ხომ იცი დღეებს ხშირად არ მოაქვთ ბედნიერება, (ვერ მოაქვთ) ვერ ეტევა ბედნიერება ამ პატარა ბოროტების შუკებში,ნამათხოვრალ ემოციებში,კეთილმოწყობილ სასტუმროებში,ნაოცნებარ მანქანებში. ხოო,ცისარტყელა არ იწყება შენი კორპუსიდან,არც ჩემიდან არც ალენის სახლიდან, ცისარტყელა იმ მთიდან იწყება ჩვენ რომ ვიდექით და ხმის ჩაწყვეტამდე ვყვიროდით! ცისარტყელა იმ ქოხიდან იწყება ალენი რომ აშენებს მთის ფერდობზე,იმ მდელოდან მე და შენ რომ გვირილები დავკრიფეთ და თმა მოვირთეთ, იმ წამიდან იწყება სიცილით სხეული რომ დაგვეღალა,შუა ქუჩაში ვისხედით. ცისარტყელა იმ ღრუბლებიდან იწყება ჩვენ რომ წვიმას ვთხოვდით! და იმ წვიმიდან ჩვენ რომ გვასველებდა, იმ მდელოდან მე და შენ რომ გავბავშვდით და უმისამართოდ გავრბოდით, ცისარტყელა იმ სიმღერიდან იწყება ბოლო ხმაზე რომ ვუსმენდით და ხმა ჩავიხლიჩე იმდენი ვიმღერე, ჩვენი თმებიდან იწყება ქარმა რომ აგვირია, ჩვენი ბავშვური თამაშიდან იწყება ცისარტყელა ,,პირველი შენ დამარტყი ნიინ, _არა ნეენ შენ დამარტყიი… -ალენ უთხარი ამას რამე” ცისარტყელა ჩვენი ღიმილიდან იწყება,აღფრთოვანებით დამუნჯებული მიმიკებით იწყება,ალენის იშვიათი მაგრამ საოცარი იუმორიდან იწყება : )) იმ ფრაზიდან იწყება ჩვენ რომ დაუსრულებლად ვიმეორებდით ,,სად იწყება ცისარტყელა? -აი იქ -არა უფრო იქით -არც მანდ,უფრო იქით- და მაინც სად იწყება ცისარტყელა? ცისარტყელა ჩვენიდან იწყება!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მუხა. და სწორედ მაგიტომ არ იწყება ალბათ თქვენიდან თორემ როცა ადამიანი ხვდება,რომ ცისარტყელა მისგან იწყება,ის აუცილებლად გამოჩნდება პ.ს იმედია სხვადასხვა ცისარტყელაზე არ ვლაპარაკობთ :)) მუხა. და სწორედ მაგიტომ არ იწყება ალბათ თქვენიდან თორემ როცა ადამიანი ხვდება,რომ ცისარტყელა მისგან იწყება,ის აუცილებლად გამოჩნდება პ.ს იმედია სხვადასხვა ცისარტყელაზე არ ვლაპარაკობთ :))
6. ცისარტყელა ძალიან მიხარია ხოლმე, მაგრამ არასროს მქონია იმის შეგრძნება, რომ ცისარტყელა ჩემით ან ჩვენით იწყება. ცისარტყელა ძალიან მიხარია ხოლმე, მაგრამ არასროს მქონია იმის შეგრძნება, რომ ცისარტყელა ჩემით ან ჩვენით იწყება.
5. jonatan livingstoni. მადლობა შენ და http://translate.google.com/ -ს :) jonatan livingstoni. მადლობა შენ და http://translate.google.com/ -ს :)
4. L’arcobaleno :)
L’arcobaleno :)
2. თემური57. ემოცია ცოტა სხვანაირად გაგიგია,რაღაც შენებური აღქმით,მადლობა შეფასებისთვის თემური57. ემოცია ცოტა სხვანაირად გაგიგია,რაღაც შენებური აღქმით,მადლობა შეფასებისთვის
1. დიდებულია. ცისარტყელა მართლაც ჩვენიდან იწყება და მიდის უფალთან, რადგან ცისარტყელა სიკეთეა, ხო- ლო სიკეთე უფალი. +++++ დიდებულია. ცისარტყელა მართლაც ჩვენიდან იწყება და მიდის უფალთან, რადგან ცისარტყელა სიკეთეა, ხო- ლო სიკეთე უფალი. +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|