ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


ქალაქში, სადაც!

ქალაქში, სადაც ნაცრისფრად თოვს, ისევ გათენდა
დილა მზიანი... თუმცა ყველა ჩრდილს ეძებს, რადგან
უკვე ყელშია ამოსული, თითქოს გვაწყენდა...
სითბო კი უნდათ, სიუჟეტად სცენარში დადგან!
ქალაქში, სადაც ოცნებები თავზე გვაყრია,
უფასო არის ამოსუნთქვა, ყველა ჩასუნთვა.
ქალაქში, სადაც ისტორია ბევრზე ბევრია...
სიყალბით უნდათ, მაინც ღმერთს რომ ლოცვა აღუთქვან.
ქალაქში, სადაც სიყალბეა ყველა სალამი!
ვაჟკაციც უკვე დაიკარგა კაცობის ფასად.
დახიეთ, დაწვით, სიამაყის ყველა ალამი,
ქალაქში, სადაც სინანული ვაქციეთ ფარსად!
ქალაქში, სადაც დაგდებული ყველა ნაგავი,
ნამუსის მსგავსად, ვერვის მიაქვს მისამართამდე
და დღიდან დღემდე გავიზარდეთ სიცრუის დარგში,
ისე, რომ ახლა სიძვირე გვაქვს ერთგულებამდე
ქალაქში, სადაც დღესასწაული დღეზე მეტია,
არავინ არ სვამს, თურმე ყველა გრძნობებით თვრება,
დავლევთ და... თურმე, თურმე დედა ერთადერთია,
რომ სიყვარული ჩვენს გულებში არასდროს ქრება..
ქალაქში, სადაც გაანათეს ყოველი ქუჩა,
არ ბნელა არსად, საკუთარი სულების გარდა,
ქუჩაში, სადაც გოგოსაც კი სინდისი უჩანს,
ასე მარტვიად ჩამოვხიეთ ნამუსის ფარდა...
და რაც ამ დღემდე ვერ შევძელით, ვერ გავაშარჟეთ,
ქალაქში ხვალაც გათენდება დილა მზიანი.
ზამთარი მოდის, ამინდი კი ვერ გავაქაჯეთ,
თქვენ არ იდარდოთ, არ იქნება ხვალაც გვიანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები