# ვითომ მეძინა, სინამდვილეში დედას ვუთვალთვალებდი - სამსახურში წასვლის წინ ტრადიციული ჩუმი კოცნის იმედით. გამიკვირდა, რატომ ჩამოხსნა დედამ კედელზე ქინძისთავით მიმაგრებული საქართველოს სისხლისფერი დროშა და რატომ ჩადო ჩანთაში. მერე მითხრეს, რომ დედა სამსახურში არ მიდიოდა და სოფელში წავიდა რამდენიმე დღით. როცა ტელევიზიით მამამ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” პირველად მოისმინა და ატირდა, მაშინ გავიგე რომ დედამ ის დროშა სოფელში კი არა, ზეცაში წაიღო და 9 აპრილს მარტო დედა არ წასულა იქ. # მამა რომ წავიდა ვერ გავიგე, უფრო დიდი ვიყავი ვიდრე მაშინ დედა როცა წავიდა, მაგრამ არც ისეთი დიდი, რომ ღამის 3 საათზე მეფხიზლა. თუმცა რა... ბებიამაც ვერ გაიგო მამას წასვლა. სამეგობრო წასულა ერთად, იქ სადაც სამშობლოს ჭირდებოდა თურმე – აფხაზეთი ერქვა იმ ადგილს. ასე ჭირდებოდა სამშობლოს. მას თავისთან დაუტოვებია და ვეღარ ჩამოვიდა. სამშობლოსთან დარჩა. # ბებია ამბობდა რომ მე გმირების შვილი ვარ, რომ საერთოდ გმირების, მეომრების და შეუპოვრების სამშობლოა ჩვენი ქვეყანა. თავის თავსაც გულისხმობდა ალბათ. აბა იოლი ხომ არ იყო ბებოს ასაკის ქალისთვის, დილის 6 საათზე, პურის მოლოდინში დგომა ყინვაში, თბილისის ძველ უბანში. იქ გავცივდიო - ამბობდა მერე და ბებოს გაციების შემდგომ მეზობელ თამროს მოჰქონდა ჩემთვის პური, თან მეუბნებოდა ბებოსთვის ილოცე იმას იქ ჭირდებაო ზეციური დაპურება. ვლოცულობდი მეც. # -გუგააა! გუუუუგაააა! გუ-გა! გუუუუგ... -რა გაყვირებს ბიჭო ძინავს უბანს, ამოდი, რას დგახარ მანდ?! -გააქვს? -გაგიჟდი? ბარემ განყოფილებას გააგებინე. მაქვს. გვეყოფა. # - უკაცრავად ფაკულტეტების ჩამონათვალს თქვენთან ვნახავ? - ფასების ჩამონათვალთან ერთად ეძებ თუ უფასოზე აპირებ ჩაბარებს ყმაწვილო – დამცინავი ტონით სათვალის ზემოდან გადმოიხედა დეკანატის გვარიანად მოსუქებულმა მამაკაცმა. - ბატონო? - მინიმალური ორი ათასია და ოთხი წლის განმავლობაში გამოცდების ჩაბარებასაც ჩვენს თავზე ავიღებთ, ნუ ერთი-ორი ლექტორის გამოკლებით. მათ თავიანთი ფასები აქვთ მაგრამ იმაზე ძვირი არა ვიდრე სხვაგან შეგხვდება.
# - კარგი ბინაა. სუფთა ფასიც მისაღებია. თქვენ სანაცვლოდ რომელ უბანში მიდიხართ? ამ ძველისძველ უბანთან განშორება არ გიჭირთ? თუმცა ეს ახალგაზრდები...
# მე ახლა არც ისე ჭკვიანი ვარ იმისთვის - ამ თვითმფრინავში ვიჯდე და ახალ ორლეანში მივფრინავდე მარტოდმარტო, მომავლის საძიებლად, მაგრამ არც ისე უჭკუო იმისთვის რომ მივხვდე, ეს ახლა ყველაზე კარგი პერსპექტივაა, ან ყველაზე ცუდი, ან... არ ვიცი?! უნდა გადავრჩე.
# თეკლე დიდი ხანია facebook-ით ერთ სიმპათიურ და ჭკვიან ბიჭს – გუგას. ელაპარაკებოდა. ის ახალ ორლეანში ცხოვრობდა, მუშაობდა და მალე აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ისინი იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ ერთი დღეც საუკუნეს გავდა ინტერნეტ-საუბრის გარეშე. ასე გრძელდებოდა დიდხანს, იმაზე დიდხანსაც კი ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. ერთ დილას თეკლეს მოულოდნელი წერილი დახვდა: ”_თეკ... ხვალ საქართველოში მოვდივარ :) დახვედრა საჭირო არაა, ამიტომ მე თვითონ გნახავ.” თეკლე ვერ მიხვდა რატომ გადაწყვიტა გუგამ მოულოდნელი დაბრუნება, ან რატომ არ შეიძლებოდა დახვედრა, მაგრამ პირველი, რაც იგრძნო იყო მღელვარება, რომელიც ჯერაც უნახავი, მაგრამ ახლობელი ადამიანის ნახვამდე დარჩენილი რამოდენიმე საათის მალე გასვლის შეგრძნებამ ბუნებრივად მოიტანა.
# დაბრუნება. ფეხი რომ დავდგი თბილისის აეროპორტში, მუცელში სიმხურვალე ვიგრძენი. ბავშვობის შემდეგ არ მიგრძვნია ეს. მაშინაც დიდი ემოციის დროს მემართებოდა. დედა რომ წავიდა... მამა რომ წავიდა... ბებია რომ წავიდა... საქართველო რომ მენატრებოდა... თეკლე რომ მენატრებოდა... თეკლეს მალე ვნახავ, ყველაფერი მალე დამთავრდება, შეიძლება სულ რამოდენიმე დღეშიც. ნეტავ სად წაიღეს კომისარიატი, ალბათ შეიცვლიდა ადგილს...
# გუგას ტელეფონი გამორთული იყო. არადა უკვე უნდა ჩამოსულიყო და იმდენი დროც გავიდა, რომ თეკლესთვის დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა. ამიტომ როგორც კი სამსახურიდან გამოვიდა - სახლამდეც ვეღარ მოიცადა. თეკლემ ქუჩა გადაჭრა და ინტერნეტკაფეში მოუთმენლად შევარდა. ერთადერთი შეტყობინება წითლად ციმციმებდა. "თეკ... მაპატიე ახლა აქ უნდა ვიყო, მალე გნახავ _ Guga was in Gori, Goris Raioni.# August 2008" ეს იყო უკანასკნელი რაც თეკლემ გუგასგან მიიღო. ...და როცა მუხათგვერდის სასაფლაოზე საქართველოს ჰიმნს უსმენდა გუგას პირველი წერილი გაახსენდა “მენატრება საქართველო, საერთოდ გმირების, მეომრების და შეუპოვრების სამშობლოა ჩვენი ქვეყანა” ცრემლის დასაფარად თავი დახარა და სამხედრო ფორმაში ნაპოვნ ნატყვიარ საკუთარ ფოტოს დახედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. როგორი სევდიანია ( როგორი სევდიანია (
7. happy end-ze არაფერი გსმენია? :))) ეს რათქმაუნდა ხუმრობით.. ასეთი ტკივლიანი ნაწრი და სამწუხარო რეალობაც კი გემრიელად წამეკითხა... მე რომ არ გითხრა თავადაც კარგად იცი რომ კარგად წერ +++ happy end-ze არაფერი გსმენია? :))) ეს რათქმაუნდა ხუმრობით.. ასეთი ტკივლიანი ნაწრი და სამწუხარო რეალობაც კი გემრიელად წამეკითხა... მე რომ არ გითხრა თავადაც კარგად იცი რომ კარგად წერ +++
6. ემოციაცაა და ემოციაც .. ..
ყოჩაღ! ემოციაცაა და ემოციაც .. ..
ყოჩაღ!
5. მომეწონა... რაცარუნდა ვთქვათ ჩვენი უახლესი ისტორიაა... ერთი კუთხით მოტანილი მკითხველთან...მხოლოდ გმირული კუთხით...:) მომეწონა... რაცარუნდა ვთქვათ ჩვენი უახლესი ისტორიაა... ერთი კუთხით მოტანილი მკითხველთან...მხოლოდ გმირული კუთხით...:)
4. მომეწონა! მხოლოდ ომის თემაზე დაწერილები.
მომეწონა! მხოლოდ ომის თემაზე დაწერილები.
3. პირველი სამი კარგი იყო.
მერე ერთი, ჩვეულებრივი, თანამედროვე ბანალურობა გამოვიდა =)
ეს, როგორც მოთხრობა. თორემ თემა.. =) პირველი სამი კარგი იყო.
მერე ერთი, ჩვეულებრივი, თანამედროვე ბანალურობა გამოვიდა =)
ეს, როგორც მოთხრობა. თორემ თემა.. =)
2. საუკუნის მეხუთედია ჩატეული რამდენიმე აბზაცში.
მაგრამ, ის პირველი აღფრთოვანება -"ალუბლებისა", აქ არ მქონია :)
საუკუნის მეხუთედია ჩატეული რამდენიმე აბზაცში.
მაგრამ, ის პირველი აღფრთოვანება -"ალუბლებისა", აქ არ მქონია :)
1. ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 ოქტომბერი, 2013 ველოდებოდი, ამას როდის გამოაქვეყნებდი.მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 ოქტომბერი, 2013 ველოდებოდი, ამას როდის გამოაქვეყნებდი.მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|