როცა წასვლის წინ ბარგს ვალაგებ, ყოველთვის მეკითხება რა მიმაქვს თან. სიდის ხაკისფერი ქურთუკიდან ღილებისხელა ლაქები მიცქერიან და რომ არ დავინახო, ხელს ჩუმად აფარებს მათ. თითქოს არ ვიცოდე, რომ 3 წელია ეს ქურთუკი აცვია და ყიდვიდან მეორე დღესვე დასვარა ცხიმით. უყურებს ჩემს გაყვითლებულ ფურცლებს, გამოხუნებულ თვალებს და ღიმილით მეუბნება, თითქოს იცოდეს, რომ მეც გამეღიმება: - ყველაფერი მაშინ იძენს ფასს, როცა ძველდება. გაყინულ ხელისგულს თმაზე ვუსვამ და ზურგზე ჩანთამოგდებული ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ. ზურგზე მზერის ანათალები მრჩება. როგორც მის ქურთუკს შემორჩა ეს ლაქები.
თმების ჩამოვარცხნის შემდეგ სავარცხელს დავხედავ ხოლმე და მისი მუქი შავი მოკლე თმის ღერები, რომელთა ამოღება დამავიწყდა წამოსვლის წინ, ღიმილს მგვრის. ტუჩის კიდეები თვალებამდე ამდის და სავარცხელს იქ ვაბრუნებ, სადაც იდო.
ერთხელ მკითხა რა მოგწონს ყველაზე მეტადო და ჩემს ღიმილს დაელოდა. - მომწონს, როცა ადამიანების თმებს ვეხები. განსაკუთრებით თუ უხეში თმა აქვთ. და მის თმებში ხელი შევაცურე. თბილი კანი ქონდა. იმდენად თბილი, მეორე ხელითაც შევეხე და თავი მხარზე დავადე. მისი სახე ძილს მგვრის.
ერთხელ, როცა ფიქრებით დამძიმებული თავი მაგიდაზე მედო, ოთახში შემოვიდა და თითქმის შეშფოთებულმა მკითხა: - ენერგიის გუბე დგას ოთახში. რატომ დაღვარე ამდენი? ვერაფერი ვუპასუხე. დაქცეული ენერგია მოწმინდა, შემდეგ ხელები დაიბანა და ლოგინში ჩამაწვინა.
სიდს მაღალი ყელი აქვს, მუქი ფერის თმა და თვალები. როცა მუხლებზე თავს ვადებ და ჩემს ღაწვებზე დადებული მისი თითებიდან ნიკოტინის სუნს ვიყნოსავ, ვგრძნობ, რომ ჯერ არ მოვმკვდარვარ.
ერთ დღეს, როცა აბაზანაში ფეხშიშველი შევედი და ცივ წყალში ვაპირებდი ჩაწოლას, დავინახე, როგორ ამოძრავებდა ენას წყალში. თვალები დახუჭული ქონდა, მაგრამ ისეთი ბასრი მზერა მივაბყარი, სახე აეწვა და გამომხედა. გავუღიმე, მისკენ წავედი და თმაზე ხელი გადავუსვი.
სიდს სიცივე ურჩევნია სითბოს და მხოლოდ იმიტომ რჩება ჩემთან, რომ ყოველთვის შეუძლია ცივ აბაზანაში ჩაწვეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომწონს რასაც წერ, მაგრამ - - ოღონდაც, ეს სახელი არა რა :((((( მომწონს რასაც წერ, მაგრამ - - ოღონდაც, ეს სახელი არა რა :(((((
6. ირეალიზმი ..
მომწონს . ირეალიზმი ..
მომწონს .
5. სიდის გამო შემოვედი აქ. მეგონა ჩემი ბავშბობის საყვარელი ბენდის ვოკალისტი ერია საქმეში, თუმცა შევცდი და ის იყო იმედი მიცრუვდებოდა ბლა ბლა ბლა და ეს ნაწერი მომეწონა.
საინტერესო ავტორი ხართ. სიდის გამო შემოვედი აქ. მეგონა ჩემი ბავშბობის საყვარელი ბენდის ვოკალისტი ერია საქმეში, თუმცა შევცდი და ის იყო იმედი მიცრუვდებოდა ბლა ბლა ბლა და ეს ნაწერი მომეწონა.
საინტერესო ავტორი ხართ.
4. მომეწონა:-) მომეწონა:-)
3. ჰო, ყველას როდი აქვს ცივი აბაზანა, ახლა ისე მომრავლდნენ თბილწყლიანები :)
არც ენერგიის გუბეები ოთახში :)
ჰო, ყველას როდი აქვს ცივი აბაზანა, ახლა ისე მომრავლდნენ თბილწყლიანები :)
არც ენერგიის გუბეები ოთახში :)
2. =)
კარგი ხარ =)
კარგი ხარ
1. ,,მისი სახე ძილს მგვრის. ,,
,,მისი სახე ძილს მგვრის. ,,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|