| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 7 თებერვალი, 2014 |
ვიღა უსმენს, ძვირფასო "კარმენსა" და "აიდას", რაღა დროის გუნოა, სკარლატი და ვივალდი... დღეს წყვილები იგებენ ერთმანეთის id-ებს, skype-დან ეტრფიან, მე კი ცოცხლად მიყვარდი. ვინ კითხულობს,ძვირფასო ბოდლერსა და ბასიოს ან რა მოსატანია: გოეთე და თაგორი... ჩემნაირი პოეტიც ალბათ ერთი ასია, მე კი ყველა საღამოს თითო სურვილს ვაგორებ, როგორც ნარდის კამათელს, უჩვეულო აზარტით, სურვილები უძარღვო ფოთლებივით მიცვივა... გულში შენი ადგილი ვეღარაფრით გავზარდე, დეკემბერთან დავზავდი სუსხითა და სიცივით. ვიღას მოაგონდება მილოსელის ქანდაკი, საერთოდაც ხელები ერთურთს ვეღარ შველიან... ნადირობა დამჩემდა, მცხეთა, კერძოდ ქანდა კი, სადაც უხვად შეგხვდება ნიამორი, შველი ან გადამფრენი შავშვები და არ ვიცი როდემდე გავძლებ ასე უძილოდ და ღრმა დეპრესიულად, არასოდეს მიცდია, იქნებ გაგიბოდლერდე? ვგონებ, მაინც ვერ მივალ ვნების ექსპრესიამდე. რა აზრი აქვს, ძვირფასო, "კარმენსა" და "აიდას", რაღა დროის გუნოა, სკარლატი და ვივალდი... დღეს წყვილები იგებენ ერთმანეთის id-ებს, skype-დან ეტრფიან, მე კი ცოცხლად მიყვარდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მახარებს ის ფაქტი, რომ ისევ გაეცანით ჩემს შემოქმედებით წიაღსვლებს, ნეფერტარ. მხოლოდ ჩანს, ირმა :)) სინამდვილეში რაცა ვარ, კი ვიცი(თ) :)) მახარებს ის ფაქტი, რომ ისევ გაეცანით ჩემს შემოქმედებით წიაღსვლებს, ნეფერტარ. მხოლოდ ჩანს, ირმა :)) სინამდვილეში რაცა ვარ, კი ვიცი(თ) :))
10. ვიღა უსმენს, ძვირფასო "კარმენსა" და "აიდას", რაღა დროის გუნოა, სკარლატი და ვივალდი... დღეს წყვილები იგებენ ერთმანეთის id-ებს, skype-დან ეტრფიან, მე კი ცოცხლად მიყვარდი.
+ + +
მე ვუსმენ "კარმენს" და "აიდას", სკარლატიზე ვგიჟდები და ვივალდიზე ხომ სხვა განზომილებაში გადავდივარ. ასე რომ არც ისე ცუდადაა ყველაფერი. :) ლექსში 5. ძალიან აქტუალურია, ძალიან. ვიღა უსმენს, ძვირფასო "კარმენსა" და "აიდას", რაღა დროის გუნოა, სკარლატი და ვივალდი... დღეს წყვილები იგებენ ერთმანეთის id-ებს, skype-დან ეტრფიან, მე კი ცოცხლად მიყვარდი.
+ + +
მე ვუსმენ "კარმენს" და "აიდას", სკარლატიზე ვგიჟდები და ვივალდიზე ხომ სხვა განზომილებაში გადავდივარ. ასე რომ არც ისე ცუდადაა ყველაფერი. :) ლექსში 5. ძალიან აქტუალურია, ძალიან.
9. რა ნაკითხი და განათლებული ადამიანი ჩანს ეს ავტორი :)
"გადამფრენი შავშვები" ვინმეს კორექტურა ეგონება :)
რა ნაკითხი და განათლებული ადამიანი ჩანს ეს ავტორი :)
"გადამფრენი შავშვები" ვინმეს კორექტურა ეგონება :)
8. თავს უფლებას მივცემ თქვენი კრიტიკაც ასევე შევაფასო :) შეფასება : ბარბარიონი ჟანრი: მისთვის უცხო შეფასების მნიშვნელობა: 0
თავს უფლებას მივცემ თქვენი კრიტიკაც ასევე შევაფასო :) შეფასება : ბარბარიონი ჟანრი: მისთვის უცხო შეფასების მნიშვნელობა: 0
7. ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0 ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
6. "ძნელია ნაციონალ-სოციალიზმის გაგება - თუკი ვაგნერი არ გესმის" ადოლფ შიკლგრუბერი (ჰიტლერი) :)) "ძნელია ნაციონალ-სოციალიზმის გაგება - თუკი ვაგნერი არ გესმის" ადოლფ შიკლგრუბერი (ჰიტლერი) :))
5. ამ სიცივეში სამუმი არ გვაწყენდა :)) მადლობა ამ სიცივეში სამუმი არ გვაწყენდა :)) მადლობა
4. ასე იცის სიყვარულმა. ასე იცის სიყვარულმა.
3. გულში შენი ადგილი ვეღარაფრით გავზარდე, დეკემბერთან დავზავდი სუსხითა და სიცივით.
საერთოდაც ხელები ერთურთს ვეღარ შველიან... ++
მომწონხარ სამუმი! წარმატებები! გულში შენი ადგილი ვეღარაფრით გავზარდე, დეკემბერთან დავზავდი სუსხითა და სიცივით.
საერთოდაც ხელები ერთურთს ვეღარ შველიან... ++
მომწონხარ სამუმი! წარმატებები!
1. ++ წარმატებები
++ წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|