ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2013


გიზო ნიშნიანიძეს

მე და ჩემმა მზემ, ვუწყი რარიგ წავითავხედე,
როდესაც თქვენთვის, მე, ამ ლექსის მოძღვნა გავბედე,
თორემ სად თქვენ და აბა სად მე, განა არ ვიცი,
თქვენ რაც განსცადეთ, მე იმ გრძნობებს როდის განვიცდი?!

სიტყვა-პასუხის თანაც, თქვენის, ჩამწვდომი თუ ვარ,
მხოლოდ იმით, რომ მეც პოეტად დავბადებულვარ!..
გამიხელია მეც თვალები თურმე ვერაზე
და იმის მერე არ მაშრება ლექსი ენაზე...

ძველი თბილისის აივნების ხვეულ რიკულებს
მზედ ვეფინები, როს ვკითხულობ მე თქვენს "მიგულე"-ს,
და როცა გული ვერ ერევა სევდა-კაეშანს,
მაშინ ვერაზე, თქვენს ლექსებთან ნიშნავს პაემანს,

რომ დაამარცხოს მოვარდნილი მან სტიქიონი,
მერე გაიცნოს ნიაზი და გალაკტიონი,
ნახოს ისინი ქალაქს თურმე ვით უხდებოდნენ,
მიხვდეს იმეებს, ქაჯები რომ ვერა ხვდებოდნენ...

"წასულზე კარგს თუ ვერა, მაშინ სულ ნუ იტყვიო" -
გამიგონია, ჰოდა მინდა ის ვთქვა მარტოდენ,
თუ დღეს თბილისის სადღეგრძელოს სადმე იტყვიან,
თქვენი სახელის თამადობით ხშირად ამბობენ!..

ხოდა მეც მინდა შევსვა თქვენი შესანდობარი,
მეკუთვნის თანაც, უმცროს გიზოს ვარ მეგობარი,
შემოქმედება თქვენი მრავალ ასწლეულს დათვლის,
ღმერთმა გაცხონოთ დათესილი სიკეთისათვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები