ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2014


ვარსამი

ინათა მთვარემ, გადიდგულდა ღამე-ოღრაში,
მეძავთა ფუსფუსს უყურადებს მთელი ქალაქი...
მე ვზივარ მარტო. ჭიქა-ჩაი, ქილა-ღოღნოშო,
ვუყურებ სარკეს და ვემდური მოხუც დალაქებს,
ვისი ხელებიც, ყოველ კვირას, სახეს პარსავენ
ან შუა კვირას თუ მცალია, ხუთშაბათობით...
დავსხდებით ხოლმე, მე და ჩემი ძველი ვარსამი,
ვსაუბრობთ ღმერთზე, ეიფელზე და ალბათობა
ისე მცირეა, რომ ოდესმე ვიუბნებთ დინჯად
პოლიტიკაზე. ცრუ ანარქებს მოაქვთ ქაოსი...
"მე ჩემი წილი უნდა გითხრა"-გულიდან ხინჯი,
შენიც გამანდე, არ გვჭირდება, რადგან ლაო ძი,
ჩემო მოხუცო, არ გვჭირდება ფროიდი, ნიცშე,
ვიდრე სამყაროს დაუყენეს პირზე მაყუჩი;
გადამავიწყდა სამართებლის ბავშვური შიში
და შევიძულე უადგილოდ თვალის დახუჭვა.
მაგ სამართებლით დავისერავ ოდესმე ხელებს,
გუშინ საღამოს დავიტირე ჩემი ვარსამი...
მე ვზივარ მარტო, ნაციები, მაწუხებს ხველა,
მე ვზივარ მარტო, მოღუშული, გაუპარსავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები