ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


***

ცამ ცივი სუნამო მაპკურა,
მე და დღე ამ სურნელს გავიყოფთ.
ცალი დამკარგვია საყურე,
ოქროსი ნამდვილად არ იყო...
კაფე, საღამო და ლექსები,
მოსწონს ეს გარემო ეპატაჟს.
ჯერ მხოლოდ განწყობას ვეხსნები,
მერე თბილ ღიმილსაც „შევატან“...
ვითომ მოპოეტო ფასადი,
სათვალით, ბერეტით, კაშნეთი.
სიგარეტს აკლია ასანთი,
ამინთო, ვუკიდებ, მეშველა...
მოწევა უთუოდ უხდება
იმ თემას, ამ კაფეს, მუსიკას.
მიყურებს პოეტი მუხლებზე,
უცნაური რაკურსიდან...
აქ  რა შუაშია „კალიფსო“?
რითმისთვის დაჭირდა უდაოდ!
ჩემი მოთმინებაც აივსო,
რა ქნას, პოეტობა უნდა, და...
ფსევდო მდინარების ფსევდო გმირს
ვისხლეტ უსაყურო ყურიდან.
უხდება ეს ლაქი სერდოლიკს,
(ამ წუთას თავთან მეც ვტყუივარ...)
მგონი, მეათე ღერს ვაბოლებ,
მეც რით ვერ გავერთე ო, ერთი...
თვალები, მზერის კარამბოლი,
გარეთ წვიმს - ნამდვილი პოეტი!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები