 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2013 |
უპეიზაჟო ხედები, როგორც შვილმკვდარი დედები, მძიმე ნისლებით მოსილან. აღარც არავის ვედრები, ისე, უბრალოდ, ვბერდები, თუმცა, მაინც მაქვს „ოფსილა“, ვწერო იმედზე, ნუგეშზე, მზე ვმალო თვალის გუგებში, დრომ კი თავისთვის დაასკვნას, შუბლზე რა ბედი მეწერა, ვინ მიყურებდა მე ცერად, წამსვლელი მამის მამასთან! არც მეტი არ ვარ ვინმეზე, მაინც მიძებნის მიზეზებს ცხოვრება დედანაფეთქი. სადაც არა ვარ, იქ მინდა, ზოგჯერ პრობლემებს ვიქმნი და... დარდს ვიწმენდ სველი „სალფეთქით“... გაფრენის ნებას ვერ ვაძლევ, არა და, ვიცი, ჩემმა მზემ, ოცნება ზეცის პირმშოა! არც მდიდარი, არც ღარიბი, თვალიც იქით არ გამირბის, ვინც ჩემზე მეტი იშოვა... თავზე საცხს - ვერა, ვერ ვშვები, კიბეზეც მიტომ ვეშვები, რომ ვერ ვაამე ბითურებს. კი, ვიცი გამოსავალი... ცხოვრება გამოცდა არის, ისიც ზევიდან მიყურებს! მას ვიღებ, რისიც ღირსი ვარ... ალბათ, მაქვს ჩემი მისია, ყველა რაღაცით ვფასდებით. ხსოვნა გულზე მაქვს ბროშივით, ეგება, ტკბილი მოშივდეს, დღეები კი მაქვს მასეთიც... სულმოკლე, ზოგჯერ სულგრძელი, ათას ჯანდაბას ვუძელი, ძლიერი მაინც არ მეთქმის... ყოფა ძაღლივით მომყეფს და, ნეტავი, თუ არ მობეზრდა, მე კი ვპასუხობ - ჰა, მეთქი!!! 17.12.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. "ყოფა ძაღლივით მომყეფს და, ნეტავი, თუ არ მობეზრდა, მე კი ვპასუხობ - ჰა, მეთქი!!!"
55555 "ყოფა ძაღლივით მომყეფს და, ნეტავი, თუ არ მობეზრდა, მე კი ვპასუხობ - ჰა, მეთქი!!!"
55555
14. დიდი მადლობა, ჩემო მკითხველებო! თქვენით ცოცხლობს ლექსი!!!
დიდი მადლობა, ჩემო მკითხველებო! თქვენით ცოცხლობს ლექსი!!!
13. "ოფსილა"- რამდენი ხანია ამ სიტყვისთვის ყური არ მომიკრავს და რა ზუსტად ჩაჯდა ამ ლექსის განწყობაში.
ფარხმალდაუყრელი ხართ, სულ- ცხოვრებაშიც და პოეზიაშიაც!
"ოფსილა"- რამდენი ხანია ამ სიტყვისთვის ყური არ მომიკრავს და რა ზუსტად ჩაჯდა ამ ლექსის განწყობაში.
ფარხმალდაუყრელი ხართ, სულ- ცხოვრებაშიც და პოეზიაშიაც!
12. "მას ვიღებ, რისიც ღირსი ვარ... ალბათ, მაქვს ჩემი მისია, ყველა რაღაცით ვფასდებით." მომეწონა...5
"მას ვიღებ, რისიც ღირსი ვარ... ალბათ, მაქვს ჩემი მისია, ყველა რაღაცით ვფასდებით." მომეწონა...5
11. სულში გამოფენილი ტრანსპარანტი, რომელზეც გაკრული ხელით აწერია: ,, წადი თქვენიც! მე ისევ ვარსებობ!, ისევ ცოცხალი ვარ და ვიბრძვი!~ სულში გამოფენილი ტრანსპარანტი, რომელზეც გაკრული ხელით აწერია: ,, წადი თქვენიც! მე ისევ ვარსებობ!, ისევ ცოცხალი ვარ და ვიბრძვი!~
10. ,,მაგრად გაასწორა’’ ლექსმა :) ,,მაგრად გაასწორა’’ ლექსმა :)
9. სულმოკლე, ზოგჯერ სულგრძელი, ათას ჯანდაბას ვუძელი, ძლიერი მაინც არ მეთქმის... ყოფა ძაღლივით მომყეფს და, ნეტავი, თუ არ მობეზრდა, მე კი ვპასუხობ - ჰა, მეთქი!!!
++++ სულმოკლე, ზოგჯერ სულგრძელი, ათას ჯანდაბას ვუძელი, ძლიერი მაინც არ მეთქმის... ყოფა ძაღლივით მომყეფს და, ნეტავი, თუ არ მობეზრდა, მე კი ვპასუხობ - ჰა, მეთქი!!!
++++
8. საინტერესო რიტმი აქვს. საინტერესო რიტმი აქვს.
7. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
19 დეკემბერი, 2013
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
19 დეკემბერი, 2013
6. მომეცი ნება, მოკრძალებით გემთხვიო ხელზე.
სემ ჰოლის პათოსი. მაგარია. მომეცი ნება, მოკრძალებით გემთხვიო ხელზე.
სემ ჰოლის პათოსი. მაგარია.
5. ქუჩური ამბოხი არისტოკრატიულ გარსში. ქუჩური ამბოხი არისტოკრატიულ გარსში.
4. მომეწონა! ლექსში დებს იმას რასაც შინაგანად განიცდი,
მომეწონა! ლექსში დებს იმას რასაც შინაგანად განიცდი,
3. შუბლზე რა ბედი მეწერა, ვინ მიყურებდა მე ცერად, წამსვლელი მამის მამასთან! არც მეტი არ ვარ ვინმეზე, მაინც მიძებნის მიზეზებს ცხოვრება დედანაფეთქი. სადაც არა ვარ, იქ მინდა, ზოგჯერ პრობლემებს ვიქმნი და... დარდს ვიწმენდ სველი „სალფეთქით“...
5++ შუბლზე რა ბედი მეწერა, ვინ მიყურებდა მე ცერად, წამსვლელი მამის მამასთან! არც მეტი არ ვარ ვინმეზე, მაინც მიძებნის მიზეზებს ცხოვრება დედანაფეთქი. სადაც არა ვარ, იქ მინდა, ზოგჯერ პრობლემებს ვიქმნი და... დარდს ვიწმენდ სველი „სალფეთქით“...
5++
2. სიცოცხლე მოედინება თქვენი ლექსებიდან.+++++ სიცოცხლე მოედინება თქვენი ლექსებიდან.+++++
1. ძალიან შემიყვარდა მე ეს ავტორი თავისი ლექსებით... ძალიან შემიყვარდა მე ეს ავტორი თავისი ლექსებით...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|