ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2013


არც ისე...

ზამთარმა ფანჯრები ყინვებით მოჭირხლა,
დარდი წევს დათვივით და თათებს ილოკავს.
კაცი კი დალევდა არაყს, ერთ- ორ ჭიქას,
ამ გრძელმა ღამემ ხომ სული შემიმოკლა...
ზის ფიქრი ბუხართან, ცეცხლი კი ბაბანებს,
აცივ თუ აცხელებს, მე აბა, რა ვიცი...
მინდა „ნაშასავით“ დღეს ისე ვაბამდე,
რომ დაღამებამდე ჩემგან არ გაიქცეს...
ნაცრისფერ ფერებმა ხედები გაცრიცეს,
მცივა უფიქრებოდ, მცივა ფიქრიანად.
ვარ ისე, რომ ითქმის ორ სიტყვად -“ არც ისე“,
მოწყენა მომწვდა და კაბას მიფრიალებს...
მე მგონი, მოწყენა უიღბლო მდედრია,
არავინ, არასდროს არ სთხოვა ცოლობა.
მხოლოდ მე ვუნდივარ, როგორც ჩანს, მე მდია,
ასეთი „მრავალი ერთში“ რომ ვყოლოდი!..
              09.12.13





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები