ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2013


რიკულები

გარეთ გაყინული დგანან რიკულები,
ნისლში ჩაძირულა მცირე ეკლესია...
ახლა, უძილობა მე მაქვს ქრონიკული,
ანდა შესაძლოა იყოს დეპრესია.
ისე დავიჩვიე სმა და სიმარტოვე,
ისმის ზურგს უკნიდან: ლოთი მელექსეა...
ყველა მონატრებას ვეღარ ვამარტივებ,
აღარ შემიძლია ვნების ექსპრესია.
გარეთ უმიზეზოდ ფრენენ ყარყატები,
მე კი, როგორც წესი, ახლაც მელექსება...
ჩემი სტრიქონები შენთვის ფარფატებენ,
ღმერთებს ვუწილადე ბოლო ელექსირი,
რადგან ვერ მოხდება მეტად უარესი,
ვიდრე სიცივე და თანაც დეკემბერის...
ფეხზე დაიკიდე ყველა უალერსო:
ლექსი, მონოლოგი, ესსე, კალამბური,
რადგან გაყინული დგანან რიკულები,
ნისლში ჩაძირულა მცირე ეკლესია...
დგახარ უძილო და ცაში იყურები,
რადგან შესაძლოა გჭირდეს დეპრესია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები