ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გივიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2013


წითელი კიმონო

წითელი კიმონო -
ვიწრო ქამარი.
ჰყვავის საკურა
და ტბის ნაპირი
აგროვებს ყვავილებს.

შენი მოტივი:
ნელ-ნელა შევიხსნი
კიმონოს საკინძეს
და საკესავით დაიღვრება
კანზე საღამო.

ჰყვავის საკურა
და გარეთ ნისლი
ამშვიდებს ამინდს.

და მე არ ვიცი ხვალ რა იქნება,
ზეგ რა იქნება
და ტბის ნაპირი
აგროვებს მოტივებს.

ხვალ გარდაუვლად
უნდა გათენდეს
ჩემთვის და შენთვის.

შენი მოტივი:
დილაადრიან  გამეღვიძოს
სველ მიწაზე,
წითელ კიმონოში.
ალუბლის ყვავილებზე
სისხლისფერი ნამი,
ტბის ფსკერზე -
ძველი კატანა.

ჰყვავის საკურა.
მე ვხუჭავ თვალებს,
რომ გათენდეს
ეს ილოზორული ჰარაკირი
ისევ და ისევ,
იმ რეალობამდე,
სადაც შენ მყავხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები