ვაჰ, რა დავწერო არ ვიცი?! უკვე რამდენი ხანია, ახალს არაფერს განვიცდი, არც მწყინს რა, არც მიხარია...
ერთფეროვნება ასეთი როდემდე უნდა გაგრძელდეს?! არ ხდება ნატვრა არც ერთი, ყველა სიზამრი დაძველდა...
ყელშია ეს ცრუ წიგნებიც – წარმოსახვების მშობელი, ხვალ, მე თუ აღარ ვიქნები, ყველას მოუკვდა მთხრობელი!..
არა, უნდა ვქნა რაღაცა, უნდა დაესვას წერტილი, დამთავრდეს ძილი საღათას – ეს არის გადაწყვეტილი!
მაგრამ, ვაი, რომ მეშინის, ამ ფსევდო გამოღვიძების, როგორც ავადმყოფს – ექიმის და როგორც ბავშვებს – ძიძების...
ვაი თუ ცხადი უარესს მიქადის, ვიდრე სიზმარი?! და მიჯობს, რომ ვთქვა უარი, ისევ ეს სევდა ვიკმარო?!.
არ ვიცი, მართლა არ ვიცი! ამ კითხვას გავცემ პასუხს ვერ... თითქოს არაფერს განვიცდი, მაგრამ რაღაცას მაინც ვწერ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დაახლოებით იგივე პერიოდი მიდგას ახლაც :) დაახლოებით იგივე პერიოდი მიდგას ახლაც :)
7. როცა არაფერს განიცდი,ესეც განცდაა,რომელიც აწერინებს კაცს როცა არაფერს განიცდი,ესეც განცდაა,რომელიც აწერინებს კაცს
6. მეც მასე ვარ მეც მასე ვარ
5. დამთავრდეს ძილი საღათას – ეს არის გადაწყვეტილი! ამინ! დამთავრდეს ძილი საღათას – ეს არის გადაწყვეტილი! ამინ!
4. ar danebde erTferovnebas, w e r e! + ar danebde erTferovnebas, w e r e! +
3. მაინც უნდა დაწერო!
რაღაც აკაკისეული იყო, ისე :)
მაინც უნდა დაწერო!
რაღაც აკაკისეული იყო, ისე :)
2. გარემოს გამოცვლაა საჭირო ) გარემოს გამოცვლაა საჭირო )
1. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|