 | ავტორი: ბალახა ჟანრი: იუმორისტული 4 დეკემბერი, 2013 |
აღმართ-აღმართ მივდიოდი შე ჩემა, სერზედ შევდექ, გოგო ამომეჩემა. მძღოლმა შუქი მომანათა მაშინა, ვერ ვიცანი "ინოსტრანნი მაშინა". იდგა ასე, ის კარობკაჩაშლილი, როგორც ლომი, თანაც ფაფარაშლილი. მოვიდა და პრავის კაჩვა დამიწყო, გულმა რეჩხი, სულმა შფოთვა დამიწყო. ხმა მძღოლისა შორი-ახლოს მაისმა, ვერ მამისწრო მე მზიანმა მაისმა. გამხეთქვოდა ნეტავ მაშინ მიწა მე, ჩემი ცხვირიც დაემსგავსა მეწამულ ზღვას, რომელიც თავისთავად შრებოდა, ჩემი ტყავი ნეტავ გადარჩებოდა?! და ვიფიქრე ჩემი გოგო სად გიზის, რომ წავიყვან, უნდა მოგცე სადგისი. გავიხედე, მას ხატავდა მონე და გავიფიქრე, ამ მძღოლს რატომ მონებდა? დავივიწყე მე სვეჩები, მე ძრავი, სამწუხაროდ შემიყვარდა მეძავი. მივაძახე: მაგ მძღოლთან ნუ ვარდები, ახლა მივხვდი, რომ ნამდვილად ვარ დები- ლი, რადგანაც შემიყვარდა მე ბოზი, მერე რა, რომ მივსეირნობ პეროვზე, არ მისმინა, მწუხარებით გათანგულს, ფრენდლისტებში პირველ რიგში დათაგულს, აღმართ-აღმართ მივდიოდი რეიზა, მე ვაფრქვევდი ირგვლივ ცრემლის გეიზერს, ჩემო თავო, ვეღარ გშველი დალევით, ვერც შუქნიშნით, ვეღარც პრავით და ლევით, იქ წაბრძანდი, სად გელიან ბოზები, სიგარეტით, დუხით და მიმოზებით. დაივიწყე, ვინც გახსოვდა პეროვზე, თორემ მოგკლავს შიიზმი ან ნერვოზი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგად ვიხალისე! ყოჩაღ, ბალახა! 5 კარგად ვიხალისე! ყოჩაღ, ბალახა! 5
2. ჰო, იუმორისტულში ნაღდია! ჰო, იუმორისტულში ნაღდია!
1. :))
"თორემ მოგკლავს შიიზმი ან ნერვოზი!"- რა სისასტიკეა :)
:))
"თორემ მოგკლავს შიიზმი ან ნერვოზი!"- რა სისასტიკეა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|