ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: იუმორისტული
11 იანვარი, 2014


ლურჯა ცხენები (გადაკეთებულთაგანი)

როგორც პერმის "ამკარი", "ანჟით" ასგზის ნათრევი,
მთელი მისი ამქარით დამარცხებას ელოდა...
იყო "ფუკოს ქანქარა", ჩეჩნები და თათრები,
დრომ რომ მიაფანქარა სტადიონის ჩეროდან.
სტადიონის ჩეროდან და მეტოქის კარებში,
საჯარიმო არეში ცოცხლად იდგა კედელი...
ალაგებდა ჩემოდანს, ის ჩაფლული ვალებში,
მიდიოდა სხვა ეშხით, მწვრთნელი-შეუდრეკელი.
შეშლილი პირისახით დაღალული მწვრთნელების
უტურნირო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
გუნდში გამოიძახეთ ფორვარდები-ძველები,
ბრგე და ულმობელები, ყველანი აქ არიან!
იჩქერიის გუნდები, მე კი არ მეგოლება,
რადგან არ მეყოლება პასის გამკეთებელი...
გამეცვითა ხუნდები, მაყუჩი იბოლება
და მაუწყეს მოლებმა, აღარ ვარ ბელზებელი.
რაულის ხეტიალი, როგორც ბურთის ტრიალი,
რაღაც ოხერ-ტიალი მოსჩანს გელზერკირხენი...
დრომ ვერაფრით აგავა, კაქტუსი და აგავა,
ნაკატა და კაგავა ბარში გველზე ილხენენ.
რომელი სცნობთ მარსელოს, შუმერო თუ სპარსელო,
თუ მგვანება არსებობს, გავიხსენებ სამთავეს...
ვერავინ დაგაჯერებს, რომ დანიელ აგერი
ან თუნდაც კარაგერი კარიერას ამთავრებს.
მხოლოდ გიგზი, ძანეტი, როგორც უწინ ვბრძანებდი,
ვით გრძედი და განედი არასოდეს მერევა...
წლები ვერას აკლებენ, რბიან, როგორც ძაღლები,
"იუვენტუსს" და "ზაგლებეს" მიიჩნევენ პერევად.
მხოლოდ პერმის "ამკარი", "ანჟით" ასგზის ნათრევი,
მთელი მისი ამქარით დამარცხებას ელოდა...
იყო "ფუკოს ქანქარა", ჩეჩნები და თათრები,
დრომ რომ მიაფანქარა სტადიონის ჩეროდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები