"რადგან ყველა გზა მოჭრილია, წრეზე ვტრიალებ, უდაბნოს ქარი დამითვლის ნეკნებს, გაყვითლებული ნიჟარების ინიციალებს ბარბაც–ბარბაცით მოვყვები შენკენ."(ახალაია!)
ფიფქიების და კონკიების იყო საღამო, საღამო მშვიდი.. ფიფქიების და ფერიების იყო საღამო, გეცვა ძვირფასი შესამოსელი, მერე დაღამდა ცის ქვეშეთში,სულშიც დაღამდა, სადაც იტევდი ცრემლს ამოზელილს
დარდში. ბაგეზე ვარსკვლავები გეკრა ღიმილად, ღიმილად გეკრა.. მაგ ნაზ ბაგეზე ვარსკვლავები გეკრა ღიმილად, მე მზის სხივების მომქონდა შეკვრა, მთვარე სამგელე,მთის წვერიდან ამოიმელა, შენ მიყურებ და თან სუნთქვა გეკვრის...
ლამაზო ქალო ნაწნავები ზღვებში ჩაჰყარე, ჭაღარა ზღვებში.. ეგ თაფლისფერი ნაწნავები ზღვებში ჩაჰყარე, ზღვები ადუღდა,დედამიწა მათ ვეღარ იტევს, ზღვის ტალღებიდან დელფინების მოდის მაყარი, შენთვის ღამისფერს გამოვზრდი ტიტებს.
შენი პირმშოა ცის მნათობი და ცის შვილია, უმამო შვილი.. ხო შენი პირმშო ცის მნათობი და ცის შვილია, მას დედამიწა ურწევდა აკვანს, შენი მოთმენა იმ ცრემლივით გამოილია, ზედ რომ შეგაშრა.ცა გცემდა თაყვანს.
მაცდურო ქალო!შენს მკლავებში ზღვები წვებიან, ოცნების ზღვები, მაგ ნაზ მკლავებში მომაკვდავი ზღვები წვებიან, შენი თვალები წარღვნებსაც იტევს, ჩემი ლექსები მარცვალ-მარცვალ გეფერებიან და ჰქმნიან შენზე მშფოთვარე მითებს...
26.12.2013წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. შენი მოთმენა იმ ცრემლივით გამოილია, ზედ რომ შეგაშრა
ემოციურია ძალინ ... შენი მოთმენა იმ ცრემლივით გამოილია, ზედ რომ შეგაშრა
ემოციურია ძალინ ...
22. კარგია, მომეწონა აზრიც და ლექსიც რათქმაუნდა კარგია, მომეწონა აზრიც და ლექსიც რათქმაუნდა
21. კარგია, არამითო , როგორც ყოველთვის
5555
კარგია, არამითო , როგორც ყოველთვის
5555
20. ბექა ახალაიამ თავისი სიტყვა თქვა პოეზიაში...
და კარგია, თუ ეს სტილი დამკვიდრდება. ძალიან უხდება ლექსს... ყოჩაღ, ბექა და ყოჩაღ, დათო, რომ არ დაამახინჯე ბექასეული სტილი. პირიქით, ძალიან ლამაზი ლექსი შექმენი!
დიიიიდი 5555555555555555555 ბექა ახალაიამ თავისი სიტყვა თქვა პოეზიაში...
და კარგია, თუ ეს სტილი დამკვიდრდება. ძალიან უხდება ლექსს... ყოჩაღ, ბექა და ყოჩაღ, დათო, რომ არ დაამახინჯე ბექასეული სტილი. პირიქით, ძალიან ლამაზი ლექსი შექმენი!
დიიიიდი 5555555555555555555
19. ლამაზია :) ვფიქრობ, კონკიების მაგივრადაც ფერიებს უფრო მოიხდენს ლექსი და არც არაფერი დაირღვევა.:) ლამაზია :) ვფიქრობ, კონკიების მაგივრადაც ფერიებს უფრო მოიხდენს ლექსი და არც არაფერი დაირღვევა.:)
18. მშვენიერია როგორც ყოველთვის ყველა თქვენი ლექსი<3 მშვენიერია როგორც ყოველთვის ყველა თქვენი ლექსი<3
17. კარგად გამოგივიდათ, მშვენიერი ლექსია, ცოტა ფიფქიები და კონკიები მეუცნაურა ასეთიო ლექსისთვის.
+5 კარგად გამოგივიდათ, მშვენიერი ლექსია, ცოტა ფიფქიები და კონკიები მეუცნაურა ასეთიო ლექსისთვის.
+5
16. ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
15. ბექასებური რომ არის იმას ხომ არ ნიშნავს მარტო ბექამ წეროს :) მოუხდა ამ ლექსს და რატომაც არა?! მშვენიერია, მე მომეწონა .. ბექასებური რომ არის იმას ხომ არ ნიშნავს მარტო ბექამ წეროს :) მოუხდა ამ ლექსს და რატომაც არა?! მშვენიერია, მე მომეწონა ..
14. შენ შენებურად წერე დავით... შენ შენებურად წერე დავით...
13. სტილებს გენიოსები ჰქმნიან ;) :)))))) სტილებს გენიოსები ჰქმნიან ;) :))))))
12. სხვა სტილში რომ დაწერულიყო ძალიან მაგარი ლექსი იქნებოდა. სხვა სტილში რომ დაწერულიყო ძალიან მაგარი ლექსი იქნებოდა.
11. რაღაც ახალის ძიებაა, რომელიც მშვენივრად წარმოა- ჩინეთ. ++ რაღაც ახალის ძიებაა, რომელიც მშვენივრად წარმოა- ჩინეთ. ++
10. განსხვავებული ლექსია თქვენი შემოქმედებიდან. მომეწონა. ლორელაი გამახსენდა. განსხვავებული ლექსია თქვენი შემოქმედებიდან. მომეწონა. ლორელაი გამახსენდა.
8. რა მშვენიერი საღამო ყოფილა- ფიფქიების და კონკიების :)
კარგია ეს მარცვალ-მარცვალ ნაფერები ლექსი.
რა მშვენიერი საღამო ყოფილა- ფიფქიების და კონკიების :)
კარგია ეს მარცვალ-მარცვალ ნაფერები ლექსი.
7. მომეწონა, კაია :) მომეწონა, კაია :)
6. ახალია ახალია:) ახალია ახალია:)
5. ახალია აითვისე დავით ხოო?:) + ახალია აითვისე დავით ხოო?:) +
4. ბექა ახალაიას მანერა, მართლაც მოხდენილია :))
კარგი ლექსია.
სიკეთე ავტორო! ბექა ახალაიას მანერა, მართლაც მოხდენილია :))
კარგი ლექსია.
სიკეთე ავტორო!
3. :))) ხო,ახალაია მართლაც რომ სხვა ჟანრია ;) :))) ხო,ახალაია მართლაც რომ სხვა ჟანრია ;)
2. ჟანრი ბექა ახალაია. :) 5, მაგარი ხარ! ჟანრი ბექა ახალაია. :) 5, მაგარი ხარ!
1. ღამისფერი ტიტები... სუნთქვა მართლა შემეკრა..
მართლა თბილი და უძალადო ამოხეთქილი ლექსია.
5 არაფრისმთქმელი ღამისფერი ტიტები... სუნთქვა მართლა შემეკრა..
მართლა თბილი და უძალადო ამოხეთქილი ლექსია.
5 არაფრისმთქმელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|