ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მფრინავი-სტაფილო
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2014


ღმერთის პრობლემა-მატყუარა მექანიკოსი

  ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყოფილა ჩვენი ღმერთი, როცა დედამიწა შეუქმნია, თავისი ცხოველებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებითა და თევზებით. მაგრამ რამ და ვინ შექმნა თვითონ ღმერთი?
                                                    * * *
-ვალენტინ !
-დიახ უფროსო?!
-რა ხდება ადამიანების ექსპერიმენტულ ნაწილზე?
-ჯერ არაფერი, ელექსირს ვამზადებ რითაც დედამიწას დავატრიალებთ!
-საინტერესოა, რამე პრობლემა ხო არ წარმოიქმნა?
-კი,  ბოსს, სიყვარულის ელექსირის კეთებისას, მექანიზმი გაფუჭდა და ჯოჯოხეთიდან, სიძულვილმა და ბოროტებამ გაჟონა, მხოლოდ მცირე რაოდენობით?
-გავრცელების საშიშროება რამდენად დიდია?
-გააჩნია ადამიანები რას მოიმოქმედებენ.
-ამ პრობლემას უნდა მივხედოთ, უკვე მერამდენედ გაჟონა, ამ საშინელებამ.
-წავალ ბოსს მე.
-თავისუფალი ხარ.
                                                  * * *
-მადონააა!
კარი გაიღო და თეთრ მოკლე კაბაში გამოწყობილი ფრთიანი(?) ქალი შემოვიდა ცუხცუხით.
-შიდა ტელეფონი კიდე არ გაუკეთებიათ?
-არა, ბატონო.
-კარგი, მაშინ ეხლა გადი და მიქაელს დაუძახე.
-დიახ, ბატონო.
  კარი გაიღო და შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა.
-კიდევ ბებიაშენს გლოვობ?
-ხო რა ვქნა უფროსო აბა?!
-ორმოცი არ გავიდა? რას გავხარ გაიპარსე ეგ წვერი.
-ორმოცი, 2 კვირაში იქნება.
-კაი, ახლა რაზე დაგიბარე.
-გისმენ.
-რა ხდება, ცდებს ჩატარება დაიწყე?  რამე უნდა მოვუხერხოთ ამდენ ადამიანს.
-კი უფროსო, მოვიფიქრე, მექანიზმს ქვია სიკვდილი.
-და ეგ როგორ იმოქმედებს?
-ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ ნელა.
-კარგი უფრო დეტალურად შემდეგ მივუბრუნდეთ.
-ახლა თავისუფალი ვარ?
-კი.
                                                *  *  *
-მადონაა!
-გისმენ უფროსო?!
-წადი ღრუბელში მოხარშული, კაკაო მომიტანე და მოსეს დაუძახე.
-ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მადონა ეს გააკეთე, მადონა იმას დაუძახე, წუწუნებდა მადონა. ჯიჯხინით გავიდა ოთახიდან და კარებიდანვე დაუწყო მოსეს დაძახება.
-ო, მოსეს ვახლავარ, მოსეს. რა ხდება მოსე რას შვები?
-რავიცი, აბა ღმერთო წყლის გაყოფის მეტი საქმე ჩემთვის არ მოგიცია, დავდივარ და ვყოფ ამ წყლებს, წინა კვირას აიფონზე Fruit Ninjas ვთამაშობდი, ის იყო რეკორდი უნდა მომეხსნა ხელი ამიცდა და ლამის იაპონია ჩავძირე იმდენი წყალი შევასხი.
-ხო ვიცი, გავიგე ეგ ამბავი, არაუშავს, მაინც გასახშირია დედამიწა.
-სოდომი და გომორა გახსოვს?
-აბაა რა დრო იყო?
-ხიროსიმა და ნაგასაკი?
-ოჰოჰ, ნუ მახსენებ, ეგ მე კი არა ამერიკელებმა მოაწყვეს.
-ეს კაი იცის გადაბრალება ხოლმე, ჩაილაპარაკა მოსემ, წავალ ახლა მე ახალ სტიქიებს დავამუღამებ.
-წადი ხო წადი, ღმერთს სახეზე ღიმილი შეშრობოდა. მას ხომ ყველაფერი ესმოდა.

                                        * *  *
-მადონააა!
-მადონა დღეს არ არის ბატონო, გუშინ ერეკლე მეფეს დაუჭერია დათვის თანავარსკვლავედთან და...
-და?! რა?! გაოცდა ღმერთი.
- რა და ერეკლეს მალე 25-ე შვილს გაუჩენენ.
-აქაც არ ისვენებს ეგ კაცი რა...
-ელემენტები დაჭეჭყე?
-ბატონო?
-ელემენტები უნდა დაეჭეჭყა მადონას, ნახე უჯრაში ექნება.
...ქალი გავარდა და ღმერთს ელემენტები მოუტანა.
-თაროზე რადიო უნდა იყოს მომაწოდე.
-ინებეთ, ფრთიანმა ღმერთს რადიო მიაწოდა.
-მადლობთ თავისუფალი ხარ.
ღმერთმა რადიო ჩართო და დიდი ხნის სმენის შემდეგ ამოიოხრა და ნაღვლიანი დაეშვა ფარშევანგის ბუმბულიან ლოგინზე. დიაწყო ფიქრი, ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე და ახლა უკვე უხაროდა რადგან მას არც ზევსს ეძახდნენ და არც პოსეიდონს, არც ამონ რას და არც არმაზს, შეიძლება ზოგისთვის მზე იყო ზოგისთვის მთვარე, მაგრამ უმეტესობა ღმერთს ეძახდა.ღმერთი მისი ნამდვილი სახელი იყო.

  ამ დროს კი დედამიწაზე უამრავი ადამიანი იხოცებოდა დედამიწა იხშირებოდა, აღარ იყო უცოდინრების ადგილი, დედამიწა თავიდან იყო დასატრიალებელი, ველენტინმა როგორც იქნა შექმნა სიყვარული და სიყვარულმა დედამიწა დაატრიალა, მიქაელმა დედამიწა უწმინდურებისგან გაწმინდა, მოსემ კონტინენტები დაანაწევრა, მადონამ ბავშვი გააჩინა.

-და მაინც ღმერთი?
-რა ღმერთი?!
-ღმერთს რა მოუვიდა, ვინ შექმნა?
-ღმერთი მე შევქმენი.
-შენ ვინ ხარ?!
-მე დრო მქვია და შენი დროც მალე მოვა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები