ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2014


შობის ღამე

სანთლის  შუქი  შეერწყა
შობის  ამ  ჩუმ  ღამეს...
და  ლოცვებით აფრინდა
ჩვენი  ნატვრა  ცამდე.
            ღმერთო!...  შენ აუხდინე       
              ყველა ნატვრა  ბავშვებს,
              მათ  ვინც  გარეთ იძინებს...
              მათ  ვინც  ცრემლით  ათევს...
ყველა  მათი  ოცნება
ამ  ჩუმ ღამეს  ახდეს,
რომ  იფრინონ  სიზმრიდან
და  ამაღლდნენ  ცამდე.
              სანთლის  შუქი შეერწყა
              შობის  ამ  ჩუმ  ღამეს,,,
              ღმერთო!... შენ აუხდინე
              სურვილები  ბავშვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს