ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


***

***
და ყვითელი
ჭაღარა გაუჩნდათ:
ბალახში-ლიანდაგს
და ჩიხში-მატარებელს.

***
საიქიოში აღარ კამათობენ
დედა და მამა
და აღარც
სხვადასხვა ფანჯარასთან
ჩნდებიან თენებისას.

***
ნაქარგის მეორე მხარეა
საქართველო
და ისიც რაც დრო გადის
ხუნდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები