| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 აგვისტო, 2013 |
ქართული სუფრის ისტორიისათვის, ანუ ცივი შხაპი ურაპატრიოტებს
ეს წერილი სამი წლის წინ დაიწერა და ერთ კონკრეტულ ფაქტთანაა დაკავშირებული. მაინც გადავწყვიტე უცვლელად გამომეტანა საიტის მკაცრ სამსჯავროზე. პოტენციურ ოპონენტებს კი შევახსენებ, რომ ის არ არის აკადემიური პრეტენზიების მქონე სტატია და ბევრად მოკრძალებულ მიზანს ისახავს.
ქართველები რომ დიდი კულტურის მქონე ხალხი ვართ, ეს კარგა ხანია ეჭვშეუვალი ფაქტია ყველასათვის (ყოველშემთხვევაში, ყველა ქართველისათვის). არც იმაში გვეპარება ეჭვი , რომ ჭამის (შედარებით მცირე) კულტურა იმ დიდი კულტურის განუყოფელი ნაწილია. “სმა-ჭამა დიდად შესარგიო”- აკი დაგვიბარა ერთმა დიდმა ქართველმა. როგორც ყველა მცირერიცხოვან და, სწორედ ამიტომაც ამბიციურ ხალხს სჩვევია, სნობური ეჭვი არ გვასვენებს. აღმოსავლურია ეს კულტურა თუ ევროპიდან მომდინარე, ანუ ლიბერალურ ფასეულობებზე ორიენტირებული თუ ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ამ დროს ნაივურ თავმომწონეობას აყოლილთ გვავიწყდება, რომ სტერილური კულტურები საერთოდ არ არსებობს. სადემარკაციო ხაზი კულტურათა შორის არავის გაუვლია, მითუმეტეს გლობალიზაციის წამლეკავ პირობებში. საქართველოს გზაჯვარედინობის « მხსნელ « ფუნქციებზე დიდიხანია შეთანხმებული ვართ.(მადლობა ღმერთს) ანუ იმაზე, რომ ორივე ამ ცივილიზაციიდან ქართველებმა საუკეთესო თვისებები ავიღეთ და შევისისხლხორცეთ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი გამოსავალია. Mმაგრამ, მოდი ისევ პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ, როგორც ჩვენი ძველი მწიგნობრები იტყოდნენ, კალმის გაქცევის უფლებას ეტრატის ფასი რომ არ აძლევდათ. თუ სპარსულ პოეზიას მივმართავთ, სხვა ჟანრებთან ერთად ე.წ. ,,გასტრონომიულ” პოეზიასაც წავაწყდებით, ანუ სავსებით სერიოზულ ლექსებს ისეთ ბანალურ ბოსტნეულზე, როგორიცაა თუნდაც უფრთო ბადრიჯანი ან თავმომწონე კიტრი. აი რას უნდა მივაწეროთ ჩვენი “ხილთა ქება’, რომლითაც თვით მეფენი იყვნენ დაკავებულნი (რა თქმა უნდა, ძირითად საქმიანობასთან შეთავსებით). ჩვენთვის საამაყო საცივის თაობაზე კი შემიძლია ვთქვა, რომ ქათმის ნახარში ნიგვზიანი გარნირით ისევე ჩვეულებრივი მოვლენაა ინდური სამზარეულოსი, როგორც ქართველისათვის არხეინობა. თუ ამას დავუმატებთ ჩვენი კერძების ყბადაღებულ სიცხარეს და მრავალფეროვნებას, საკითხიც ადვილად გადაწყდება აღმოსავლეთის სასარგებლოდ. ევროპელებს ხომ ისე უჭირდათ სანელებლები, რომ ამ გაჭირვებამ შემთხვევით ამერიკაც კი აღმოაჩენინა ინდოეთის გზის ძიებაში. ჩვენ- ქართველებს კი რადგან აღმოსაჩენი არაფერი გვჭირდა, (აბრეშუმის გზა მოგეხსენებათ), მხოლოდ საჭმლის გამაკეთილშობილებელ საშუალებაზე ვფიქრობდით. ისეთ ინგრედიენტზე, რაც საკვებს რიტუალის მნიშვნელობას შესძენდა. შარბათს, კუმისსა და ღვინოს შორის ეტყობა ჩვენმა წინაპარმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო-ღვინო აერჩია თავისი ცხოვრების თანამგზავრად. Mმაგრამ ჩვენ წინაპარს ჯერ ღვინო უნდა გამოეგონებინა. თუმცა , როგორც ჩანს, არც ამაზე შეუწუხებია თავი, რადგან იგი უკვე გამოგონილი იყო. ვიცი, ბევრის თავმოწონების გაცრუება მომიწევს, მაგრამ , რას იზამ, მეცნიერთა დასკვნას ვერ გაექცევი. Fფაქტია, რომ სიტყვა ღვინო , ისევე როგორც ქვევრი ქართულში ხეთურიდანაა ნასესხები. (ვიანა- ასე გამოთქვამდნენ დაახლოებით ძველი ხეთები ამ სიტყვას). მარტივი ლოგიკით რაკი ნივთიერების ამსახველი სახელწოდება ჰქონდათ, ბუნებრივია ეს ნივთიერებაც ექნებოდათ. Mმადლობა ღმერთს, რომ ძველი ხეთები ჩვენს ერამდე მე-12-ე საუკუნეში ისტორიის სცენიდან გაქრნენ და ღვინის გავრცელების საპატიო მისია, როგორც ჩანს, ჩვენ გვიანდერძეს. ჩვენც ღირსეულად ვიკისრეთ ეს ვალდებულება იმ აზრით გამხნევებულებმა, რომ აღმოჩენაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენილის განვითარებაა. ხან საეჭვო მიზნით მოვლინებულ არგონავტებს ვაწონებდით ამ ღვთიურ სასმელს, ხან ფრანგ ავანტურისტ მოგზაურებს და ხან იტალიელ ვაჭარ-აგენტებს. არამარტო ვაცნობდით, სახელიც დაუნანებლად, ქართული ხელგაშლილობით გავეცით და ლათინური ვინუს, რუსული ვინო, ინგლისური ვაინ, გერმანული ვეინ, იტალიური ვინო, ებრაული აინ და ასე დაუსრულებლად სწორედაც რომ ქართველების დამსახურებაა. ღვინის ხესკი შესაბამისად “ღვინიხე, ღვენახე, ანუ ვენახი ვუწოდეთ. ასე გახდა ვაზი ქართული მეურნეობის სტრატეგიული პროდუქტი, ვაზის ფოთოლი ქართული ორნამენტის მიუცილებელი ატრიბუტი, ხოლო ვაზის ჯვარი- ჩვენი რწმენის სიმბოლო. თავი რომ ავარიდო ბანალურ საუბარს ვაზის აჩეხვისა და სხვა ისტორიულ უბედურებებზე სპეკულაციებს, ერთ ლეგენდას გავიხსენებ, რომელიც კარგად ახასიათებს მისი ავტორი ხალხის ბუნებას. კახეთს მტერი შეესია. აჩეხეს ვაზი, გაწყვიტეს მოსახლეობა. ერთი გლეხი მარანში ქვევრს დასტრიალებდა თავს,მტერმა რომ შეიპყრო. სასიკვდილოდ გაიყვანეს. Gგლეხმა ისღა მოიფიქრა, რომ ვაზის ლერწი ფარულად წელზე შემოიხვია პერანგის ქვეშ. Dდამარხეს კაცი. წლისთავზე საფლავიდან გადარჩენილმა ვაზმა ამოყო თავი. ასე გადაურჩა ვაზი განადგურებას ამ თქმულების აზრი მეტად ნიშანდობლივია - ვაზის კულტურის შენარჩუნება ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებოდა ქართველს... მაგრამ მხოლოდ ღვინო ვერ შეძლებდა ჩვენი ეროვნული იმიჯის შექმნას. შესაბამისი რიტუალიც იყო მოსაფიქრებელი. ის, რომ ქართული სუფრა სწორედაც რომ რიტუალის ნაწილი იყო და არა ყოფითი კულტურისა, მრავალგზის მტკიცდება იტალიელი მისიონერებისა თუ ფრანგი ვაჭრების ჩანაწერებიდან. ამ რიტუალს წარმართობაში უნდა ჰქონდეს ფესვები გადგმული, შემდგომში დრომ მისი ადაფტირება მოახდინა გარემოსთან, განსაკუთრებით ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ. ქრისტიანობამ თავის მხრივ კიდევ უფრო გაამდიდრა იგი. ამ თვალსაზრისით საინტერესო დასკვნის საფუძველს იძლევა წიგნთა წიგნის- ბიბლიის ისუ ზირაქის წიგნი, სადაც განსაზღვრულია ადამიანის ზნეობრივი დამოკიდებულებანი , მისი საზოგადოებაში მოქცევის ნორმები, ერთ-ერთ თავში სუფრაზე მოქცევის წესები, თავისდაჭერის ფორმებია მოცემული. განსაზღვრულია სუფრის წამყვანის მოვალეობანი, რომელსაც “ლხინთა შინა წინამძღოლს” უწოდებენ. ქართველმა შესაბამისი სახელოს ტერმინიც მოიფიქრა- ”ლხინის უფალი”, რომელიც დროთა ვითარებაში თამადად გადაკეთდა. წესებიც დაადგინა და სუბორდინაციაც. (ამაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ). ცალკე უნდა ითქვას ენოთერაპიაზე, ანუ ღვინით მკურნალობაზე, რაც ასევე ტრადიციის ნაწილია. ცნობილია, რომ ძველ საქართველოში მიღებული იყო ჩვილის დაბანა წყალგარეულ წითელ ღვინოში, რომელსაც ზოქოს უწოდებდნენ. არც ზაზა ფანასკერტელს ავიწყდება თავის კარაბადინში ღვინის სამკურნალო მნიშვნელობაზე საუბარი. საყოველთაოდ იყო მიღებული ბოღლიწო “პური ღვინოში დამბალი”- (საბა), რაც აშკარად სახარების რემინისცენციას იწვევს. ღვინის სამკურნალო თვისება დაფიქსირებულია სახარებაშიც. ქრისტეს პირველი სასწაულიც ხომ ღვინოს უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ, ღვინის როლზე ქრისტიანულ ლიტურგიაში, რაც მკვლევართა აზრით, წარმართობიდან უნდა მომდინარეობდეს (აქ ზედმეტი არ იქნება მსოფლიოს პირველი მეღვინის- ნოეს გახსენება).. თავდაპირველად ლხინის უფალი მხოლოდ რელიგიური პირი იყო, რომლის მოვალეობას სუფრის დალოცვა წარმოადგენდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ "სუფრა" სპარსული გზით შემოსული არაბული სიტყვაა და მაგიდის გადასაფარებელს ნიშნავს, ანუ იმას, რასაც ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით ხმარების დროს ვგულისხმობთ ქართველები. თავდაპირველი Eსუფრაც (ამ სიტყვის ფართო გაგებით) შესაბამისად მოკრძალებული გახლდათ, (ხუთი-შვიდი თასი). დროთა განმავლობაში იზრდებოდა ქართველის მადა, ფანტაზია და ამბიციები. ასპარეზი გაიზარდა და სუფრის უფალი საერო პირმა შეცვალა, ხოლო უფალი თამადამ (აღმოსავლეთ საქართველოში) და ტოლიბაშმა (დასავლეთ საქართველოში). ვარაუდობენ, რომ სიტყვა თამადა ჩრდილოკავკასიის გზით შემოსული სპარსული სიტყვაა და სიძეს უნდა ნიშნავდეს. საინტერესოა, ეს ტერმინი მე-19-ე საუკუნემდე არ გვხვდება. Mმას არც საბას ლექსიკონი იცნობს. ერთი საინტერესო მკვლევარის აზრით ქართული სუფრის საშუალებით ქართველები რუსეთის იმპერიის პირობებში მეფობის ნოსტალგიას იკლავდნენ, ანუ, ის, რაც რეალურად არ გააჩნდათ, წარმოსახვით თეატრალური, რიტუალით აცოცხლებდნენ. ამიტომაც წააგავს ქართული სუფრა სამეფო კარს თავისი შეუზღუდავი ხელმძღვანელით, ქვეშევრდომებით, მლიქვნელებით და აღმასრულებლებითა და ჯალათებითაცკი. მხოლოდ სუფრის წინამძღოლი, ცხადია, საკმარისი ვერ იქნებოდა ცერემონიალისთვის. რაღაც სხვა იყო მოსაფიქრებელი. და, აი ესეც- თამადის სახელოს მერიქიფის, მწდის, სუფრის წევრის სტატუსიც შეემატა, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა შემოსწრებულ, საპატიო და დაუსწრებელ წევრებად. ეროვნული რიტუალის ანტურაჟის გარეშე ჩვენი საუბარი ფუჭი იქნებოდა. სასმისები. მათი მრავალფეროვნება, (არა ტევადობა) ქართველი კაცის ესთეტიკური განცდის სიფაქიზეზე მიუთითებს. Yყანწი, ყარყარა, თასი, ბადია, ჭინჭილა, მარანი, კულა თუ აზარფეშა სადღეგრძელოს შესაბამისი შინაარსით იყო განპირობებული. ქართველს არამარტო გემრიელად, ლამაზად მოლხენაც უყვარდა. განსაკუთრებით საინტერესოა ყანწის ისტორია..რომლის მსგავსს დღეს ვერსად შეხვდებით, ამ სასმისის პრიორიტეტი კი ისაა, რომ მისი ხელში ამღები შეუსმელს ვერ დადგამს. თავი რომ დავანებოთ ძალადობის ელემენტს რაც ევროპული ლიბერალიზმისადმი ჩვენს ნიჰილიზნზე მეტყველებს,, როგორც ჩანს, არც ეს სასმისი ყოფილა მთლად ორიგინალური. როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, პრეისტორიულ ხანაში ხარის ან თხის ამოღრუტნული რქით სვამდნენ წყალს. დროთა განმავლობაში ეს მოუხერხებელი სასმისი თიხის ჭიქამ შეცვალა. Kკაცობრიობამ უარი თქვა ყოველგვარ რქაზე და მხოლოდ ჩვენ, ვერ შეველიეთ ვერც რქებს და ვერც ამ ეგზოტიკურ საგანს, ოღონდ მას უფრო ვიწრო სპეციფიური მოვალეობა დავაკისრეთ. სასმისთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა მოგვიანებით, ოღონდ ვერ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში რაოდენობა თვისობრიობას განაპირობებდეს, უფრო პირიქით. ძველი თბილისის ტრუბადური ი. გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა”, ამბობს, რომ დაღლარა კინტომ უცხოელი ბოჰემისტების მიბაძვით ღვინის სმა “ფრანცუსკი” ტუფლით დაიწყო. უთუოდ ამ ტენდენციის გაგრძელებაა ჩვენს დროში კრამიტის, თოფის ლულის, აირწინაღის და სხვა ეგზოტიკური ნივთების გამოყენება სასმისად. ალბათ ამგვარ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობას გულისხმობდა აკაკი, როცა გულდაწყვეტილი წერდა: მთვრალობა და სადღეგრძელო სათითაოდ არ იცოდნენ, ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდნენ.
სადღეგრძელოსთან ანუ ძველქართულად წარსათქმელ სიტყვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, რაც სუფრის ტრადიციების გამრუდებას უკავშირდება და შემდგომში დანამატი უნდა იყოს. განსაკუთრებულ შემთხვევაში სუფრის ხელმძღვანელი ირჩევს შესაბამის პარტნიორს და რათა მისი ყურადღება გააძლიეროს, მიმართავს სიტყვით- “ალავერდი”, რასაც მოჰყვებოდა ახლა უკვე მივიწყებული მიგებება “იახშიოლ “. ორივე ეს ტერმინი არაბულ-თურქულია და ნიშნავს : ღვთის წყალობა- კარგადიყავი. გაცილებით უფრო შესაფერისი და რაც მთავარია, ქართულია, კახეთში დღემდე შემორჩენილი- იყავ ჩემი ნებისა! შესაბამისი შესიტყვებით- ვარ შენი ნებისა! (იხილეთ დიდი თამადის- გ. ლეონიძის „ნატვრის ხე”. რაც შეეხება "ვახტანგურს", ერთი ეთნოგრაფის აზრით, მეფე ვახტანგ VI-ის რუსეთს გამგზავრებასთანაა დაკავშირებული, სადაც ვახტანგს თითქოს ამ წესით შეუსვამს ღვინო. ამას დაუმატეთ სიმღერების საგანგებოდ სუფრისათვის შექმნილი ჟანრი და წრეც შეიკვრება. აქვე დავძენ, « ჰარი-ჰარალე « , რაც დღეს ჩვეულებრივი რეფრენია, და « მომეც ჰარალე » -ს ნიშნავს, ოდესღაც ურარტუელთა ლოცვა იყო მოსავლის ღმერთის- ჰარალეს მიმართ. მოვდიოდით ასე « ჰარიჰარალეთი » ისტორიის ზიგზაგებიან გზაზე. სუფრის ტრადიციები იმდენად სერიოზულად აღიქმება ქართველი კაცისთვის, რომ ერთ სერიოზულ იურისტს, რომელიც სავარაუდოა, ასეთივე სერიოზული მესუფრე იყო, თავში მოუვიდა სუფრის კოდექსის შექმნა და ამ იდეას ხორციც შეასხა. დიახ, იუმორი არ გეგონოთ. ამ იურისტის სახელი ანაპოდისტე ცხადაძეა და ეს ჩვენს დროში მოხდა. დოკუმენტში, რომელიც გ. ნიშნიანიძემ გამოაქვეყნა, პროფესიული სიზუსტითაა ჩამოყალიბებული სუფრაზე თავისდაჭერისა და მისი გაძღოლის კანონები, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად გაიზარდა ქართული სუფრის სამართლებრივი მხარე.
ქართული სუფრის შესახებ საუბარი სრულყოფილი არ იქნება, თუ მის ფსიქოთერაპიულ, ანუ სოციალურ ფუნქციაზე არ ვიტყვით ორიოდ სიტყვას. Fფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ დეპრესიისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება ადამიანებთან ურთიერთობაა. ანუ “ყველაზე დიდი კომფორტი ამ ქვეყნად”- როგორც ეგზიუპერი იტყოდა. სუფრა, როგორც ტრადიციული ინსტიტუტი, ახერხებს დაავიწყოს ადამიანს მარტოობა. უფრო გახსნილსა და ხალისიანს ხდის ამიტომაც არის ქართულში უქეიფობა « უგუნებობის » სინონიმი. ასე, რომ ქართველი კაცის ისტორიული ძნელბედობისგან გადარჩენაშიც ქართულ სუფრას თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. ალბათ ბევრს გააღიზიანებს ამ წერილის პათოსი. ჩვენ ხომ ასე ადვილად ვიჯერებთ საკუთარი განსაკუთრებულობის მითს. რომ ქართველები ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ხალხი ვართ და გვავიწყდება,რომ არც ნიჭიერება და არც სიზარმაცე ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ არის. ამის არგუმენტად ისევ ენობრივ ანალიზს მივმართავთ, , ენაში ხომ ყველაზე უკეთ აირეკლება ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებანი. ქართულში ზმნა შრომა დაღლასთან, დაშვრომასთან ასოცირდება. ასევეა სხვა ენებშიც. მაგალითად რუსულში- ტრუდ- ტრუდნოს უკავშირდება, ხოლო ლათინური ლაბოროს (შრომა) ერთ-ერთი მნიშვნელობაა ტანჯვა. ასე, რომ შრომა არცერთ ენაში სახალისო საქმე არ გახლავთ. უბრალოდ როგორც სამხრეთელები, ჰედონიზმისაკენ მიდრეკილი ხალხი ვართ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტემპერატურული რეჟიმი სამხრეთის ხალხებში აქტიურ ტემპერამენტს განაპირობებს. ქვეყნებში, სადაც მზე ნაკლებად ანათებს, ხშირი ნალექი იცის,, წვიმის, მონოტონური ხმა სევდასა და მელანქოლიას იწვევს. ჰიპერბოლურია ჩვენი წარმოდგენა სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებულ რიტუალზე, რომელიც ზოგადკავკასიური მოვლენაა. ჩვენი მენტალიტეტი კავკასიური მენტალიტეტის ნაწილია. გავიხსენოთ, რომ ორი უდიდესი ქართველის უპირველესი ნაწარმოების « გამზრდელისა » და « სტუმარ-მასპინძლის » მთავარი გმირებიდან ერთი ყაბარდოელია, მეორე- ქისტი. როცა ალუდა ქეთელაურის ვაჟკაცობაზე ვლაპარაკობთ, არც მუცალი უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ძმის და თავის მკვლელს სიკვდილის წინ თოფი აჩუქა, რითაც მისი საქციელის პროვოცირება მოახდინა. ამიტომაც შეგვახსენებს ვაჟა : ჩვენ ვამბობთ, ხალხი ჩვენა ვართ, Mმარტო ჩვენ გვზრდიან დედანი. « ამითი წარამარაობა », რბილად რომ ვთქვათ, სნობიზმია. საკუთარი განსაკუთრებულობის მტკიცება, ანუ, « რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ » ღიღინი ნებისმიერ ერს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებდა. ქართული ენის მესიანური იდეა, მე-9 ს.- დან რომ მომდინარეობს, სულაც არ გახლავთ განსაკუთრებული და მითუმეტეს, საამაყო რამ. Mმესიანიზმი მრავალ ერს ახასიათებდა გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე. ისტორიამ იცის შემთხვევები, როცა ამ იდეის ჰიპერბოლიზებას კატასტროფული შედეგები მოჰყოლია. არსებობს რადიკალურად განსხვავებული პოზიციაც, თვითგვემას და ნიჰილიზმს რომ ქადაგებს. ნაცარქექიას მოდელი, რომელიც ერთი პატივცემული მეცნიერის ავტორიტეტის წყალობით ლამის ეროვნულ სახედ იქცა, სულაც არ გახლავთ ჩვენი ხასიათის არქეტიპი. Nნებისმიერი ხალხის ფოლკლორში შეხვდებით ბაქია, ზარმაც გმირს, რომელიც თავისი სიპატარავის მიუხედავად წარმატებებს აღწევს. სტერეოტიპული აზროვნება დამღუპველია ისევე, როგორც თვითკმაყოფილება. მთავარია რამდენად გაითავისა ერმა ზოგადკაცობრიული ღირებულებანი, რამდენად თავისებურად გადახარშა “ეროვნულ ქურაში”, როგორც ვაჟა იტყოდა. როგორც ვხედავთ, ქართული პურობის ადათი მრავალ საკითხთანაა გადაჯაჭვული. ესაა ისტორიული ურთიერთობები, ეთნოლოგია, მსოფლაღქმა, პოლიტიკა და სხვა. ეს ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. Hჰქონდა უცხო მინარევებიც. ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში დალექილია ეს ყველაფერი, რა ბედი ეწევა კულტურის გლობალიზაციის ყბადაღებულ პროცესში მას? ? უნდა დავთმოთ ვესტერნიზაციის სასარგებლოდ, თუ შევინარჩუნოთ თვითიდენტიფიკაციის მყარ გარანტად. ?- ეს კითხვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე. ამიტომ სუფრასთან მსხდომთ მეტი მოწიწება და ნაკლები ფუჭი თავმომწონეობა გვმართებს. ხანდახან, სევდისმომგვრელ მდუმარებაში ჩაძირულებმა ყური მივუგდოთ წინაპართა აზავთულ დუმილის ზარს, მასში ბევრი რამის ამოკითხვაა შესაძლებელი
2010 !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა გონიერი ადამიანი ხართ თქვენ!
თითქოს ახალი არც არაფერია ამ წერილში ნათქვამი, მაგრამ ისე საინტერესოდაა აწყობილი, ისე კარგად იკითხება...
"მოვდიოდით ასე « ჰარიჰარალეთი » ისტორიის ზიგზაგებიან გზაზე. "
"ხანდახან, სევდისმომგვრელ მდუმარებაში ჩაძირულებმა ყური მივუგდოთ წინაპართა აზავთულ დუმილის ზარს" რა გონიერი ადამიანი ხართ თქვენ!
თითქოს ახალი არც არაფერია ამ წერილში ნათქვამი, მაგრამ ისე საინტერესოდაა აწყობილი, ისე კარგად იკითხება...
"მოვდიოდით ასე « ჰარიჰარალეთი » ისტორიის ზიგზაგებიან გზაზე. "
"ხანდახან, სევდისმომგვრელ მდუმარებაში ჩაძირულებმა ყური მივუგდოთ წინაპართა აზავთულ დუმილის ზარს"
7. როგორც ვხედავთ, ქართული პურობის ადათი მრავალ საკითხთანაა გადაჯაჭვული. ესაა ისტორიული ურთიერთობები, ეთნოლოგია, მსოფლაღქმა, პოლიტიკა და სხვა. ეს ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. ჰქონდა უცხო მინარევებიც. ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში დალექილია ეს ყველაფერი, რა ბედი ეწევა კულტურის გლობალიზაციის ყბადაღებულ პროცესში მას? ?
გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და მას ვერც საქართველო გადაურჩება, თუმცა მრავალი ქვეყანა ჩაერთო უკვე თავიანთი ადათ-წესებით და კულტურით, ახალიც, რაც კარგია ისიც აითვისა, ყოველგვარი ხმაურისა და პანიკის გარეშე, მაგრამ ჩვენ ხომ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს ყოველი ახალი პროცესისადმი, , ჩვენ აუცილებლად მსხვერპლი უნდა გავიღოთ, პირველობა გვსურს ყველაფერში , დაუდევრობისა და მოუფიქრელობის გამო ისევ ჩვენ ვზრალდებით. დახვეწა და დაფიქრება გვმართებს რა შევიტანოთ საერთო ულუფაში. როგორც ვხედავთ, ქართული პურობის ადათი მრავალ საკითხთანაა გადაჯაჭვული. ესაა ისტორიული ურთიერთობები, ეთნოლოგია, მსოფლაღქმა, პოლიტიკა და სხვა. ეს ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. ჰქონდა უცხო მინარევებიც. ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში დალექილია ეს ყველაფერი, რა ბედი ეწევა კულტურის გლობალიზაციის ყბადაღებულ პროცესში მას? ?
გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და მას ვერც საქართველო გადაურჩება, თუმცა მრავალი ქვეყანა ჩაერთო უკვე თავიანთი ადათ-წესებით და კულტურით, ახალიც, რაც კარგია ისიც აითვისა, ყოველგვარი ხმაურისა და პანიკის გარეშე, მაგრამ ჩვენ ხომ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს ყოველი ახალი პროცესისადმი, , ჩვენ აუცილებლად მსხვერპლი უნდა გავიღოთ, პირველობა გვსურს ყველაფერში , დაუდევრობისა და მოუფიქრელობის გამო ისევ ჩვენ ვზრალდებით. დახვეწა და დაფიქრება გვმართებს რა შევიტანოთ საერთო ულუფაში.
6. Udavod saintereso werilia.. movbrundebi qartuli shriftit. :-) Udavod saintereso werilia.. movbrundebi qartuli shriftit. :-)
5. მომეწონა და მომეწონა. ორჯერ წავიკითხე ყურადღებით. როცა ამგვარს ვკითხულობ სულში შუქი მეღვრება და ჩემი მზერა უფრო ნათელი ხდება ვიდრე წაკითხვამდე მქონდა. ასე რომ გავნათლდი. თემა ხომ მომეწონა, მაგრამ წერის კულტურაც მიმზიდველი აღმოჩნდა კორქტულობით, სისადავით, მკითხველისადმი პატივისცემით და ინფორმაციული ნაკადით.
ლიჩელო ხუთი ქულა. ეს თავფურცელზე უნდა გავიდეს. მომეწონა და მომეწონა. ორჯერ წავიკითხე ყურადღებით. როცა ამგვარს ვკითხულობ სულში შუქი მეღვრება და ჩემი მზერა უფრო ნათელი ხდება ვიდრე წაკითხვამდე მქონდა. ასე რომ გავნათლდი. თემა ხომ მომეწონა, მაგრამ წერის კულტურაც მიმზიდველი აღმოჩნდა კორქტულობით, სისადავით, მკითხველისადმი პატივისცემით და ინფორმაციული ნაკადით.
ლიჩელო ხუთი ქულა. ეს თავფურცელზე უნდა გავიდეს.
4. ძალია საინტერესო იყო, გასაგებად დაწერილი. მადლობა! ძალია საინტერესო იყო, გასაგებად დაწერილი. მადლობა!
3. ძალიან კარგი კრიტიკა-პუბლიცისტიკაა ეს...უაღრესად საინტერესო...რბილად დაწერილი წერილი-შეგონება... ქართველებს რომ წაგვადგება, ისეთი...:) 5
ძალიან კარგი კრიტიკა-პუბლიცისტიკაა ეს...უაღრესად საინტერესო...რბილად დაწერილი წერილი-შეგონება... ქართველებს რომ წაგვადგება, ისეთი...:) 5
2. ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია!
"მესიანიზმი მრავალ ერს ახასიათებდა გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე. ისტორიამ იცის შემთხვევები, როცა ამ იდეის ჰიპერბოლიზებას კატასტროფული შედეგები მოჰყოლია." სამწუხაროდ, ჩვენი უახლესი ისტორიაც ამის მოწმეა. :( 5! პ.ს. შიდაგაშიგ სიტყვების დასაწყისში ლათინური ასოებია და თუ შეიძლება, შეასწორეთ. ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია!
"მესიანიზმი მრავალ ერს ახასიათებდა გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე. ისტორიამ იცის შემთხვევები, როცა ამ იდეის ჰიპერბოლიზებას კატასტროფული შედეგები მოჰყოლია." სამწუხაროდ, ჩვენი უახლესი ისტორიაც ამის მოწმეა. :( 5! პ.ს. შიდაგაშიგ სიტყვების დასაწყისში ლათინური ასოებია და თუ შეიძლება, შეასწორეთ.
1. საინტრესო თემაა, სადავო მომენტებით(ჩემთვის) მაგრამ აშკარად საინტერესო. საინტრესო თემაა, სადავო მომენტებით(ჩემთვის) მაგრამ აშკარად საინტერესო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|