ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2013


შეშლილის პროლოგი


ქალი ხარ საოცარი,გრძელი თმა,ფიქრიანი ჰაბიტუსი,
ელვარებს შენს თვალებში სამყაროს შორეული ვარსკვლავები,
თოვლისფერ მხარმკლავებთან მოვედი,აჩრდილივით ავიტუზე,
იღიმი,ჩემს გულში კი მდუღარე ვულკანური ლავებია.

ბინდია თუ არ სჩანხარ და ჩემშიც იწყება დაბინდება,
ამინდი ირევა და ღრუბლებით დათარეშობს ქარაშოტი,
იანვარს გამოვექეც,ვიცი რომ არ გამწირავ ამინდივით
და ჩემი სურვილები შენს მიმართ გაზაფხულად გაიტოტა.

ოცნებებს რას დავეძებ?თურმე რა უგზოუკვლოდ მიძებნია..
შენშია ყველა ნატვრა,სურვილიც,უსაზღვრობაც შენში არის,
ვაჩერებ დედამიწას შენთვის და გულის კოვზზე გეძინება,
ირწევი მთვარესავით,ცოტაა ჩემნაირი შეშლილები.

ლურჯია ღამეები და ჩემი სურვილებიც ლურჯი არის,
იწექი გულის კოვზზე,თავზე მზე ოქროსფერად დაგნათოდა,
მერე კი შენი სხივით თავად მზე უცნაურად გაირუჯა,
ოდებში ჩაიძირა (მთებიდან ამოსული) საღამოთი.

მიჰყვება მზეს მიბმული გული და იისფერი დედამიწა,
წითელი მზე არის და რომ ჩადის,შენ მიზიხარ წამწამებზე,
ოხრავენ ვარსკვლავები,ცა მაწევს,მემტვრევიან ლავიწები,
ნურაფრის გეშინია,რადგანაც შევეჩვიე ამ წამებას.

ხანდახან სიზმარშიაც მაქვს შენთან უსასრულო მონოლოგი,
არაფერს მეუბნები,უბრალოდ მიყურებ და იღიმები,
რა ვუყოთ,ეს ლექსიც ხომ რიჟრაჟზე მოწყვეტილი პროლოგია,
ოცნებებს დაებადე წუხელის ვერცხლისფერი ღიღილოდან..

                                                                        დმ.10.04.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები