 | ავტორი: ჩემისტი ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2014 |
დღეს მხოლოდ თეთრი! ყველაფერი თეთრი მომართვით: კაბა და ღვინო, ყვავილი და თავსაბურავი. მე, ჩემო კარგო, აისბერგში მინდა სამარე . იქ ჩამასვენე წითელი კაბით და ყინული გადამაფარე. თეთრი კაბა და თავსაბურავი გაშალე აფრად . გამიშვი ზღვაში. ვიდრეიფო უნდა ტალღებში. ყველა მიქცევა და მოქცევა უნდა ვიგემო. მინდა სამყაროს შემოვუარო , თვითონ დავრწმუნდე, რომ არის მრგვალი. არ მჯერა სხვების. მთელი ცხოვრება უფსკრულები მხვდებოდა მხოლოდ და კუთხეები. ან აზიდული ღმერთამდე მთები. გამიშვი ჩემო! მოვიარო უნდა სამყარო. ცივი და თეთრი.სითბო შენთან ისეც არ მაკლდა, მაგრამ თბილ ფერებს ვერ გავუძელი. შენ ისიც იცი, მზე რომ ვერ მათბობს. ზაფხულშიც მცივა, თუ სიცივეა, ცოტა სითბოს, ყინვა სჯობს, მგონი. გადმომაწოდე თეთრი ღვინო, თეთრი თასიდან უნდა დავისხა და აისბერგში დავიდო ბინა. შავ ზღვას გავცდები... აისბერგში წითელი კაბით და თეთრი კაბა გაიშლება ქარში კლევერად. უნდა ვიცურო, ჩემი ზმანების ქვეყანაში სანამ არ მივალ. ავცილდე უნდა რიფებს, მეჩეჩებს... და აისბერგი ტალღებს გაკაფავს. მაგრამ თუ მაინც ფსკერისკენ წავალ, შენ ნუ იდარდებ! მარჯნის საყურე მოუხდება ჩემს წითელ კაბას.
მოდი და თავი მომადე მკერდზე. უკუღმა დათვლას ვიწყებთ თავიდან ორმოცი... შვიდი და... სამი და, ორი და, ერთი და ცხოვრება გრძელდება. სიცოცხლე გავიდა.
ზურგის ქარი მისურვე , ჩემო! და შემაცურე . შენ, სიღრმეებში ნუ შემოხვალ! ზღვა ყველგან ზღვაა ... ზღვა ნაპირიდან იწყება... იცი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შენ, სიღრმეებში ნუ შემოხვალ! ზღვა ყველგან ზღვაა ... ზღვა ნაპირიდან იწყება... იცი! საინტერესო ავტორი ხართ. 2+ შენ, სიღრმეებში ნუ შემოხვალ! ზღვა ყველგან ზღვაა ... ზღვა ნაპირიდან იწყება... იცი! საინტერესო ავტორი ხართ. 2+
7. მადლობა ნინო. ჭა :) მადლობა ნინო. ჭა :)
6. საინტერესო ავტორია და თითქოს ხელწერაც ნაცნობი, ალბათ სხვა ნიკითაც აქვეყნებთ აქ...:-*
საინტერესო ავტორია და თითქოს ხელწერაც ნაცნობი, ალბათ სხვა ნიკითაც აქვეყნებთ აქ...:-*
5. მართლაც ლამაზიაა. ++
ორი და-რომ წავიკითხე ისეთი რიტმი აქვს ერთი სიმღერა გამახსენდა))) მართლაც ლამაზიაა. ++
ორი და-რომ წავიკითხე ისეთი რიტმი აქვს ერთი სიმღერა გამახსენდა)))
4. გმადლობთ .
ჟადენ, გავითვალისწინებ. ) გმადლობთ .
ჟადენ, გავითვალისწინებ. )
3. ლამაზი იყო :) წითელს, თეთრს და შავს რაიმე დატვირთვა აქვს? უფრო გამოვკვეთდი რამე სხვა ნიუანსით. ასე რაღაც ცალკე თემად მეჩვენა ამდენი ფერი.
მინდა სამყაროს მოვუარო , თვითონ დავრწმუნდე, რომ არის მრგვალი.
აქ "შე-მოვუარო" დავწერდი.
5.
ლამაზი იყო :) წითელს, თეთრს და შავს რაიმე დატვირთვა აქვს? უფრო გამოვკვეთდი რამე სხვა ნიუანსით. ასე რაღაც ცალკე თემად მეჩვენა ამდენი ფერი.
მინდა სამყაროს მოვუარო , თვითონ დავრწმუნდე, რომ არის მრგვალი.
აქ "შე-მოვუარო" დავწერდი.
5.
2. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
1. "თუ სიცივეა, ცოტა სითბოს, ყინვა სჯობს, მგონი."- ზუსტად!
შთამბეჭდავი კადრი-
"მე, ჩემო კარგო, აისბერგში მინდა სამარე . იქ ჩამასვენე წითელი კაბით და ყინული გადამაფარე. თეთრი კაბა და თავსაბურავი გაშალე აფრად . გამიშვი ზღვაში. ვიდრეიფო უნდა ტალღებში. ყველა მიქცევა და მოქცევა უნდა ვიგემო.."
ჩემისტო :)
"თუ სიცივეა, ცოტა სითბოს, ყინვა სჯობს, მგონი."- ზუსტად!
შთამბეჭდავი კადრი-
"მე, ჩემო კარგო, აისბერგში მინდა სამარე . იქ ჩამასვენე წითელი კაბით და ყინული გადამაფარე. თეთრი კაბა და თავსაბურავი გაშალე აფრად . გამიშვი ზღვაში. ვიდრეიფო უნდა ტალღებში. ყველა მიქცევა და მოქცევა უნდა ვიგემო.."
ჩემისტო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|