დამაიმედე...
დამაიმედე, ეს იმედი ისე მჭირდება, როგორც ნუგეში დამაშვრალს და სასოწარკვეთილს, დამაიმედე, შენ ხარ ჩემში იმ ხმის მიგნება, უშეცდომოდ რომ იმეორებს თავის გაკვეთილს. დამაიმედე, შემახსენე აპრილის სუნთქვა, გაზაფხულივით მზენაზავი იის სურნელით, მითხარი რამე, არავის რომ არასდროს უთქვამს, და ვიტყვი, დარდი არ არსებობს განუკურნელი. დამაიმედე, რომ უფალი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ისმენს და გრძნობს, სად ვართ მტყუან-მართალი, დამაიმედე, არ შევცოდო, სათქმელს რომ ვბედავ, რომ გული მტკივა უნდობლობით გადანათალი. დამაიმედე, რომ არ დავგმო მოსისხლე მტერი, და შემახსენე გოლგოთაზე უფლის სიმაღლე, სიკეთის გარდა ყველაფერი რომ არის მტვერი, მითხარ და დღეებს სიზმარივით გადავინაღვლებ. დამაიმედე,მოსასვლელი ყველაფერს შეცვლის, რომ ნათლის შუქი ძლიერდება, წუთი-წუთ, დღე-დღე, მოკეთეს ხიბლი რომ ვერ დაძლევს ოცდაათ ვერცხლის, რომ კაცი ერთხელ იბადება და კვდება ერთხელ. დამაიმედე, მომიყევი დაუჯერები, არარსებულიც ზღაპარივით გამოიგონე, ნუ გაგაოცებს დამალული ჩემი ცრემლები, ეს მე კი არა, მარცვალ-მარცვალ დასდით სტრიქონებს. დამაიმედე, მოგძახი და არ ვიცი სად ხარ, წვება მირაჟი, სინანულით გადაბოლილი, და რაც ყველაზე ბოლოს კვდება, მჭირდება ახლა, ახლა მჭირდება ლექსივით და ვალიდოლივით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარეთ, წარმატებება გისურვებთ თითოეულს უფალი გფარავდეთ! გაიხარეთ, წარმატებება გისურვებთ თითოეულს უფალი გფარავდეთ!
6. ვფიქრობდი, რატომ აღარ ჩანს ეს ავტორი მეთქი :)
და გამიხარდა ახლა -ისევ კარგი, გამართული, სავსე ლექსით რომ გამოჩნდით.
"და რაც ყველაზე ბოლოს კვდება, მჭირდება ახლა, ახლა მჭირდება ლექსივით და ვალიდოლივით..."- ბოლოში ამ ვალიდოლმა განსაკუთრებული ხიბლი მისცა ლექსს :)
ვფიქრობდი, რატომ აღარ ჩანს ეს ავტორი მეთქი :)
და გამიხარდა ახლა -ისევ კარგი, გამართული, სავსე ლექსით რომ გამოჩნდით.
"და რაც ყველაზე ბოლოს კვდება, მჭირდება ახლა, ახლა მჭირდება ლექსივით და ვალიდოლივით..."- ბოლოში ამ ვალიდოლმა განსაკუთრებული ხიბლი მისცა ლექსს :)
5. ძალიან მომეწონა!
"დამაიმედე, რომ არ დავგმო მოსისხლე მტერი, და შემახსენე გოლგოთაზე უფლის სიმაღლე, სიკეთის გარდა ყველაფერი რომ არის მტვერი, მითხარ და დღეებს სიზმარივით გადავინაღვლებ." +++++ ძალიან მომეწონა!
"დამაიმედე, რომ არ დავგმო მოსისხლე მტერი, და შემახსენე გოლგოთაზე უფლის სიმაღლე, სიკეთის გარდა ყველაფერი რომ არის მტვერი, მითხარ და დღეებს სიზმარივით გადავინაღვლებ." +++++
3. დღეებია ველოდები და როგორც იქნა გამოჩნდა ლექსი საიტზე! დღეებია ველოდები და როგორც იქნა გამოჩნდა ლექსი საიტზე!
2. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა ..
++ იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა ..
++
1. ლექსი კარგია, შეგრძნებადი , კარგი. ვალიდოლი ამოღებულია ხმარებიდან.
ლექსი კარგია, შეგრძნებადი , კარგი. ვალიდოლი ამოღებულია ხმარებიდან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|