 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2013 |
ჩემი მთავარი სიტყვაა - მინდა. ჩემი სული, ტალახიან და მსუქან ღორივით ოხარავს და ხვნეშის. წვეთ-წვეთობით მიგროვდებოდა ჩემი ვერთქმული სურვილები, ვერ დაიტია , ვერ შეიკავა, გადმოხეთქა და წამოვიდა დაობებული , დამყაყებული სურვილების, ცრემლების თქეში. ხოლო ეს ღორი რომ გავაძევო ჩემი სულიდან რაღა დარჩება, არც არაფერი, გარდა , ვითომ პოეტურად დაბინდული ყალბი მზერის და მოგონილი, არაფრისმთქმელი კეთილგანწყობის. ან სქელი ქონი, ტკივილებისგან თავდაცვის მიზნით რომ ვაგროვებდი, რითი გავათბო? ჩემი თვალები, ორი ვიწრო ფალოპის ლულა საიდანაც ჩემი ტვინი ორსულდება და ყოველ ღამით ბნელ სიზმრებში მშობიარობს. გამარჯობა, მე მქვია დათო. ყველაფერი ახლა იწყება .
04 10 2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვა დავით.წარმატებები ვა დავით.წარმატებები
3. კარგია, კარგად გადმოსცემთ ადამიანის ბუნებას,წარმატებები!++ კარგია, კარგად გადმოსცემთ ადამიანის ბუნებას,წარმატებები!++
2. გამიხარდა ამ ყვავილა -გემის დანახვა :)
ხარაკირივით ლექსია :)
გამიხარდა ამ ყვავილა -გემის დანახვა :)
ხარაკირივით ლექსია :)
1. კარგი ხარ დათო. ++ კარგი ხარ დათო. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|