 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2013 |
,, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა! ''
...
თითქოს და, სულში ათასი ძაღლი ჩაგაკლეს, შენ მაინც, (მკვდარიც კი!), არცერთი თემის არ იყავი. რიჟრაჟი შეპარვით ეხვევა ტანმაღალ აკლდამებს და რკინის მამალმა-პირველმა საყვირმაც იყივლა. ქალაქი ზმორებით, გულდაგულ იმშრალებს ჭრელ სახეს, უფორმო სხეული მიუგავს ნაზამთრალ არყის ხეს. შენ წევხარ მიწაზე, მთის ძირში, გულს იჭერ ხელებით და გული ხელებში გიფეთქავს დამფრთხალი ბარტყივით. სადღაც კი, ქუჩებში, ხორხიდან სისხლი სდის აკლდამებს და როგორც სვავები, დღეები ნასუფრალს კორტნიან, ამოგდის ყელიდან ათასი ჩაკლული ძაღლი და თაკარა მზის პირზე დგებიან გახრწნილი მკვდრებივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობთ :) გმადლობთ :)
13. მემეწონა .სიმბოლურია. წარმატებები ავტორო! მემეწონა .სიმბოლურია. წარმატებები ავტორო!
12. დიდი და დაგვიანებული მადლობა ყველას.
ირაკლი, მოგიკითხე მეც :) დიდი და დაგვიანებული მადლობა ყველას.
ირაკლი, მოგიკითხე მეც :)
10. მოკითხვა... : ) ლექსი მომეწონა მოკითხვა... : ) ლექსი მომეწონა
7. მოგიკითხე "jaden"...-"საღათა"...:-* 5 მოგიკითხე "jaden"...-"საღათა"...:-* 5
6. აქ მომენატრა jaden-ი, თორმე ამ ლექსმა უკვე დამზაფრა წეღან , სხვა სივრცეში.
"ამოგდის ყელიდან ათასი ჩაკლული ძაღლი და..."
უუჰ!
აქ მომენატრა jaden-ი, თორმე ამ ლექსმა უკვე დამზაფრა წეღან , სხვა სივრცეში.
"ამოგდის ყელიდან ათასი ჩაკლული ძაღლი და..."
უუჰ!
3.
ოუფ, რა მძაფრია, ძააან. სურეალისტური ნახატივითააა
+5
ოუფ, რა მძაფრია, ძააან. სურეალისტური ნახატივითააა
+5
1. ეს თქვენი ხელწერაა, სრულიად განსხვავებული! არ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გავიგე ამ ლექსში, თუმცა ალბათ მერე მოვბრუნდები ხოლმე და თანდათან გავიგებ! მიხარია, რომ ისევ გამოჩნდით! ეს თქვენი ხელწერაა, სრულიად განსხვავებული! არ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გავიგე ამ ლექსში, თუმცა ალბათ მერე მოვბრუნდები ხოლმე და თანდათან გავიგებ! მიხარია, რომ ისევ გამოჩნდით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|