ერთი მაგიდა დგას ჩვენთან უბანში, ძველისძველი, დაფხავებული, დომინოს ტყაპუნით გამოლაყებული. აი ამ მაგიდის სკამებზე იდგა წუხელ შვიდი ახალგაზრდა, სამი გოგო და ოთხი ბიჭი. ოციოდე წლისანი თუ იქნებოდნენ. ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. არაყი ქონდათ ნემიროვი თუ რაღაც ამდაგვარი და სქლად დაჭრილი ლიმონი. მეტი არაფერი. რაღაცეებს იხსენებდნენ, შაყირობდნენ, ბევრს იცინოდნენ. თოვდა გამალებული. ადრეც დამიწერია, კი არ ბარდნიდა, არა, წვრილად ცრიდა, აი კახეთის თოვლს რომ ეძახიან სინოპტიკაში გარკვეულნი, ორი სამი დღე რომ არ გადაიღებს ხოლმე. მერე ერთმა თქვა, მოდით ძმებო, ჩვენი მომავალი ცხოვრება და ურთიერთობა ამ თოვლიან ღამესავით სუფთა და კრისტალური ყოფილიყოსო და ამის მერე აი იმ დათოვლილ მაგიდაზე შეხტნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. კარგა ხანს იდგნენ ასე. შემეშინდა, მაგიდა არ ჩატყდეს და თავს რამე არ დამართონ მეთქი. თან მომეჩვენა, თითქოს რიტუალს ასრულებდნენ, ერთ სულ და ერთ ხორც ქცეულიყვნენ და თითქოს ფეხს არც კი აკარებდნენ მაგიდას. გრავიტაცია და სხეულის სიმძიმე გაეთიშათ და გეგონებოდა ჰაერში დალივლივებდნენ. ერთად შეჯგუფულ სახეებს ერთი საერთო ორთქლი ასდიოდა და ნისლიან ზეცას უერთდებოდა. ბოლოს იქვე მოედანზე, ვეღარ გავარჩიე ფეხბურთს თუ რაგბს თამაშობდნენ გახვითქულნი. სიცოცხლესა და სიხარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. მხოლოდ, ბურთის მაგივრად ერთ-ერთი გოგოს შარფს ხმარობდნენ. ბურთივით დაემრგვალებინათ და ხან ხელს ხან ფეხს გაჰკრავდნენ, ბოლომდე იხარჯებოდნენ. ცას წვდებოდა მათი ხალისი და ჟრიამული. კარებში გოგოები ეყენათ, ადრე, ჩვენ დროს რომ იყო ისე...
ღამის სამ საათამდე ისმოდა მათი სიცილი და შეძახილები.
რაღაცნაირად თან დარდიანად, თანაც უდარდელად, სახეზე სევდანარევი ღიმილით ჩამეძინა და სიზმარი ვნახე, ვითომ მეტროს ვაგონში ვიჯექი, ოღონდ ეს მატარებელი რატომღაც უკანუკან მიდიოდა და იმავდროულად, სიზმრებში როგორც ხდება, ვიღაცა აბდაუბდა ტექსტს აცხადებდა: - "პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი"-ო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. დაღმართში ვართ, გეთანხმებით, მაგრამ რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ მაინც..+ მადლობა. მგონი, ყველა ასაკისთვის კარგია... დაღმართში ვართ, გეთანხმებით, მაგრამ რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ მაინც..+ მადლობა. მგონი, ყველა ასაკისთვის კარგია...
18. ეს მინიატურაც წავიკითხე და ესეც ძალიან მომეწონა...თუნდაც ის,რომ უკან დაგორებულ მატარებელში მჯდომ მგზავრებს დააიმედებ,ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა,უკვე გავლილი სადგური აღარ იქნებაო,იქ არის იმედი_ეს მატარებელი წინ წავიდეს... ამინ! წარმატებები, დომენიკო და აქაც იგივეს გეტყვი_წერე,დომენიკო,ბევრი წერე,რომ იქნებ ამ ნიჰილიზმითა და სიძულვილით დაავადებულ ადამიანებს ამ გოგო-ბიჭების სითბო და სიყვარული გადმოგვედოს; ეს მინიატურაც წავიკითხე და ესეც ძალიან მომეწონა...თუნდაც ის,რომ უკან დაგორებულ მატარებელში მჯდომ მგზავრებს დააიმედებ,ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა,უკვე გავლილი სადგური აღარ იქნებაო,იქ არის იმედი_ეს მატარებელი წინ წავიდეს... ამინ! წარმატებები, დომენიკო და აქაც იგივეს გეტყვი_წერე,დომენიკო,ბევრი წერე,რომ იქნებ ამ ნიჰილიზმითა და სიძულვილით დაავადებულ ადამიანებს ამ გოგო-ბიჭების სითბო და სიყვარული გადმოგვედოს;
17. ვაჰ...ახლა გავეცანი მე ამ ავტორს.ვიღაცამ მითხრა არ მახსოვს კარგად წერსო,ჰოდა მეც დავრწმუნდი. კიდევ მოვალ აქ,როცა ცოტადიდირამების წაკითხვის ნერვები მექნება:)) ვაჰ...ახლა გავეცანი მე ამ ავტორს.ვიღაცამ მითხრა არ მახსოვს კარგად წერსო,ჰოდა მეც დავრწმუნდი. კიდევ მოვალ აქ,როცა ცოტადიდირამების წაკითხვის ნერვები მექნება:))
16. მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო...:)
მშვენიერი მინიატურაა, ფიქრიანი
მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო...:)
მშვენიერი მინიატურაა, ფიქრიანი
15. მაგდალენა რა ზუსტად დაიჭირე ამ მინიატურის სული. მადლობა ამისთვის !!! მაგდალენა რა ზუსტად დაიჭირე ამ მინიატურის სული. მადლობა ამისთვის !!!
14. რა ზუსტად არის დაჭერილი ის წამი! ჩემ ეზოშიდაც დგას მასე "გამოლაყებული" მაგიდა. "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული", მაგრამ ისინიც ხომ მოტრიალდებიან ერთ დღეს ამ წამთან, ასე ნაცნობ და შორეულ წამთან? რა ზუსტად არის დაჭერილი ის წამი! ჩემ ეზოშიდაც დგას მასე "გამოლაყებული" მაგიდა. "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული", მაგრამ ისინიც ხომ მოტრიალდებიან ერთ დღეს ამ წამთან, ასე ნაცნობ და შორეულ წამთან?
12. , შემეშინდა, მაგიდა არ ჩატყდეს და თავს რამე არ დამართონ მეთქი. სუფთა და კრისტალური სული ავტორის... , შემეშინდა, მაგიდა არ ჩატყდეს და თავს რამე არ დამართონ მეთქი. სუფთა და კრისტალური სული ავტორის...
11. გეთანხმები ტენდი. კარგად წერს ეს კაცი. დესერტივით გემრიელი მინიატურაა 5+ გეთანხმები ტენდი. კარგად წერს ეს კაცი. დესერტივით გემრიელი მინიატურაა 5+
10. ოი, რა კარგია! :) ხალხო, რატომ არ კითხულობთ ასეთ კარგ პროზას? :))) ძალიან პატარაა, წაიკითხეთ. :) ოი, რა კარგია! :) ხალხო, რატომ არ კითხულობთ ასეთ კარგ პროზას? :))) ძალიან პატარაა, წაიკითხეთ. :)
9. პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო...
მოეწონა არტეს+++:) პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო...
მოეწონა არტეს+++:)
7. კარგია. ნებისმიერ შუახნის( და ზემოთ) ასაკის მკითხველთან რომ ახლოს მივა, ისეთი. კარგია. ნებისმიერ შუახნის( და ზემოთ) ასაკის მკითხველთან რომ ახლოს მივა, ისეთი.
6. ავტორი: დომენიკო20 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
21 დეკემბერი, 2013
ავტორი: დომენიკო20 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
21 დეკემბერი, 2013
3. ემოციურია ნამდვილად, ბედნიერიც ქვია ასეთ წუთებს. :) ემოციურია ნამდვილად, ბედნიერიც ქვია ასეთ წუთებს. :)
2. აი, ხო თითქოს არაფერი, მაგრამ ისეთი ემოციური და ნამდვილია - "ადრე, ჩვენ დროს რომ იყო, ისე..." :)
აი, ხო თითქოს არაფერი, მაგრამ ისეთი ემოციური და ნამდვილია - "ადრე, ჩვენ დროს რომ იყო, ისე..." :)
1. პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო... :((((((((((((( ტკივილი დე სევდაა ამ სიტყვებში პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, წინა, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედიო... :((((((((((((( ტკივილი დე სევდაა ამ სიტყვებში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|