 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 10 დეკემბერი, 2013 |
ღამის ოთხისთვის, როცა ჩვენ სამნი, ვრჩებით მარტონი უფლის წინაშე... მბანგავს სურნელი ჯერ იასამნის, მერე კი შენი და ძველ ბინაში უმიზნოდ ვსხედვართ, ხელში ჩაითი, ჩირით, ფინიკით, ერთხანს ნიგოზით... ჩვენ არ გვადარდებს ჩადი, ჰაიტი და არ ვუყურებთ კედლის "მიმოზებს", რომელიც შარშან ჩემი ხელფასით, მშრალი ხიდიდან სახლამდე მომყვა; დღეს წასაკითხი არ მაქვს ერგასი წიგნი, არამცთუ "ვეფხი და მოყმე", მე შენ გკითხულობ, თხემით ტერფამდე და ყოველ სტრიქონს ვიწყებ აბზაცით, დღეს მხოლოდ შენი მქვია ეფენდი, მსურს შენთან ძილი და სიზარმაცე კიდევ ორი დღე ან უფრო მეტი, ან სულაც ერთ თვეს, ჩემი რა მიდის?... მე დღეს არ მახსოვს ჩამქრალი ეტნა და არც ბაღები სემირამიდის! ღამის ოთხისთვის, როცა ჩვენ სამნი, ვრჩებით მარტონი უფლის წინაშე... მბანგავს სურნელი ჯერ იასამნის, მერე კი შენი ჩემს ძველ ბინაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვიცოდი, რომ ამ შეკითხვით მომმართავდა ვინმე, ვინ სამიო? :)) გამომდინარე იქიდან, რომ მე ლექსებს უკუღმა ვწერ და არა წაღმა, უბრალოდ იასამნის რითმაში ჩამიჯდა უნებლიეთ :)) ვიცოდი, რომ ამ შეკითხვით მომმართავდა ვინმე, ვინ სამიო? :)) გამომდინარე იქიდან, რომ მე ლექსებს უკუღმა ვწერ და არა წაღმა, უბრალოდ იასამნის რითმაში ჩამიჯდა უნებლიეთ :))
3. ვინ სამი, ვერ მივხვდი , ეფენდი :)
"ხელში ჩაითი " :)
"მიმოზებმა" და იასამანმა გაჭრა მაინც.
ვინ სამი, ვერ მივხვდი , ეფენდი :)
"ხელში ჩაითი " :)
"მიმოზებმა" და იასამანმა გაჭრა მაინც.
2. ბალახასეულია :))))) ასე ვთქვათ. ბალახასეულია :))))) ასე ვთქვათ.
1. კარგია. ემოციური, კარგია. ემოციური,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|