 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2013 |
დღე იჯდე და შენთვის, ჩუმად წერო. იჯდე შენთვის ჩუმად და წერო.
გავდივარ აივანზე და ცივი ქარია. ვიხედები მარცხნივ და- სიცარიელე.
ჩემი თვალებიდან შავი ფრთები მოფრინავენ. ჩემი თვალებიდან შავი ჩიტები მოფრინავენ და შენი სახლის სახურავზე სხდებიან.
ზოგჯერ მგონია, შუბლს გამომინგრევს მათი ხმაური.
ზოგჯერ მგონია, რომ არა ჩვენი ბავშვობა...
...
ღამე
და მე ვერასდროს ვერ მივემხრე ვერანაირ _იზმს, ჰუმანიზმსაც კი. როცა ძალიან მენატრები, ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს- სუნი აიღოს, დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს შენთან რომ მოდის. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა.
...
ალვა
ეს იყო ერთგვარი ნიჭი,- დაუსრულებელი საუბრების. როცა ლაპარაკობენ შეჭმუხნული შუბლით, ლაპარაკობენ მეტყველი თითებით. ლაპარაკობენ არც ამ მთისას, არც იმ ბარისას, არც აქეთურს და არც იქეთურს. არა და ისმის- სიტყვებია, ბგერებია- ლაპარაკობენ, რაც მთავარია. შენ კი დგახარ, თითქოს თავისით ამოსული ალვის ხე იყო, არც ვაშლს ისხამდე, არც ბალს, არც პანტას, ვინმემ ქვა რომ მაინც გესროლოს და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ზოგადად ღამე, მაგრამ აქ "დღე" განსაკუთრებით... ზოგადად ღამე, მაგრამ აქ "დღე" განსაკუთრებით...
27. როცა ძალიან მენატრები, ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს- სუნი აიღოს, დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს შენთან რომ მოდის. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. .. <3
როცა ძალიან მენატრები, ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს- სუნი აიღოს, დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს შენთან რომ მოდის. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. .. <3
26. ნუ, თუ ტექნიკურ მხარეზე მიდგება საქმე, ალვის ხეების მწკრივს რგავენ ხოლმე ქარიან დასახლებებში, მე როგორც ვიცი :) თანაც, ნაძვს, ფიჭვს გირჩები აქვთ, საახალწლოდ რთავენ, ფიჭვებისგან თაფლს ხარშავენ, ფიჭვის მტვერი სასარგებლოა ფილტვებისთვის,გამოიყენებენ. ეს ალვაა, აწოწილი და არაფერი სარგებელი :)
მადლობა. :) ნუ, თუ ტექნიკურ მხარეზე მიდგება საქმე, ალვის ხეების მწკრივს რგავენ ხოლმე ქარიან დასახლებებში, მე როგორც ვიცი :) თანაც, ნაძვს, ფიჭვს გირჩები აქვთ, საახალწლოდ რთავენ, ფიჭვებისგან თაფლს ხარშავენ, ფიჭვის მტვერი სასარგებლოა ფილტვებისთვის,გამოიყენებენ. ეს ალვაა, აწოწილი და არაფერი სარგებელი :)
მადლობა. :)
25. მომწონს. არადა ქარს ნაძვი, ან ფიჭვი უკეთ აკავებს ზამთარ-ზაფხულ, ვიდრე ალვა ;)) მომწონს. არადა ქარს ნაძვი, ან ფიჭვი უკეთ აკავებს ზამთარ-ზაფხულ, ვიდრე ალვა ;))
23. ეს ბოლო დღეებია ამოვიჩემე თქვენი ლექსები)** აქ "ალვა" განსაკუთრებულია... ეს ბოლო დღეებია ამოვიჩემე თქვენი ლექსები)** აქ "ალვა" განსაკუთრებულია...
22. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. რა კარგია!
და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე. +++ როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. რა კარგია!
და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე. +++
21. მადლობა დიდი!
ნიკი, მოკითხვა გულითადი. :) მადლობა დიდი!
ნიკი, მოკითხვა გულითადი. :)
20. "ღამე" - არის უდაოდ ფანტასტიური!! +2 ცალსახად სიკეთე თქვენდა "ღამე" - არის უდაოდ ფანტასტიური!! +2 ცალსახად სიკეთე თქვენდა
19. "ღამე" შესანიშნავია
"ალვა" ძალიან კარგია
განცდების გადმოცემის დიდოსტატი ხარ "ღამე" შესანიშნავია
"ალვა" ძალიან კარგია
განცდების გადმოცემის დიდოსტატი ხარ
18. დიდი მადლობა, მაგდალენა :) დიდი მადლობა, მაგდალენა :)
17. "სხეული სავსე მთვარეა".
ეს გვერდიც მთვარესავითაა ხოლმე. მიყვარს ეს შუქი აქ. "სხეული სავსე მთვარეა".
ეს გვერდიც მთვარესავითაა ხოლმე. მიყვარს ეს შუქი აქ.
16. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველას.
15. პირველი ფბ-ზე ვნახე...:) ალვის ხე ქარს რომ იკავებს -ძალიან მომეწონა..5 პირველი ფბ-ზე ვნახე...:) ალვის ხე ქარს რომ იკავებს -ძალიან მომეწონა..5
14. საოცრად მომწონს თქვენი პოეზიაა... საოცრად მომწონს თქვენი პოეზიაა...
12. საინტერესოა. +++ საინტერესოა. +++
11. "ღამე
და მე ვერასდროს ვერ მივემხრე ვერანაირ _იზმს, ჰუმანიზმსაც კი. როცა ძალიან მენატრები, ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს- სუნი აიღოს, დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს შენთან რომ მოდის. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. "
გამოვარჩიე და დღიურშიც წავიღებ:)) ასეთი მუხტიანი, ვნებიანი და ემოციებით დახუნძლული, დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს.
სიკეთე ყველას! "ღამე
და მე ვერასდროს ვერ მივემხრე ვერანაირ _იზმს, ჰუმანიზმსაც კი. როცა ძალიან მენატრები, ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს- სუნი აიღოს, დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს შენთან რომ მოდის. როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა. "
გამოვარჩიე და დღიურშიც წავიღებ:)) ასეთი მუხტიანი, ვნებიანი და ემოციებით დახუნძლული, დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს.
სიკეთე ყველას!
10. მძიმედ ვკითხულობ ავტორის ლექსებს. მძიმედ ვკითხულობ ავტორის ლექსებს.
9. შენ კი დგახარ, თითქოს თავისით ამოსული ალვის ხე იყო, არც ვაშლს ისხამდე, არც ბალს, არც პანტას, ვინმემ ქვა რომ მაინც გესროლოს და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე. ,,, საოცარია, ყოჩაღ! ნაღდი ლექსისთვის! შენ კი დგახარ, თითქოს თავისით ამოსული ალვის ხე იყო, არც ვაშლს ისხამდე, არც ბალს, არც პანტას, ვინმემ ქვა რომ მაინც გესროლოს და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე. ,,, საოცარია, ყოჩაღ! ნაღდი ლექსისთვის!
8. "და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე."- მეტი რაღა უნდა ქნას?
jaden, მოედინები, და რა სიტყვაუხვი ხარ!
"და ერთადერთი, რაც შეგიძლია- მინდორში იდგე, ამოვარდნილ ქარს აკავებდე."- მეტი რაღა უნდა ქნას?
jaden, მოედინები, და რა სიტყვაუხვი ხარ!
7. უფ რა კარგია. ავტორო გაიხარე+++++ უფ რა კარგია. ავტორო გაიხარე+++++
6. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
5. მადლობა ყველას!
მადლობა ყველას!
4. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა "ურაკზე" ნანახი ლექსი ქუჩაში გამყვება..დარწმუნებული ვარ..
ჩემი თვალებიდან შავი ფრთები მოფრინავენ. ჩემი თვალებიდან შავი ჩიტები მოფრინავენ და შენი სახლის სახურავზე სხდებიან.
ზოგჯერ მგონია, შუბლს გამომინგრევს მათი ხმაური..
ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა "ურაკზე" ნანახი ლექსი ქუჩაში გამყვება..დარწმუნებული ვარ..
ჩემი თვალებიდან შავი ფრთები მოფრინავენ. ჩემი თვალებიდან შავი ჩიტები მოფრინავენ და შენი სახლის სახურავზე სხდებიან.
ზოგჯერ მგონია, შუბლს გამომინგრევს მათი ხმაური..
3. "როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა." - მშვენიერია .. "როცა ძალიან მენატრები, ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად და სხეული სავსე მთვარეა." - მშვენიერია ..
1. ნანა, ნანა, ნანა.... :*
555! ნანა, ნანა, ნანა.... :*
555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|