 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2013 |
ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი, ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს, ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...
რაღაც უჩვეულო ფიქრმა ამიტანა, მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა, თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან, სკვერი,შავი კატა,მე რატომღაც ვღელავ...
დუმილია,მერე სამჯერ რეკავს ზარი, ბნელ შენობებს შორის დიდხანს ისმის ექო, გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე, და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!
მაგრამ ახლა როცა,სევდა მოვიშორე, ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში, მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი, მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...
ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი, ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს, ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ედგარ ალარ პოს შავი კატა გამახსენდა :( მომწონს ეს ლექსი ედგარ ალარ პოს შავი კატა გამახსენდა :( მომწონს ეს ლექსი
7. სევდიანი , ტკივილიანი ლექსია, საერთოდ შენს ნაწერებში . ფარული სევდა დომინანტობს. სევდიანი , ტკივილიანი ლექსია, საერთოდ შენს ნაწერებში . ფარული სევდა დომინანტობს.
6. მადლობა ყველას,სხვისი არ ვიცი,ვინ რას ფიქრობს სავ კატაზე,მაგრამ ამ ლექსისშავი კატა ჩემიძმაკაცია,Xშირად ვართ ხოლმე მარტო სანაპიროსპირა სკვერში : მადლობა ყველას,სხვისი არ ვიცი,ვინ რას ფიქრობს სავ კატაზე,მაგრამ ამ ლექსისშავი კატა ჩემიძმაკაცია,Xშირად ვართ ხოლმე მარტო სანაპიროსპირა სკვერში :
5. ორშაბათი, ღამის სამი საათი და შავი კატა- რა მისტიკურია :)
მე არ მჯერა ,"რომ შავი კატა მოგიტანსო ზიანს" :) ორშაბათი, ღამის სამი საათი და შავი კატა- რა მისტიკურია :)
მე არ მჯერა ,"რომ შავი კატა მოგიტანსო ზიანს" :)
4. მომეწონა, მხოლოდ "უხალხობამ" მეც მომხუთა აქ. ++ მომეწონა, მხოლოდ "უხალხობამ" მეც მომხუთა აქ. ++
2. ლიპო :D :D :D შენ თუ პლაჟზე საათს ატარებდი არ ვიცოდი... ლიპო :D :D :D შენ თუ პლაჟზე საათს ატარებდი არ ვიცოდი...
1. მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა, თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან, გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე, და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!
ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში, მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი, მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა... _ამათ გამოვარჩევდი . ძალიან მომეწონა და ვერ დავმლავ ემოციებს .)))
მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა, თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან, გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე, და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!
ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში, მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი, მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა... _ამათ გამოვარჩევდი . ძალიან მომეწონა და ვერ დავმლავ ემოციებს .)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|