ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2013


გოგო იყო ...

ორღობეში იხსენებენ გოგოლაანთ მზექალას,
გოგო იყო მართლა მზე და ანათებდა ქვეყანას...
………………………………………………………
თვალთოფწამლიანია და
თვალში ცა აქვს მზიანი,
გოგო სოფლის საყდარივით თეთრია და ჩუმია.
წარბი ცაზე კიდული და
სიტყვა ოდნავ გვიანი.
ჭურებს მოხდი დაპატიჟებ გამაყრებულ დუნიას.
-თებროლაანთ აბდია ითამადებს! ერგება.
უთხრეს და შეიფერა თამადობის შექება.
გოგო არ შეგვიცივდესო გააჩინეს ნაბადი.
ცეცხლთან სკამი მიუდგეს ტაბლის მოკლეფეხება.…
გოგოს გული ჩიტია,
დამფრთხალი და პაწია...
თოვლიანი საყდარივით
თეთრი კაბა აცვია.
გაღმა სოფელს ურჩევიათ -
ყვება ბაქარაანთ თინა:
- ბადრიაანთ უმაჭანკლეს
- ღმერთმა მისცა, გოუჩინა!
-გოგოაო იმნაირი... მზერა მშვილდი, ისარიო...
-გაახილე ბიჭო თვალი, ქე რო გინდა ის არიო. . .…
სათქმელ მიკიბ-მოკიბული, მზერა ალერსიანიო,
სანამ ქალი წოუღიათ
და არაა გვიანიო..
ჩეიარა წინდობამ და ჩეიარა ქორწილმა. . .
მიყვარხარო… გვიან უთხრა უკვე მუცელმოზრდილმა.
გოგო მორცხვი რანაირი.
სათქმელ მიკიბ-მოკიბული.
გოგო სახე აფაკლული.
კოკა მხარზე მოკიდული.
გოგო ეზო!
გოგო კარი!
გოგო ქათამს საკენკიო..
გოგო სოფელს ჩამოღამდა
მეისვენე, დაწექიო!
გოგო ბალღი !
გოგო ბალღი !
ერთი,
ორი,
სამი,
ოთხი...
გოგო რაცხა არ მომწონხარ,დადიხარო რაცხა ოხვრით..
გოგო დედა!
დრო გავარდა.
ახლა უკვე დიდედა.
დროა სწრაფი. . .ისეთი რომ
დაბერებას გიბედავს. . .
ახლა უკვე გოგო ბებო!
ჩემს დროს იყო დუნიაო..
გოგო ვიყავ იმნაირი..
ჩემს კაცს კითხეთ..
წუნიაო.
გოგო იყო იმნაირი,
თვალი თოფი წამალიო…
მოკლეაო.. სოფელი და…
კაცი გუშღამსახვალიო…
…………………………………………………………………
გოგო იყო მართლა მზე და ანათებდა ქვეყანას,
ორღობეში იხსენებენ გოგოლაანთ მზექალას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები