ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2014


პურის ნამცეცი

მიწას მაყრიდნენ როგორც ნაცარს
პურის ნამცეცი მცვიოდა მერე
კენკავდა ჩიტი

ვაძლევდი უხვად და თუმცა მტანჯავს
ეს დაპურება, რომ უკბენს (ხელებს)
რომელიც აჭმევს, ისედაც ვიცი.

ალბათ, რაღაცით მოვგავარ დედას
მთელი სამყარო ვიშვილე რადგან,
მეყოფა ძალაც

ერთადერთ პირმშოს, უცნაურ ბედად
ჩემი თვალების სიმუქე დაჰყვა
დარდად, ტკივილად ესეც ხომ კმარა.

მეზღვაურებო! იქციეთ ისევ
გამხდარი მხარი ნავსაყუდელად.
პურის ნამცეცით

რომ დაგაპუროთ, მე მიწით ვივსებ
თვალებს (ჰო, დედა თუ გაუძლებდა)
მე რომ გავძელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები