ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2014


@

საკუთარ ყოფას ვეძახით ძაღლურს,
დღისით და ღამით გარეთ ვწანწალებთ...
ვუძლებთ ბოროტთა ბოგინს და აღლუმს,
გვიწევს ურნებთან სუნთქვა, კვანწალი.
ჩვენ, ვინც ქუჩაში ვდგებით და ვაფსამთ,
მერე კი ვკიცხავთ ძაღლურ ინსტინქტებს
და როცა გვეწვის ხინკლისგან სასა,
ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვითვისებთ:
ქვედა მეზობლის აივნის ფართობს,
რა აქვს საუზმედ, სამხარ-სადილად?
ავის კეთება იოლად გვართობს
და ვეღარ გვშველის აბი-საძილე!
ჩვენ, ვინც ზამთარში ვძმობილობთ სურდოს
და ურცხვად გვიკვირს ძაღლის ქოშინი...
ვინც ძვლებისაგან ვაშენებთ ურდოს,
ვართ უზნეონი და დებოშირნი,
კაცმა რომ გვკითხოს, სნობები არ ვართ,
თუმცა დავყავით: ხაშმი, უბისა,
ჩორჩანი, თხმორი, თბილისი, ნარვა,
ზევსი, ცერბერი და ანუბისი.
დღეს, ჩვენი ყოფით მოვგავართ ძაღლებს,
ვინც ძვლებისაგან ვაშენებთ ურდოს...
ვეპირფერებით მოყვრებს და მძახლებს,
მაგრამ უნიჭოდ, ნიღაბით, უნდოდ.
ჭიშკრის შიგნიდან გვიზიდავს ყეფა
ან მოყეფართა ბრბოში წანწალი...
...და ჩვენი გენის სინდრომი-მყიფე,
ნაგვის ურნებთან სუნთქავს, კვანწალებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები