 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2014 |
ჩემო, მე შენით მარხულობა ისე მაწამებს, თითქოს წვრილ ძაფით გადაქსოვილ ცხოვრების გზაზე გამექცა თვალი- უიმედოდ ჩამწყდარი დილა, შემომერღვა და ახლა კანქვეშ გველივით მაზრობს- თვალი თვალის და უშენობა უშენობის წილ. მე გამიტაცა დრო-შაბდიზმა და ნოდეჰ-ნანუჰ ათოვს ოქროსფერ ფანტელებად უდაბნო-ღამეს. გადამხმარია ამინდების გადასახედზე ჯარი ნაძვების და ფიჭვების, გადამხმარია, დიდთოვლობამ კი ჩამოტეხა ყინულის ფრთები სახურავებზე.
ჩუ, ჩემო, ნუ… ნუ… ნახე, გზები შემოგეშველა, მარტოობით და უჩემობით ასე შეშლილი, ნახე, თებერვლით დაჭირხლული კედლები გალღვა. მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო, გადაგიდო, მერე ძაძებით შემმოსოს ბრბომ და კეთროვანი უკუღმა შემსვას ატალახებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი,- ლამაზი მარტი, ურჩი მარტი,- შენით შეშლილი… ჩუ, ჩემო, ნუ… ნუ… დამემსხვრევა შუშის თევზები, დაგეკარგები მერე სადმე დიდთოვლობისას,- ჰო, შეტყუება იცის თურმე თეთრმა უდაბნომ.
მანამ კი ალბათ, სიზმრებიდან გადაკარგვამდე, მანამდე, ალბათ მოთმინება გაგვანაწილებს- გული გულის და ჩემი სისხლი შენი სისხლის წილ.
და მერე სოფლის მიტოვებულ წყაროდან შემსვი, ნაპირებიდან ცხელ თითებით მიწად ჩამშალე, რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს, გამოფიტულს და უშენობის თმენით დაშაშრულს და ფიქრად შევრჩე ცივი ზამთრის უსახო ღამეს, შენ მიდიოდე თავდახრილი და საყელოზე გათოვდე ჩუმად - ნანეჰ-ნოდუჰ და ნოდუჰ-ნანეჰ რუახ ელოღჰიმ- ბოლო სუნთქვად უსახელოსი და გაგახსენდე.
2011.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. :))) უი,აქ რამდენი გამომიტოვებია. ყველას ძალიან დიდი მადლობა! <3 :))) უი,აქ რამდენი გამომიტოვებია. ყველას ძალიან დიდი მადლობა! <3
36. ჟადენ ვინ ხარ? ბაირონის რეინკარნაიცა? :) ძალიან მომეწონა ჟადენ ვინ ხარ? ბაირონის რეინკარნაიცა? :) ძალიან მომეწონა
35. "ატალეხებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი ლამაზი მარტი..." არაჩვეულებრივია! "ატალეხებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი ლამაზი მარტი..." არაჩვეულებრივია!
34. გენიალურია.ძალიან მომეწონა.სხვა რა ვთქვა არც ვიცი და ასე ლაკონურად დაგიტოვებთ ჩემს ემოციებს:*:* გენიალურია.ძალიან მომეწონა.სხვა რა ვთქვა არც ვიცი და ასე ლაკონურად დაგიტოვებთ ჩემს ემოციებს:*:*
33. ნახე, გზები შემოგეშველა, მარტოობით და უჩემობით ასე შეშლილი, ნახე, თებერვლით დაჭირხლული კედლები გალღვა. მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო,
5 ნახე, გზები შემოგეშველა, მარტოობით და უჩემობით ასე შეშლილი, ნახე, თებერვლით დაჭირხლული კედლები გალღვა. მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო,
5
32. ვგრძნობ აქ..)** :** ვგრძნობ აქ..)** :**
31. გაიხარეთ, მადლობა ყველას დიდი :) გაიხარეთ, მადლობა ყველას დიდი :)
30. ძლიერია! და ამ გვერდზე არასდროს მომბეზრდება რომ აღვნიშნო :))
სიკეთე ყველას! ძლიერია! და ამ გვერდზე არასდროს მომბეზრდება რომ აღვნიშნო :))
სიკეთე ყველას!
29. და მერე სოფლის მიტოვებულ წყაროდან შემსვი, ნაპირებიდან ცხელ თითებით მიწად ჩამშალე, რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს, გამოფიტულს და უშენობის თმენით დაშაშრულს და ფიქრად შევრჩე ცივი ზამთრის უსახო ღამეს, შენ მიდიოდე თავდახრილი და საყელოზე გათოვდე ჩუმად - ნანეჰ-ნოდუჰ და ნოდუჰ-ნანეჰ რუახ ელოღჰიმ- ბოლო სუნთქვად უსახელოსი და გაგახსენდე.
ნან,ეს იცი რას ნიშნავ?აქ ,რომ დავრეგისტრირდი,მყავდა ერთ-ერთი ფავორიტი!ვის ლექსებზეც მაბოდებდა და არა მარტო....ეტყობა გემოვნება დამეხვეწა,თუ გავიზარდე:)არტეს მოწონება შენ!!!!!!!!!!!!არტეს ისრები---შენ და შენი ლექსი დღიურში არტეს::::)))))))))))))მოგიკითხე"********** და მერე სოფლის მიტოვებულ წყაროდან შემსვი, ნაპირებიდან ცხელ თითებით მიწად ჩამშალე, რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს, გამოფიტულს და უშენობის თმენით დაშაშრულს და ფიქრად შევრჩე ცივი ზამთრის უსახო ღამეს, შენ მიდიოდე თავდახრილი და საყელოზე გათოვდე ჩუმად - ნანეჰ-ნოდუჰ და ნოდუჰ-ნანეჰ რუახ ელოღჰიმ- ბოლო სუნთქვად უსახელოსი და გაგახსენდე.
ნან,ეს იცი რას ნიშნავ?აქ ,რომ დავრეგისტრირდი,მყავდა ერთ-ერთი ფავორიტი!ვის ლექსებზეც მაბოდებდა და არა მარტო....ეტყობა გემოვნება დამეხვეწა,თუ გავიზარდე:)არტეს მოწონება შენ!!!!!!!!!!!!არტეს ისრები---შენ და შენი ლექსი დღიურში არტეს::::)))))))))))))მოგიკითხე"**********
26. ჰო, ნათი, ძველია. და წრეა :) :*
დიდი მადლობა, ხალხ, ყველას! :* ჰო, ნათი, ძველია. და წრეა :) :*
დიდი მადლობა, ხალხ, ყველას! :*
25. შენი ლექსები ყველა ისეთ სიმძაფრეს ატარებს!
აი, ძმარივითაა ან ნიშადურივით ...
5555! შენი ლექსები ყველა ისეთ სიმძაფრეს ატარებს!
აი, ძმარივითაა ან ნიშადურივით ...
5555!
24. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
აი სათავფურცლე ლექსი რომელია! ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
აი სათავფურცლე ლექსი რომელია!
23. რა მაგარი ვინმე ხარ! :) <3 მე ვგიჟდები შენს შემოქმედებაზე <3 რა მაგარი ვინმე ხარ! :) <3 მე ვგიჟდები შენს შემოქმედებაზე <3
22. ახლაღა დავაკვირდი თარიღს. ახლაღა დავაკვირდი თარიღს.
21. არ ვიცი , რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ წინა ლექსიც ჩემთან მქონდა წაღებული სიტყვებით: ჟადენის ლექსი, წამლად და მალამოდ ჩემთვის-მეთქი.
მოვედი, წავიკითხე და გულს ჩავხედე ჩემსას და შემეშინდა, იქნებ, ნანა მხედავს ახლა-მეთქი. იქნებ მე მიყურებს და ისე დაწერა-თქო. გადამაგდე მისტიციზმში. :))) რასაც ახლა გავდივარ მე- ის მხვდება შენთან ლექსად. როგორ არ შემეშინდეს?! :))))
საოცარი "სიახლოვით" შევისუნთქე ყოველი სიტყვა და მაგარია ეს ლექსი!
არ ვიცი , რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ წინა ლექსიც ჩემთან მქონდა წაღებული სიტყვებით: ჟადენის ლექსი, წამლად და მალამოდ ჩემთვის-მეთქი.
მოვედი, წავიკითხე და გულს ჩავხედე ჩემსას და შემეშინდა, იქნებ, ნანა მხედავს ახლა-მეთქი. იქნებ მე მიყურებს და ისე დაწერა-თქო. გადამაგდე მისტიციზმში. :))) რასაც ახლა გავდივარ მე- ის მხვდება შენთან ლექსად. როგორ არ შემეშინდეს?! :))))
საოცარი "სიახლოვით" შევისუნთქე ყოველი სიტყვა და მაგარია ეს ლექსი!
20. ძალიან... ძალიან... ძალიან კარგია და ძალიან...ძალიან...ძალიან მიყვარხარ! :* ძალიან... ძალიან... ძალიან კარგია და ძალიან...ძალიან...ძალიან მიყვარხარ! :*
19. მერე ძაძებით შემმოსოს ბრბომ და კეთროვანი უკუღმა შემსვას ატალახებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი,- ლამაზი მარტი ურჩი მარტი,- შენით შეშლილი…
5 რა თქმა უნდა. :) მერე ძაძებით შემმოსოს ბრბომ და კეთროვანი უკუღმა შემსვას ატალახებულ თებერვალზე თმაჩამოშლილი,- ლამაზი მარტი ურჩი მარტი,- შენით შეშლილი…
5 რა თქმა უნდა. :)
18. ძალიან მაგარია.საოცრად ჰარმონიული. (არ ვიცოდი ორ ქულაზე მეტის დაწერა თუ არ შეგვეძლო, რაზეც სამართლიანი საყვედური დავიმსახურე ამიტომ უფლებებიდან აღარ გავალ) ++ . ისე ასეთი ლექსი შეუფასებელია. წარმატებები. ძალიან მაგარია.საოცრად ჰარმონიული. (არ ვიცოდი ორ ქულაზე მეტის დაწერა თუ არ შეგვეძლო, რაზეც სამართლიანი საყვედური დავიმსახურე ამიტომ უფლებებიდან აღარ გავალ) ++ . ისე ასეთი ლექსი შეუფასებელია. წარმატებები.
16. მშვენიერია. მშვენიერია.
15. :) თოლი :* მასეთი ხმა ქონდა ფიფქებს - ნანეჰ ნანეჰ ნანეჰ... :) :*
მადლობა, დონ ჟუან, მრავალ ახალ წელს თქვენც ბედნიერად :)
მადლობა ყველას. :) თოლი :* მასეთი ხმა ქონდა ფიფქებს - ნანეჰ ნანეჰ ნანეჰ... :) :*
მადლობა, დონ ჟუან, მრავალ ახალ წელს თქვენც ბედნიერად :)
მადლობა ყველას.
14. "ნანეჰ"- არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ, აწი, როცა ასეთ ლექსს დაწერ, სულ ასე დაგიძახებ, jaden - ნანეჰ!
და მგონია, რომ ხშირად მომიწევს, ნანეჰ ! :):*
"ნანეჰ"- არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ, აწი, როცა ასეთ ლექსს დაწერ, სულ ასე დაგიძახებ, jaden - ნანეჰ!
და მგონია, რომ ხშირად მომიწევს, ნანეჰ ! :):*
13. + 2 მრავალ ახალწელს დაესწარით + 2 მრავალ ახალწელს დაესწარით
11. :) მე-მადლობა. :) მე-მადლობა.
10. საჭიროა რამის თქმა? არიან ლექსები, რომლის გულისთვისაც მადლობას ეუბნებიან ავტორს. მადლობა ჟადენ .. საჭიროა რამის თქმა? არიან ლექსები, რომლის გულისთვისაც მადლობას ეუბნებიან ავტორს. მადლობა ჟადენ ..
9. ლალი, მოგიკითხე :* ლალი, მოგიკითხე :*
8. ძალიან მაგრად წერ. და გულიდანაა . ძალიან მაგრად წერ. და გულიდანაა .
7. ასკლიპიოდოტა, ნუ მაწითლებ :)
მადლობა :*
ასკლიპიოდოტა, ნუ მაწითლებ :)
მადლობა :*
6. "რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს"
საოცარი ლექსია, ძალიან მაგარი! რომელი სტრიქონი გამოვყო?!
5 ! "რომ აღარ გავდეს ეს ტერფები ამოთხრილ ფესვებს"
საოცარი ლექსია, ძალიან მაგარი! რომელი სტრიქონი გამოვყო?!
5 !
5. მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო,
++ მე გულში ქვისგან საძირკველი ამოვიშენე, რომ ამღვრეული თვალების და მდინარის გაღმა გადაგიყვანო,
++
4. კი,ოთარ, და "სუნთქვა უსახელოსი" ასეც გვხვდება ზოგან. :) ვნახავ მაგასაც აუცილებლად, გაიხარე, მადლობა.
და მრავალ ახალ წელს ყველას, სიხარულით და ბედნიერად!
კი,ოთარ, და "სუნთქვა უსახელოსი" ასეც გვხვდება ზოგან. :) ვნახავ მაგასაც აუცილებლად, გაიხარე, მადლობა.
და მრავალ ახალ წელს ყველას, სიხარულით და ბედნიერად!
3. ამას წინათ, ჟადენ, ჯემალ აჯიაშვილის ინტერვიუ წავიკითხე შემთხვევით, იქ შემხვდა: «რუახ ელოჰიმ» _ სული უფლისა."
იხ: http://www.geworld.ge/View.php?ArtId=3625&lang=ge&Title=jemal+ajiaSvili:+TiTo+saakaSvili+yvela+qveyanaSia...
არაჩვეულებრივი ლექსია.
მრავალ ახალ წელს დაესწარი! ამას წინათ, ჟადენ, ჯემალ აჯიაშვილის ინტერვიუ წავიკითხე შემთხვევით, იქ შემხვდა: «რუახ ელოჰიმ» _ სული უფლისა."
იხ: http://www.geworld.ge/View.php?ArtId=3625&lang=ge&Title=jemal+ajiaSvili:+TiTo+saakaSvili+yvela+qveyanaSia...
არაჩვეულებრივი ლექსია.
მრავალ ახალ წელს დაესწარი!
2. ულამაზესია ) ულამაზესია )
1. მაგარი ლექსია!
+5!!! მაგარი ლექსია!
+5!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|