ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2014


აღმოსავლური

ხანუმ, ხომ მოგწონს ეს ბეჭედი -
ლურჯი საფირი,
ხომ არ გინდა სამ ღამეზე გადაგიცვალო.?
აჰა, დაიჭი - ქარვის სარჭი, ლალის საყურე,
კიდევ მაქვს: კაბა აბრეშუმის, ვერცხლის ქამარი...
დამითმე ქმარი!
ერთგულების სამი ღამე ასე ძვირია?!
ოღონდაც ცერად ნუ იყურები!
მე -
მისილულს ბარხანებთან,
მეოთხე ღამით,
მიპოვნიან ბედუინები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები