 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2014 |
აი რანი ვართ, შევექცევით, როცა აირანს, როცა ზერელედ წამოვწვებით სადილის მერე... როცა იზრდება ტარიფები: შუქის, აირის, ჩვენ <3 მოდგინედ შეგვძულდება ქალაქის მერი, ვისი რატუშაც აითვისა სრულად შარტავამ, ქალაქს კანონად უწესებენ მერის ხუშტურებს; გოთუას თავში ფინიები ურცხვად შარდავენ, გრძელი კოლონა ასიგნალებს ხიდზე ვახუშტის. ნავახუშტარი უფრო ჰქვია მტკვრისპირა ალაგს, გლობალ tv-დან wissol-ამდე რომ დევს მანძილი; მერის ხუშტურებს უწესებენ კანონად ქალაქს, რომელსაც ასე ხშირად ვარღვევთ ტელეანძიდან, მერე ვაგრძელებთ პავლოვისკენ, წითელ ბაღამდე და შეგვახსენებს ავსებული უმიზნოდ კუჭი: დღეს, რომ დიუმა ამოვისვით, როგორც ქაღალდი და შემდეგ ჯერზე გადარჩენილ დიუმას ვკუჭავთ. აი რანი ვართ, შევექცევით, როცა ზედმეტად, როცა იოლად გვემეტება სიტყვა-ხეშეში... ჩვენ პრესტიჟულად მიგვაჩნია ბინა theმელთან, ვეძახით სოფლელს, ვინც ქირაობს გლდანის მერვეში, ვაგინებთ ლომბარდს, გაგვიყიდა რომელმაც ოქრო, ვინც გაგვიყენა საცალფეხო გზასა თუ ირიბს... შვილებს ძილის წინ არ ვუყვებით ძველ, უჯადოქრო ზღაპრებს, უბრალოდ ვახეხინებთ ჯაგრისით კბილებს. საოცრებათა ქვეყანაში ჩვენ ვართ, ალისა! როცა ზერელად წამოვწვებით ვახშამის მერე... როცა იზრდება ტარიფები შუქის, წყალის და ჩვენ <3 მოდგინედ შევიძულეთ ქალაქის მერი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვაგლახ, რომ :)) ვაგლახ, რომ :))
9. აი, რანი ვართ... აი, რანი ვართ...
8. 5 ვწერ აქ მე 5 ვწერ აქ მე
7.
ვაგინებთ ლომბარდს, გაგვიყიდა რომელმაც ოქრო, ვინც გაგვიყენა საცალფეხო გზასა თუ ირიბს... შვილებს ძილის წინ არ ვუყვებით ძველ, უჯადოქრო ზღაპრებს, უბრალოდ ვახეხინებთ ჯაგრისით კბილებს.
ლომბარდის ოქრო_ჯანდაბას, ბავშვებთან მიმართებაში მართლა ცუდადაა საქმე. ხვალ რამეს წავუკითხავ. გამოვსწორდები. )
ვაგინებთ ლომბარდს, გაგვიყიდა რომელმაც ოქრო, ვინც გაგვიყენა საცალფეხო გზასა თუ ირიბს... შვილებს ძილის წინ არ ვუყვებით ძველ, უჯადოქრო ზღაპრებს, უბრალოდ ვახეხინებთ ჯაგრისით კბილებს.
ლომბარდის ოქრო_ჯანდაბას, ბავშვებთან მიმართებაში მართლა ცუდადაა საქმე. ხვალ რამეს წავუკითხავ. გამოვსწორდები. )
6. მე კიდევ მომწონს ასეთი პროტეტული ლექსები, თანაც გამართული და ისეთი რომ არ მოგბეზრდება კითხვისას მე კიდევ მომწონს ასეთი პროტეტული ლექსები, თანაც გამართული და ისეთი რომ არ მოგბეზრდება კითხვისას
5. რავიცი რავიცი... პოლიტიკური პოეზია არმიზიდავს ... თუმცა ლექსი კარგია... ამიტომ გავპლიუსდი... +2 რავიცი რავიცი... პოლიტიკური პოეზია არმიზიდავს ... თუმცა ლექსი კარგია... ამიტომ გავპლიუსდი... +2
3. ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგარი პროტესტია,რითმები ხომ დიდებულია უმრავლესობა! ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგარი პროტესტია,რითმები ხომ დიდებულია უმრავლესობა!
2. მეგონა, გაზეთს ვკითხულობდი :)
თუმცა, ლექსადაც არ იყო ცუდი.
პუნქტუაცია გაქვს სულ თითქმის უზადოდ მოწესრიგებული, რაც ასე იშვიათია აქაც და ზოგადადაც.
მეგონა, გაზეთს ვკითხულობდი :)
თუმცა, ლექსადაც არ იყო ცუდი.
პუნქტუაცია გაქვს სულ თითქმის უზადოდ მოწესრიგებული, რაც ასე იშვიათია აქაც და ზოგადადაც.
1. სულ ღიმილიანი სახით ჩამოვიარე ნაცნობი ადგილები. კარგი იყო ++ სულ ღიმილიანი სახით ჩამოვიარე ნაცნობი ადგილები. კარგი იყო ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|