დილა მზიანია. მთვარე გამოლია. თვალი ძილის ამბორს ვეღარ შეელია. სახე, როგორც ვარდი, თმა ,როგორც მარაო, სურნელყვავილოვნად ბალიშზე გაშლილია. ხელებს სამაჯური,ნაზ ყელს მძივის აცმა, ფეხებს ქუსლის სიგრძე თითქოს მორევია. მერე ? მერე ხმაურია. მერე გზა უვლია. მერე ვიღაცას გონი აურია. თვითონ? თვითონ არაფერი, მხოლოდ ღიმილია. ლამაზი, მაცდური,ქალური ღიმილია. სულში ცარიელი უკვე აღვსილია. სხვისით აღვსილია. ის სხვა კი საწყენად მიუწვდომელია. სიტყვები არ არის , მხოლოდ ფიქრებია, წერილში მთლიანად რომ ვერ ჩაეტია. დღე ფერებმოსილია. ღამემდე მანძილია. გულში ლოდინი დარდად ჩაღვრილია და გაილია, წამად გაილია, წუთად გაილია, ნატვრად დაილია. იმედი? იმედი ნიჭია, იმედი მისია, იმედი ღილია, შეკრავს და ოდესმე იქნება იდილია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მოვედი შენამდე. უნდა წაგიკითხო:) ზღაპრული მმჭირდეოდა:) მოვედი შენამდე. უნდა წაგიკითხო:) ზღაპრული მმჭირდეოდა:)
19. ლექსად წამეკითხა 5 არტესაგან:) ლექსად წამეკითხა 5 არტესაგან:)
18. კარგია ეს. :) 5 "იმედი? იმედი ნიჭია, იმედი მისია, იმედი ღილია, შეკრავს და ოდესმე იქნება იდილია." _ :)) კარგია ეს. :) 5 "იმედი? იმედი ნიჭია, იმედი მისია, იმედი ღილია, შეკრავს და ოდესმე იქნება იდილია." _ :))
17. სულში ცარიელი უკვე აღვსილია.
იმედი? იმედი ნიჭია, იმედი მისია, იმედი ღილია, შეკრავს და ოდესმე იქნება იდილია.
საჩემო ამოვკრიფე. :) ++ სულში ცარიელი უკვე აღვსილია.
იმედი? იმედი ნიჭია, იმედი მისია, იმედი ღილია, შეკრავს და ოდესმე იქნება იდილია.
საჩემო ამოვკრიფე. :) ++
16. როგორი ნაზი და ჰაეროვანია.ძალდაუტანელი... ღილით შეკრული იდილია როგორ მომეწონა როგორი ნაზი და ჰაეროვანია.ძალდაუტანელი... ღილით შეკრული იდილია როგორ მომეწონა
15. ნამდვილი პოეზიაა!!! ++ ნამდვილი პოეზიაა!!! ++
14. ძალიან ლამაზი, რითმიანი პოეზიაა! ძალიან ლამაზი, რითმიანი პოეზიაა!
13. ძალიან საინტერსო ადამიანი ხართ :) +5 ძალიან საინტერსო ადამიანი ხართ :) +5
12. დიდი მადლობა ასევე ერთგულო და ობიექტურო მკითხველო ჭა. გამახარეთ. დიდი მადლობა ასევე ერთგულო და ობიექტურო მკითხველო ჭა. გამახარეთ.
11. ფინალი არ იყო ცუდი...:-* ღილით შეკრული იდილია...:-* ისე მეც ჯონათანს ვეთანხმები ზღაპრების ამბავში...:)
ფინალი არ იყო ცუდი...:-* ღილით შეკრული იდილია...:-* ისე მეც ჯონათანს ვეთანხმები ზღაპრების ამბავში...:)
10. მადლობა ერთგულო მკითხველო jonatan livingston. მადლობა ერთგულო მკითხველო jonatan livingston.
9. ზღაპრები გაცილებით შთამბეჭდავი იყო, ჩემი აზრით :)
ზღაპრები გაცილებით შთამბეჭდავი იყო, ჩემი აზრით :)
8. მადლობა ნაირიმ-ი. მადლობა ნაირიმ-ი.
6. მადლობა ბუდულა. მადლობა ბუდულა.
5. ლამაზია და თან პოეზიაა :) ლამაზია და თან პოეზიაა :)
4. მადლობა ლეგატო, ნემეზიდა ნემე, თემური57. მადლობა ლეგატო, ნემეზიდა ნემე, თემური57.
3. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
2. პროზაო აწერია...არა და ნამდვილი პოეზიაა შინაგანად და ვიზუალურადაც...რიტმული პროზა-რაც ასე მომწონს ბარნოვთან... რა უჭირს ზოგ პოეტს ასე რომ წერდეს?! + + პროზაო აწერია...არა და ნამდვილი პოეზიაა შინაგანად და ვიზუალურადაც...რიტმული პროზა-რაც ასე მომწონს ბარნოვთან... რა უჭირს ზოგ პოეტს ასე რომ წერდეს?! + +
1. რა კარგი იყო+++ რა კარგი იყო+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|