 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 5 აგვისტო, 2013 |
-ნეტავ, ვიცოდე სად მიდიან ღრუბლის ჯარები, უხედნავ ქარებს,ასე საით მიაჭენებენ... იჯდა და შეშლილ ცას უცქერდა ცისფერთვალება პატარა გოგო,ციცქნა სოფლის-ციცქნა მშვენება,
ფიქრობდა ქარზე,თეთრ ღრუბლებზე,გალაქტიკაზე, ფიქრობდა ღმერთზე,ანუ ღმერთიც ფიქრობდა მასში, გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე, მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი... ფიქრობდა ღმერთი იმ გოგოში-რატომ წუხდება უფალი ჩვენთვის,თან საკუთარ თავს დასცინოდა, გოგონა გრძნობდა,რომ ფიქრშია თავისუფლება, რომ მხოლოდ ფიქრით,მხოლოდ ფიქრით,იგრძნობა გრძნობა.
ღრუბლის ჯარები იმის მერეც მიდი-მოდიან, მაყვლის ბუჩქნარმაც,უამრავ შაშვს მოუღო ბოლო... ლამაზი გოგოც ისეთივე ციცქნა როდია, უკვე ღრუბლებად ეჩვენება თამბაქოს ბოლი და ახლა,ღმერთსაც ვეღარ იტევს დიდი სხეული, ყოველ დღე უფრო ნაკლებს ფიქრობს,(თან სულ არ დარდობს) როცა ვიზრდებით ,ჩვენი ლოცვაც თითქმის წყევლაა. კოკრობაში ხომ ღრუბლებს ითვლის უეკლო ვარდიც.
ნეტავ ვიცოდე,სად მიდიან ღრუბლის ჯარები, უხედნავ ქარებს, ნეტავ საით მიაჭენებენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ლექსი მომეწონა, კარგია! ისე კი, არც მე მომწონს უსათაურობა.. ლექსი მომეწონა, კარგია! ისე კი, არც მე მომწონს უსათაურობა..
9. "გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე, მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი..." აიი ეს განსაკუთრებით მომეწონა) დაგაპლიუსე)*
"გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე, მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი..." აიი ეს განსაკუთრებით მომეწონა) დაგაპლიუსე)*
8. შესანიშნავია..ბრავო..აღფრთოვანებული ვარ ბევრი პლიუსი ჩემგან.. შესანიშნავია..ბრავო..აღფრთოვანებული ვარ ბევრი პლიუსი ჩემგან..
7. ეს ლექსი თანამედროვეობის საშინელ ზეწოლას განიცდის... თითქოს კარგია აზრები ცალ-ცალკე, თითქოს არის სხნადასხვა ტიპის სილამაზე ლექსში, მაგრამ ძალიან მესუსტება საბოლოოდ... ეს ლექსი თანამედროვეობის საშინელ ზეწოლას განიცდის... თითქოს კარგია აზრები ცალ-ცალკე, თითქოს არის სხნადასხვა ტიპის სილამაზე ლექსში, მაგრამ ძალიან მესუსტება საბოლოოდ...
5. კიდევ ერთი, თხოვნა მექნება ავტორთან: ამ ლექსს აუცილებლად და რაც შეიძლება მალე მოუძებნე სათაური. დიდ ლექსებს აუცილებლად ესაჭიროება სათაური, რომ მის ხსენებაზე მოწიწებით განიმსჭვალს ყველა... კიდევ ერთი, თხოვნა მექნება ავტორთან: ამ ლექსს აუცილებლად და რაც შეიძლება მალე მოუძებნე სათაური. დიდ ლექსებს აუცილებლად ესაჭიროება სათაური, რომ მის ხსენებაზე მოწიწებით განიმსჭვალს ყველა...
4. ეს ლექსი არამარტო თავფურცელს, არამედ დაზეპირებას და ხშირად გამეორებას იმსახურებს ჩემის აზრით... გავგიჟდი, ისე მომეწონა... რამსშტაინის ,,ონე დიშ"-ის ფონზე ხმამაღლა წავიკითხე და დამაჟრიალა სიამოვნებისგან... ჩემი აღფრთოვანება და მოწიწება ავტორს! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ეს ლექსი არამარტო თავფურცელს, არამედ დაზეპირებას და ხშირად გამეორებას იმსახურებს ჩემის აზრით... გავგიჟდი, ისე მომეწონა... რამსშტაინის ,,ონე დიშ"-ის ფონზე ხმამაღლა წავიკითხე და დამაჟრიალა სიამოვნებისგან... ჩემი აღფრთოვანება და მოწიწება ავტორს! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
3. "გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე, მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი..."
რა ლამაზია!
სამწუხაროდ, ასეა- |"როცა ვიზრდებით ,ჩვენი ლოცვაც თითქმის წყევლაა."
კარგი ლექსია.
"გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე, მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი..."
რა ლამაზია!
სამწუხაროდ, ასეა- |"როცა ვიზრდებით ,ჩვენი ლოცვაც თითქმის წყევლაა."
კარგი ლექსია.
2. კარგი ხარ ლიპო. კარგი ხარ ლიპო.
1. "გოგონა გრძნობდა,რომ ფიქრშია თავისუფლება." და აზროვნებაში ზოგადად. + "გოგონა გრძნობდა,რომ ფიქრშია თავისუფლება." და აზროვნებაში ზოგადად. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|