ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


(სატრფოს, უფლისა და ქვეყნის სამსახურში...)

მე არ დავიბრალებ- დიდი ვარ პოეტი,
უკვდავ პოეზიის ვცხოვრობ თავსაბურში,
კალმით დავირაზმე, მხრებზე ეპოლეტი,
სატრფოს, უფლისა და ქვეყნის სამსახურში.

"ერმა ბედნიერმა" მეტად გამაოცა
(მისი გადამრჩენი უთუოდ ღმერთია)
უყვართ ერთმანეთის ლხინში ჭამა როცა,
მტერი გამოჩნდება და ყველა ერთია.

რით ვერ დავიღალეთ ვნებით ერთმანეთის,
ბრძოლის მოგებულის ძალით წაგებითაც,
და ვერც დავიღამეთ რწმენით ერთადერთის,
ქვეყნის სიყვარულით თავის დადებითაც.

ჩემი საქართველოს მტერი_აფაზია
(ოთხივე კუთხიდან საზღვრის გადმოწევით)
და ეს მისთვის იქნებ ბოლო ნაფაზია,
მაინც არხეინად დადის წევა-წევით.

ხედვით კარგად ვხედავ... კარგს კი ვეღარაფერ,
სადღაც დამალულან... დავრჩით სულ ობლები'
ცრემლი მომადგება (ვეძებ, ვეღარ ვამჩნევ)
ჩუმად გაპარულან ფასეულობები.

მე არ დავიბრალებ_დიდი ვარ პოეტი,
უკვდავ პოეზიის ვცხოვრობ თავსაბურში...
კალმით დავირაზმე, მხრებზე ეპოლეტი,
სატრფოს, უფლისა და ქვეყნის სამსახურში.
                                                    15,11,13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები