| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 11 იანვარი, 2014 |
შემოვასახლე შენს ტანში შველი, ეგ ორი ძუძუ: კალმახი, თართი; ძვირფასო, ახლა ხარ ტანშიშველი, შენ გეშინია, გცივა და თან თრთი. ეგ ხერხემალი არის ხვლიკისა, როცა შედიხარ ტაძარში თავშლით... მე მუზის ყოლა ვეღარ ვიკისრე, შენ არ გაგიჩნდა პოეტის ბავშვი. ბლომად ანთხიე შენ გველის გესლი, მე შენი ქმარის გავხდი ეჯიბი, ერთად წოლაზე უარს რომ მესვრი, დანტესზე მეტი ცოდვა გედება. თვალებით მშიერ ფოცხვერს მაგონებ, თავს ვიიმედებ: უნდა ვუყვარდე... შენ ხარ შიშველი, როგორც მადონა და როგორც ქრისტე, დარჩი უკვართოდ. ტუჩები გიგავს მყინვარ პოლუსებს, "ცისფერი შარმი",-იტყოდა შარლი... მე შევუკვეთე ჩვენთვის მოლუსკი, წითელი ღვინო, ნახევრად მშრალი. შენი ძაბრივით ვიწრო მტევნები, ღვთაებრივს გახდის ბევრ კომედიას... მე ალიგიერს ავედევნები, მოჩუქურთმებულს, ორნამენტიანს. ანდა ნესვივით მთრთოლავი წელი, რომ იგრიხება ძაღლის კუდივით... წამიერ კოცნას საათით ვწელავ, არაფერია რადგან მუდმივი. შემოვასახლე შენს ტანში შველი, ეგ ორი ძუძუ: კალმახი, თართი; ძვირფასო, ახლა ხარ ტანშიშველი, შენ გეშინია, გცივა და თან თრთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა უცნაური შედარებებია -
" ანდა ნესვივით მთრთოლავი წელი, რომ იგრიხება ძაღლის კუდივით.. :)
და კიდევ გიკვირთ, ერთად დაწოლაზე უარს რომ გეუბნებათ? :)
რა უცნაური შედარებებია -
" ანდა ნესვივით მთრთოლავი წელი, რომ იგრიხება ძაღლის კუდივით.. :)
და კიდევ გიკვირთ, ერთად დაწოლაზე უარს რომ გეუბნებათ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|