ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: საბავშვო
7 ნოემბერი, 2013


ნინიკო

ერთი გიჟი გოგო ვარ,
ბუტია და პრანჭია,
კი ვაბრაზებ უფროსებს,
მაგრამ მაინც არ მსჯიან.
გუშინ უფროს დაიკოს
დავუმალე კალამი,
ნახა ჩანთა_ არ იყო,
რაც არ არის, არ არის.
ჩემს პატარა ბიძაშვილს
ისე მაგრად ვაკოცე,
გაეღვიძა მძინარეს,
რად ტირისო გაოცდნენ.
ვიცვამ დედას კაბებს და
ვიხვევ ბებოს თავსაფარს,
ვუსმენ ახალ ამბებსაც,
რომ ყვებიან ხანდახან.
მიყვარს ჩიფსი, კინდერი,
კამფეტი და ნაყინი,
ვებუტები მამიკოს,
თუ არა აქვს ნაყიდი.
ყველა მიყვარს ძალიან,
მაგრამ ცემის შიში მაქვს,
პატარა ვარ ჯერ კიდევ,
მაგრამ გული დიდი მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები