ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
... ჩამოაქსოვა ცამ ვერცხლი ქოხმახს გულს ვაგორმახებ: სევდის ბელტებს ვშლი... ბებიაჩემო როგორ მახსოვხარ ჩვენი გლეხური სიბრძნის ღელეში...
ჩემი ძმა კაცი ოპიზარივით: ნაჩუქურთმევი ტყუპი კედელი... ციხესოფელი ცხრასიზმარივით პაპაჩემივით შეუბედელი...
რაც წმინდა არი დასაბამია თქვენ მარტო იგი მიძღვენით განა ვსიზმრობ კოშკს ჩემსას ბალღურს, ბანიანს და თქვენ გადარებთ იმ ოშკს და ბანას...
გლეხის ნათქვამი...
როგორ ვადარო ტუჩები ბადაგს ყელ-ყური სურას, თვალები ღვინოს... ცხოვრება ჩემო, მარნისკარს არ გავს ბეღლის გასაღებს, სარდაფის გრილობს...
ცოლო, ქურდები ჩემი მარნისა დამიგულებენ როცა ტევრისკარ მოვლენ მოგხდიან სარქველს შავ დღისავ და ყველა თითოდ გეტყვის “ ევრიკა“...
.......(საძმოში ნათქვამი)
ქარაფო ქარქაფიანო, ჯიხვების გადასახუხო, გოგო შე მზეადრიანო, თვალჩოღუმო და თქმასუსხო... ისე დაგიფრთხე სერიდან ვით მკერდიანი აჯილღა, ძუით მეგონე ცხენი და შამრჩი ლამაზი ქაჯიღა... თვალყორნიანო, ჰარალე, რად დამიშუშე გოგრისა... ძუძუ ოქროა გორგლისა, დავძიძგნე, გავიალალე... ალალს ფრთის გაშლა მოვტაცე, ფრთამ ძუძუს ბჭენი მოსრისა................ საბუდრიანო ყორნისა კლდეებზე ჩამამეგება... თუ მამკლან იქნებ არ მამჭრან... იქაც გეხვიო ეგება...
....
მშვიდი ტერასა ოპერის წინ ცერად რომ ჩადის ალვის ხეებით რომ ჩაუვლის მაღალ სართულებს გვერდით ხელკავი მიგაჩქარებს არაფერს გაცდის თანაც ცოლია და ყველაფერს ესეც ართულებს... გადაუარეთ ლამის ფეხზე გაცრილ გამყიდველს ცოლმა მალულად გადმოგხედა: ალბათ ეჭვი აქვს შენ ყინვისპირით იღიმები: თვალებს არიდებ ის ოხერი კი მზერას აწერს: „გადამეჩვია“... ქარს მოაქვს ვალსი: და იხსენებ ბავშვობის კუთხეს როგორც ყოველთვის ის სარკმელი ისევ ღიაა... „ეხ, ცოლი, ცოლი...“ ...“ჰეი ალო, ალბათ იხუმრე...“ შენ კი აგრძელებ: ვალსი კარგი მელოდიაა!
შობას გილოცავთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ყოველთვის მაოცებდა ამ ავტორის ხელწერა! ბრავოოოოო!!! ჩემი არაფრისმთქმელი +2 უნიჭირეს ადამიანს! ყოველთვის მაოცებდა ამ ავტორის ხელწერა! ბრავოოოოო!!! ჩემი არაფრისმთქმელი +2 უნიჭირეს ადამიანს!
8. ეს ოთხი ლექსი ოთხი სხვადასხვა ავტორის დაწერილი გეგონება, იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან.
და ოთხივეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს.
"... ჩამოაქსოვა ცამ ვერცხლი ქოხმახს გულს ვაგორმახებ: სევდის ბელტებს ვშლი..."
გლეხის ნათქვამში "ევრიკა" იყო ამოვარდნილი საერთო განწყობიდან, ჩემი აზრით.
ეს ოთხი ლექსი ოთხი სხვადასხვა ავტორის დაწერილი გეგონება, იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან.
და ოთხივეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს.
"... ჩამოაქსოვა ცამ ვერცხლი ქოხმახს გულს ვაგორმახებ: სევდის ბელტებს ვშლი..."
გლეხის ნათქვამში "ევრიკა" იყო ამოვარდნილი საერთო განწყობიდან, ჩემი აზრით.
7. არა, ძალიან მაგარია, ერთიერთმანეთზე უკეთესებია ვარსკვლავიანი საფირონებივით.
+ + +
ქარაფო ქარქაფიანო, ჯიხვების გადასახუხო, გოგო შე მზეადრიანო, თვალჩოღუმო და თქმასუსხო... ისე დაგიფრთხე სერიდან ვით მკერდიანი აჯილღა, ძუით მეგონე ცხენი და შამრჩი ლამაზი ქაჯიღა... თვალყორნიანო, ჰარალე, რად დამიშუშე გოგრისა... ძუძუ ოქროა გორგლისა, დავძიძგნე, გავიალალე... ალალს ფრთის გაშლა მოვტაცე, ფრთამ ძუძუს ბჭენი მოსრისა................ საბუდრიანო ყორნისა კლდეებზე ჩამამეგება... თუ მამკლან იქნებ არ მამჭრან... იქაც გეხვიო ეგება... + + + უბრალოდ გენიალურია... ძალიან მაგარია, ჟრჟოლიანი... :)
არა, ძალიან მაგარია, ერთიერთმანეთზე უკეთესებია ვარსკვლავიანი საფირონებივით.
+ + +
ქარაფო ქარქაფიანო, ჯიხვების გადასახუხო, გოგო შე მზეადრიანო, თვალჩოღუმო და თქმასუსხო... ისე დაგიფრთხე სერიდან ვით მკერდიანი აჯილღა, ძუით მეგონე ცხენი და შამრჩი ლამაზი ქაჯიღა... თვალყორნიანო, ჰარალე, რად დამიშუშე გოგრისა... ძუძუ ოქროა გორგლისა, დავძიძგნე, გავიალალე... ალალს ფრთის გაშლა მოვტაცე, ფრთამ ძუძუს ბჭენი მოსრისა................ საბუდრიანო ყორნისა კლდეებზე ჩამამეგება... თუ მამკლან იქნებ არ მამჭრან... იქაც გეხვიო ეგება... + + + უბრალოდ გენიალურია... ძალიან მაგარია, ჟრჟოლიანი... :)
6. ხოხ :DDDD ვხედავთ ნეფერტარ, ვხედავთ, მაგრამ მე ადრინდელები უფრო მომწონდა ... ხოხ :DDDD ვხედავთ ნეფერტარ, ვხედავთ, მაგრამ მე ადრინდელები უფრო მომწონდა ...
5. ეს პოეტი გენიოსი რომაა ვინმე თუ ხედავს ვინმე ჩემს მეტი ? :)
5. ეს პოეტი გენიოსი რომაა ვინმე თუ ხედავს ვინმე ჩემს მეტი ? :)
5.
4. 5.! მრავალ შობას დაესწარი თ!!!! 5.! მრავალ შობას დაესწარი თ!!!!
3. +5 გილოცავთ! :) +5 გილოცავთ! :)
2. ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. უხ, რა კარგია! მრავალს დაესწარით! უხ, რა კარგია! მრავალს დაესწარით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|