ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2014


* * *

არ მჯერა, რომ მერცხლებს მოჰყავთ გაზაფხული
მე ის ბეღურების ფრთებზე გადავლილი ზამთარი მგონია.

როგორც გვალვისგან დამსკდარი მიწა
ისე ვერ ვფარავ უკვე ნაოჭებს
დამეტყო ხანი.

გაცრეცილ ძაძებს უსიტყვოდ ვიცვამ
სამეზობლოში ისევ დაობენ
ხან აქ და ხან იქ.

ვისია ბავშვი? მიდის მსჯელობა
ენას მართლაც, რომ არა აქვს ძვალი
მომიწევს ავხსნა,

შვილო, მრავალი გადამეღობა
ვიტანდი ასე, ნებით თუ ძალით.
დედაც ვარ, მამაც.

ყური არ უგდო ბოროტ ენებს
ჰო, მამაშენი გაზაფხულია
დედა-ბეღურა.

ჩემს ფრთებზე ისევ გადაივლის ზამთარი ბევრჯერ
განა ერთხელ და ორჯერ უვლია
როდესაც ფრთები საბნად გეხურა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები