ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეძებ საკუთარ თავს
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


B|

აი რა მიყვარს
როგორ ჯდებიან ყვავები ხეზე და
აფრენისას თოლიებივით იქნევენ ხელებს
მათრობს ეგ მზერა ჩვეულებრივი
და ჩვეულებრივ ისევ მახელებს
მიყვარს რომ ცდილობ დაემსგავსო ყველას ყველაფერს
უბრალოების სურნელი რომ გინდა იპკურო
ვიცი მოგბეზრდა რომ ხარ ქალღმერთი
გინდა უბრალო გოგოს გიყურო
შენც მიამსგავსე ყველა ქცევა ყველა გოგოსას
და სულერთია რომ ყველაში არ გაქვს ადგილი
მე მეჩვენება ანდა მართლა აღარ მეთმობი
თუ დამიჯერებ დარჩენაა უფრო ადვილი
გბაძავენ სხვები
ანუ ყვავები
მე თოლიებში დაგიდე ბინა
და ახლაც მიკვირს თეთრი მოგწყნდა
სხვებით შავი გახდე რად გინდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები