მოწყდა ცას ვარსკვლავი ოღა. ჩავარდა მდინარეში. ამოვიდა მდინარედან ქალი, ცეცხლოვანი თმებით და ციმციმა თვალებით. შეუშვირა მზეს ტანი და წყლის წვეთები შეიშრო. გაუწვდინა ტირიფმა ტოტი. აიტატა. გადახედა ქალმა სამყაროს. შორს პირი დაეღო მთას. წავიდა ქალი მთისკენ. შევიდა გამოქვაბულში, უზარმაზარ ლოდს გადააყარა თმები და ცეცხლი წაუკიდა. სითბომ აუვარდისფერა კანი. თითქოს ადამიანი სიცივეში ლაპარაკობსო, ისე გამოდიოდა ქვაბულიდან კვამლი. ამოკაწრა ქალმა კედელზე თავის სახელი. უზარმაზარი ცხოველები დარბოდნენ ტყეში. მიწას ღრმად რჩებოდა მათი ნატერფალი. თავისი ქურა ჰქონდა ოღას. ცეცხლის ეშინოდათ მხეცებს. . . . ცას უყურებდა ამირან. იმ მხრიდან, რომელზეც მზე ეხატა, მოიხსნა მშვილდი. ამოარჩია ყველაზე ფერადი ვარსკვლავი და სტყორცნა. წავიდა ამირან ვარსკვლავის საძებნად. მიადგა მდინარეს. ჩაიხედა შიგ. ამოიღო მდინარიდან ორი ღერი ცეცხლოვანი თმა. შეიბა ორივ მაჯაზე. გაუწვდინა ტირიფმა ტოტი. ვერ მოერია სიმძიმეს. წავიდა ამირან სხვა გზით. მიადგა კლდეს. მიაწვა იმ მხრით რომელზეც მთვარე ეხატა. წააქცია. მიადგა მეორე კლდეს, მიაწვა ორივ ხელებით და გადააქცია. მიადგა მესამე კლდეს, ვერ უყო ძვრა. დაიწყო ასვლა. მოექცა მწვერვალზე. გადაიხედა. ძალიან შორს, გამოქვაბულიდან კვამლი გამოდიოდა. მიხვდა აცდენოდა გზას. ბრაზისგან კლდეს მუჭები დაკრა. . . . ცას ჰყავდა თავის ბატონი. ბატონს არ უნდოდა ის რაც ცაზეა, მიწაზეც ყოფილიყო. გამოვიდა დილით ბატონი ღრუბელზე. ხედავს ერთი ვარსკვლავი აკლია. ვარსკვლავის ადგილზე ისარი არჭია. დაყნოსა ბატონმა ისარს და იგრძნო ამირანის სუნი. გადაიხედა ძირს. ამირანი მის ვარსკვლავს ეძებს. მწვერვალზე დგას და უკვე თითქმის იპოვნა კიდეც. დაკრა ბატონმა კვერთხი. დაეტაკა ღრუბელი ღრუბელს. იღრიალა ცამ და ისროლა ცეცხლოვანი ისარი. წამოვიდა ისარი და დაეცა კლდეს. . . . დაკრა მუჭები და ვერცერთი ვეღარ მოაცილა. ცეცხლოვან თმებს კლდეში გაედგათ ფესვები. დაძაბა ამირანმა სხეული. ვერ გაწყვიდა ერთი ღერი თმა. იქანცება ამირან. ვერ ერევა ქალის თმას. იცის მისი ვარსკვლავი სადაცაა. მიაგნო. მაგრამ იქამდე ვერ მისულა. მისი სატრფოს თმებითვე მიაბეს კლდეს. გაიხსნა ცა. გადმოფრინდა არწივი. . . . მიფრინდა არწივი ოღასთან გამოქვაბულში, მიუტანა ნაღველი. შემოდგა ქურაზე ნაღველი. ოღამ. მოუყვა ნაღველმა ყველაფერი. ცრემლი დაეკიდა წამწამს. ვერ გაუძლო წამწამმა. დაეცა ქურას. ვერ დააშრო ცეცხლმა ცრემლი. ჩამოგორდა ცხლად ლოდზე, დაეწია მეორე ცრემლი. გადმოგორდნენ გამოქვაბულიდან. დაეწიათ მესამე, წამოვიდა ცრემლი ნაკადულად. გაბევრდა გზაში და გადაიქცა რუდ. იარა რუმ, იარა და იქცა მდინარედ. გავიდა დრო. აშენდა ქალაქი. ქალაქში, დედათა მონასტერი. დედაოები ჩადიოდნენ მდინარეზე და წყალი კოკებით აჰქონდათ. მონაზვნები სვამდნენ სიყვარულის ცრემლებს. ისე იკლავდნენ შეწირული სიყვარულის სურვილს. გადიოდა დრო. კვდებოდა ხალხი. მდინარის ახლოს გაჩნდა სასაფლაო. არის დრო როცა სასაფლაოზე, წყნარ ღამეში ისმის ათასწლეულების ქვითინი. იქ საფლავებს ცრემლი არასდროს აკლიათ. კიდე გავიდა დრო. ცეცხლოვანთმიანი ქალის შესახებ აღარავის არაფერი ახსოვს. მხოლოდ მდინარის სახელი დარჩა, ოღასკურა. სადაც დღეს საკანალიზაციო მილები ჩადის და ნაგვით სავსე პარკები, პირდაპირ აივნებიდან იყრება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. 5 ბოლოს გამოვყოფდი ცალკე
5 ბოლოს გამოვყოფდი ცალკე
24. 5 ბოლოს გამოვყოფდი ცალკე
5 ბოლოს გამოვყოფდი ცალკე
23. სამჯერ მაქვს წაკითხული , ემოცია იმდენად სასიამოვნოა, რომ კომენტარი მავიწყდება. ძალიან, ძალიან კარგია! . სამჯერ მაქვს წაკითხული , ემოცია იმდენად სასიამოვნოა, რომ კომენტარი მავიწყდება. ძალიან, ძალიან კარგია! .
22. Gemrielad chamomagdo finalma miwaze :) dzalianac kargi..
++ Gemrielad chamomagdo finalma miwaze :) dzalianac kargi..
++
21. ოღა კარგი სახელია )) ოღა კარგი სახელია ))
19. შესანიშნავი პროზაა, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც უნდა იყოს.
სამწუხარო ისაა, რომ პირდაპირაივნებიდანნაგვითსავსეპარკებისგადმომყრელი ხალხი ამ მოთხრობას არ წაიკითხავს. შესანიშნავი პროზაა, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც უნდა იყოს.
სამწუხარო ისაა, რომ პირდაპირაივნებიდანნაგვითსავსეპარკებისგადმომყრელი ხალხი ამ მოთხრობას არ წაიკითხავს.
18. განსაკუთრებით .... )))))) განსაკუთრებით .... ))))))
17. ფინალი მაგარია!
სანდრო... ფინალი მაგარია!
სანდრო...
16. ეს ადრე წავიკითხე და რატომღაც მახსოვდა, რომ კომენტარიც დავტოვე. ძალიან მომეწონა პროტესტის ეს ფორმა. ნაწარმოებსა და მის დასასრულს შორის ისეთი კონტრასტია, როგორც ზოგიერთი ქართველის მიერ სადღეგრძელოში გამოთქმულ სიყვარულსა და მის მიერ ამ სიყვარულის ცხოვრებაში გატარებას შორის. 5. ეს ადრე წავიკითხე და რატომღაც მახსოვდა, რომ კომენტარიც დავტოვე. ძალიან მომეწონა პროტესტის ეს ფორმა. ნაწარმოებსა და მის დასასრულს შორის ისეთი კონტრასტია, როგორც ზოგიერთი ქართველის მიერ სადღეგრძელოში გამოთქმულ სიყვარულსა და მის მიერ ამ სიყვარულის ცხოვრებაში გატარებას შორის. 5.
15. კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე: "ჯიგრიი ყაურმაა" რაა, ეს ბიჭი, რამ მოაფიქრა ასეთი რამანწიჩნი, ზეციურ-დედამიწიური ზღაპარ-ლეგენდის დაწერა-მეთქი, ემანდ შეყვარებული ხომ არაა-მეთქი ჩვენი ალექსანდრო... ჩავედი ბოლოში და... დავრწმუნდი - შეყვარებულია... ოღონდ ბუნებაზე, ქვეყანაზე, მდინარეებზე... ჰოდამ... ჯერ ერთი პლიუსი - ტექსტის დასაწყისში გაჩენილ კითხვას (მკითხველისთვის) ბოლოში პასუხი გაეცა :)))))) მეორეც - (აღარ ვხუმრობ), მომხიბლა იმ გარემოებამ, რომ ამ დაბინძურებული მდინარეების (ქუჩების, ქალაქების...) ხილვისგან მოგვრილი პროტესტის გადმოსაცემად ასეთი ლამაზი შეფუთვა აირჩია ავტორმა. ისიც უნდა ითქვას... ასეთი უბოდიშო ჩამოპერტყება მკითხველისა (ფინალი) ცოდვა საქმეა, სანდროვ, ოდესმე, სადმე - მოგეკითხება :)))))) კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე: "ჯიგრიი ყაურმაა" რაა, ეს ბიჭი, რამ მოაფიქრა ასეთი რამანწიჩნი, ზეციურ-დედამიწიური ზღაპარ-ლეგენდის დაწერა-მეთქი, ემანდ შეყვარებული ხომ არაა-მეთქი ჩვენი ალექსანდრო... ჩავედი ბოლოში და... დავრწმუნდი - შეყვარებულია... ოღონდ ბუნებაზე, ქვეყანაზე, მდინარეებზე... ჰოდამ... ჯერ ერთი პლიუსი - ტექსტის დასაწყისში გაჩენილ კითხვას (მკითხველისთვის) ბოლოში პასუხი გაეცა :)))))) მეორეც - (აღარ ვხუმრობ), მომხიბლა იმ გარემოებამ, რომ ამ დაბინძურებული მდინარეების (ქუჩების, ქალაქების...) ხილვისგან მოგვრილი პროტესტის გადმოსაცემად ასეთი ლამაზი შეფუთვა აირჩია ავტორმა. ისიც უნდა ითქვას... ასეთი უბოდიშო ჩამოპერტყება მკითხველისა (ფინალი) ცოდვა საქმეა, სანდროვ, ოდესმე, სადმე - მოგეკითხება :))))))
14. ისეთია დასასრული, რომ გაიძულებს "კრიტიკა-პუბლიცისტიკის" ჟანრში განიხილო..
ოღასკურა მართლა ძალიან კარგი და საყვარელი მდინარეა.. ასე დაბინძურებას არ იმსახურებს და აუცილებლად მისახედია.. პირველ რიგში ამ მდინარის დაბინძურების მიზეზთა მიზეზი ის ადამიანებია ვისაც ჰგონიათ რომ ნაგვის მოშორების საუკეთესო საშუალება ოღასკურაა..
ამ მდინარის ახლოს მცხოვრებ ქუთათურებს ეს არ უდა ესწავლებოდეს... ისეთია დასასრული, რომ გაიძულებს "კრიტიკა-პუბლიცისტიკის" ჟანრში განიხილო..
ოღასკურა მართლა ძალიან კარგი და საყვარელი მდინარეა.. ასე დაბინძურებას არ იმსახურებს და აუცილებლად მისახედია.. პირველ რიგში ამ მდინარის დაბინძურების მიზეზთა მიზეზი ის ადამიანებია ვისაც ჰგონიათ რომ ნაგვის მოშორების საუკეთესო საშუალება ოღასკურაა..
ამ მდინარის ახლოს მცხოვრებ ქუთათურებს ეს არ უდა ესწავლებოდეს...
13. ძალიან კარგია, მაგრამ ბოლო წინადადება ცოტა ვერ ჩაჯდა. ++ ძალიან კარგია, მაგრამ ბოლო წინადადება ცოტა ვერ ჩაჯდა. ++
12. ისე ჰაეროვნად, ამაღლებული განწყობით ჩავიკითხე და უცებ, რაკაი, "შემოლაწუნება" ფინალი იყო. დავეშვი მიწაზე. :)
5. ისე ჰაეროვნად, ამაღლებული განწყობით ჩავიკითხე და უცებ, რაკაი, "შემოლაწუნება" ფინალი იყო. დავეშვი მიწაზე. :)
5.
11. ინწირესნა. ოჩენ დაჟე ინწირესნა. ოჩენ დაჟე
10. რა კაი ზღაპარი იყო, სანამ მდინარეში არ ჩაა@#ეს... ხალხმა... რა კაი ზღაპარი იყო, სანამ მდინარეში არ ჩაა@#ეს... ხალხმა...
9. გადმოცემის შესაძლებლობის არაჩვეულებრივი ნიმუში.
გაიხარე ალექსანდრე. წარმატებები მუდამ. გადმოცემის შესაძლებლობის არაჩვეულებრივი ნიმუში.
გაიხარე ალექსანდრე. წარმატებები მუდამ.
8. "...... იკლავდნენ შეწირული სიყვარულის სურვილს. " შენც ასე არ ხარ ?!
"...... იკლავდნენ შეწირული სიყვარულის სურვილს. " შენც ასე არ ხარ ?!
7. ჯგირი რე... 5 ჯგირი რე... 5
6. ვისაც შენ არ უყვარდე, სანდრიკ! ვისაც შენ არ უყვარდე, სანდრიკ!
5. საინტერესო იყო ძალიან .
კარგი :) საინტერესო იყო ძალიან .
კარგი :)
4. "იარა რუმ, იარა..."- რა ლამაზად ჟღერს :)
სანდრო, დაწერე რა რამე...
"იარა რუმ, იარა..."- რა ლამაზად ჟღერს :)
სანდრო, დაწერე რა რამე...
3. ისე ყვებოდი, რომ რაღაც მაგდაგვარის მოლოდინი მქონდა ფინალში...:) მიყვარს აქ შემოსვლა...:-* 5 ისე ყვებოდი, რომ რაღაც მაგდაგვარის მოლოდინი მქონდა ფინალში...:) მიყვარს აქ შემოსვლა...:-* 5
2. ვკითხულობ . ვხედავ. მომწონს. +ბევრი. ვკითხულობ . ვხედავ. მომწონს. +ბევრი.
1. კარგი ლეგენდაა, მაგრამ ბოლო არ მომეწონა...დედამიწაზე დამაბრუნა:DDD კარგი ლეგენდაა, მაგრამ ბოლო არ მომეწონა...დედამიწაზე დამაბრუნა:DDD
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|