… ძილი მაქვს მშვიდი და თან ერთისული მაქვს ინათოს!.. ხო, თვალებს არ ვხუჭავ,- რატომღაც შიში მაქვს გახელის.”
5+
4. იცი პირველი სტროფი რომ წავიკითხე, ვიფიქრე იუმორისტულთან მქონდა საქმე, შევცდი... დანარჩენი მომეწონა... +2 იცი პირველი სტროფი რომ წავიკითხე, ვიფიქრე იუმორისტულთან მქონდა საქმე, შევცდი... დანარჩენი მომეწონა... +2
3. მამლის ყივილით ნაკაწრი ყელი მომეწონა)) და საერთოდ კარგი იყო მამლის ყივილით ნაკაწრი ყელი მომეწონა)) და საერთოდ კარგი იყო
2. 5 და მოკითხვა ლელას. ;) 5 და მოკითხვა ლელას. ;)
1. წახვალ და დატოვებ სამყაროს, შენგან გაოცებულს, თუ მერე, შიგნიდან,ურდულით ჩარაზე კარები. ვინ შეუვარდება თორე კი. :) დავპლიუსდები. წახვალ და დატოვებ სამყაროს, შენგან გაოცებულს, თუ მერე, შიგნიდან,ურდულით ჩარაზე კარები. ვინ შეუვარდება თორე კი. :) დავპლიუსდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|