რა მინდოდა, ჩემთვის წყნარად ვიყავი, არ ვშფოთავდი, ღამით მშვიდად მეძინა, ნეტა იმ დღეს სულ არ ავმდგარიყავი, პოეზიის რომ გავქურდე - მე ბინა.
სახლი იყო - უკეთესს რას ნახავდი... ოთახები მოხატული რითმებით, კედლებს ბევრი ამშვენებდა ნახატი, თაროებს კი წიგნთა ლაბირინთები.
ჭაღის ნაცვლად, მზე ეკიდა მნათობად, მთის ჩანჩქერად იღვრებოდა ონკანი, ყურთასმენას იადონი ართობდა თავის გასაგიჟებელი ვოკალით.
მაგრამ თურმე ამყოლია ჯაშუში. დამიჭირეს, ბორკილები დამადეს, გამკოჭეს, ვით ავაზაკი საშიში და ლექსების ქურდად გამასამართლეს.
პოეტობა მომისაჯეს სასჯელად და მკაცრი რეჟიმის ჩამსვეს ციხეში, ბადრაგები დამიყენეს მტანჯველად, ერთ ასოს არ მპატიობდნენ სიტყვებში.
თუმც მალევე გამომიშვეს ვადამდე და პრობაციონერი ვარ ამჟამად, ოღონდაც ხელის მოწერის ნაცვლად, მე, ლექსს ვწერ, ყოველ პარასკევს და სამშაბათს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სხვისი დარდის გაზიარებასაც ნიჭი უნდა. სხვისი დარდის გაზიარებასაც ნიჭი უნდა.
4. ლექსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო :)
ლექსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო :)
3. ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
20 დეკემბერი, 2013 ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
20 დეკემბერი, 2013
2. გასაგებია, სავალდებულო გამხდარა ლექსი, და სხვანაირად რომ ვერ იცხოვრებ_ესეც მესმის. :)
გასაგებია, სავალდებულო გამხდარა ლექსი, და სხვანაირად რომ ვერ იცხოვრებ_ესეც მესმის. :)
1. :D :D კარგად გაამეცინა ,ყოჩაღ,მომეწონა,იუმორია რაა :D :D კარგად გაამეცინა ,ყოჩაღ,მომეწონა,იუმორია რაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|