ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გივიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2013


Ноктюрн №22

გვიან შემოდგომას
ამ ღამით ახლავს მელოდია,
და იმოსება ქალაქი უხილავი სევდითა
და უამინდობით.

გაივლის წლები,
და შენი უსაფუძვლო შიშები
განსხეულდებიან.

ცხოვრება, რომელიც წარმოგედგინა
ჩამოიშლება და დაგიტოვებს
საკმარის მცირედს.

ყველაფერი, რაც ჩვენ გვაშორებს,
შენაძენი თუ დანაკარგი,
ახლა შენია -

და ეს თავსგადამხდარი ნოემბერიც..

ყოველ ღამით ისევ გამოაღე ფანჯარა
და ღრმად ჩაისუნთქე ჰაერის ნაგლეჯები,
რომელთაც თავისდაუნებურად დაჰკრავთ
ზღვის ის მლაშე გემო,
რომელიც ბავშვობაში დაიმახსოვრე.

გამიხსენე მე -
ახლა ოცდაორის.
ჩემთვის დამახასიათებელი უაზრობითა და
გამაღიზიანებელი ჩვევებით:

დაგვიანების,
უძილობისა და
უყურადღებობის.

ყველა შემოდგომა -

გრძნობების,
იმედებისა და
არ დანებების.

.. ეს გარდასული შეგრძნება
სისრულისა და სიმშვიდის -
და ოცდაორი თავგსგადამხდარი ნოემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები