 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 28 თებერვალი, 2014 |
. . .
ქარი მიჰქროდა, არწევდა ზეცას, ვფურცლავდი ფიქრებს, უსასრულობავ! ქარი არწევდა სამყოფელს შენსას, ჰოი, საბაოთ! და მე გეძახდი, იყო მიმწუხრი, ქვეყანა თვლემდა.
20.06.1991
. . .
ცა იყო მრუმე, მოუსთვლავი, უკიდეგანო. მერე და მერე ძოწისფერი კიდეებს აჰყვა, გაივარდისფრა, გაირინდა, აისი დადგა.
21.06.1991
ნარაიამას გამო
პატარა ჩიტი, გაყინული, თოვლზე ესვენა, რა დააშავა, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მოხდა?
22.12.1992
განწყობილება დედაქალაქი 1992-1995 წლები
“საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში”
აქოთებული ვაგზლის მრუში დედაკაცივით, მტვერში იხრჩობა, ოფლიანი დედაქალაქი და იღიმება მკვდრებით სავსე პროზექტურებით.
1992-1995
...როცა აღარ იცი მოცალეობას რით მოერიო
“ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა” (“სენტიმენტალური ტრიოლეტი”) ვ. გაფრინდაშვილი
"ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა ", გარემოს ნისლი ნაცრისფერი გადაეხურა; ეულმა ფიქრმა წარსულისკენ ისევ გაცურა, ნუთუ იმედი მომავლისა გადაეწურა? თალხი დამძიმდა, კიპარისებს შემოებურა ... "ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა".
17.11.2010
. . .
გაუსაძლისია არარად ყოფნა, როცა არყოფა არსის რაობაა, როდესაც ქრება ირგვლივ ყველაფერი, და როს, "რა" ხდება უკვე არაფერი. მიჩნდება კითხვა ვირტუალური, რადგან მე უკვე, ვარ განაფერი, ვისგან იწერა ჩვენი განაჩენი? ანუ რისთვის ვართ ქვეყნად დანარჩენი? 17.11.2010 . . .
და მიდიოდა გზა მარტოდ-მარტო, წვრილი ბილიკით, ქუჩებით ფართო, მიჰქონდა ჩუმად და უკამათოდ, ფიქრები ჩვენი საანდამატო.
და მიდიოდა გზა მარტოდ-მარტო, უერთდებოდა სადღაც ცის ტატნობს. 17.11.2010
... ფეხებზე დაკიდებული აზრები
აწმყო? სადაა? ვერ შობილა წარსულისაგან, უდღეურ მომავალს შანსი დაეკარგა სიცვედნისაგან. ვარიგებთ პრეფერანსს, ბრიჯს ვეღარ ვქაჩავთ სიბერისაგან, მერე ვთამაშობთ ასო-ციაც-იობანას. ამბობენ ისევ, საარჩევნოდ, დაარიგებენ, უფასოდ მანას, ნეტავ რას ფიქრობს ამაზე ბიძია-სემი ობამა? ისევ ვიხსენებ მოწყენილობისაგან ყუბანას და ვურჩევ ყველას ხშირ-ხშირ პოლიტგამობანას, ალბათ ჯობია გაუთავებელ უაზრო ომობანას. კარგი თამაში ყოფილა ასოციაციობანა!
28.11.2010
...ცრიატი დღე, "პახმელია" და ცივი ყავა
კედლის მოსახევი კალენდარი... ეფემერული ხიდი წარსულთან, მაგონებს შემოდგომის ხეებს. ნელ-ნელა, მოზომილად სცვივა ფურცლები და დგება შემოდგომა.
30.11.2010
4 ივლისი, ადრე შუადღე და პახმელია
ვწევარ, ვუყურებ გათბობის მილს(!?). ვღელავ, ნეტა რას ფიქრობდა ვაშინგტონი, როცა იღებდა მეხუთე ბილს? ცხელა.
04.07.2011
საწყისი სინგულარობა . . .
აქეთ ერთი, იქით ერთი, ადამი და ღმერთი, ჩამომსხდარან ღრუბლებზე და ქვეყანა აქვთ ფეხრთით. ბჭობენ დინჯად, უშფოთველად, დროა თვითონ ღმერთი, ბჭობენ როგორ გამოძერწონ ქალი, ერთი, თეთრი. - თიხა ცოტა უხეშია, - ღრუბელი კი თენთი, ბოლო სიტყვა ადამს ერგო, მიუშვირა ფერდი. ღმერთმა ნეკნით გამოძერწა, ევა, თეთრზე თეთრი, მოზელილი თიხის ბელტით გაუკეთა კერტი.
14. 09.2011
ჟამამდის და მის მერე ახლო-მახლოში... (ელენეს, ბიბლიის საკითხების შესწავლის მიზნით № 2)
უსასრულო იყო და-უსაბამო, და არ იცოდა რომ იყო, და არაფერი იყო სხვა მის გარდა. და იყო არ არსი, როგორც უფიქრელი ფიქრი, და უჟამო როგორც არარა, და არ უწყოდა თავისი სახელი. და იყო უძრავი და მდუმარე, ვით სიტყვა უთქმელი, და გაუსაძლის იყო არყოფად ყოფნა.
უცაბედ შედგა უნდომელი, არ მყოფი ნება, და მის წიაღში მყისვე იშვა სიცარიელე, დაუსაზღვრელად განფენილი, თვითმბადი არსი. და იძრა ქარი, კოსმიური, ქარი შესაქმის, და სრულ ყოველი იქცა არსად, ქაოსი გადგა. და მან შეიცნო, რომ სასრული მასში დავანდა. და გარდაიქცა ტანჯვად წამი აწ მარადისი, და ბნელ წიაღში, დრო ვიდოდა, ნათელი ჩანდა.
22.10.2011
. . .
არც ისე ცუდია, თუ დაგიწერეს ფუნაგორია, დაფიქრდი, ალბათ პოეზიამდე არც ისე შორია.
24.10.2011
. . .
ჩემი საყვარელი სიგარეტია ქემელი ლურჯი, თურმეო ამას ეწეოდა ეითიმ-გურჯი.
24.10.2011
როცა სინოპტიკოსებიც არ ცდებიან
ჩამოწვა თბილისში ნისლი, წვიმს, ამინდმა ამოგვკრა წიხლი.
29.10.2011
სასაფლაოზე
ტერენტის
აქ სავანეა სულთა, და იდუმალი „რინდი“, კიპარისების სევდა, და სიოს ქროლა დინჯი, აქ გული ხვდება ტკივილს, და წვება ცისფრად ბინდი, ცვილის სანთელი იწვის, მარადისობის წინდი. აქ სავანეა სულთა, და იდუმალი „რინდი“.
16.04.2012
. . .
უჭირს ამ მიწაზე, ვნებით რხეულ სხეულს, ვნებით, ნათლის ხილვის, ვნებით, ქალის ხიბლის, შვილის მოფერების და პირველი სიტყვის. გაზაფხულის წვიმის, ყვავილების შლილის, და ზარხოში ვნებით, ქარვისფერი ღვინის. უჭირს, უჭირს სხეულს, განშორება სულთან, და ყველაფერს ახლოს თუ მიიტან გულთან, სასიცოცხლო ჟამი გატოლდება ნულთან. უჭირს ამ მიწაზე, ვნებით რხეულ სხეულს.
10.04.2012
ზღვაურ ზმანებათ ზეიმი ზღვაზე
ზეცას მადლობა, მარგუნა, ორი ზღაპრული პრიზი- ბუნების უცხო კაპრიზი, ზღვაზე საღამოს ბრიზი და შენი თლილი პროფილი, როგორც ბერძნული ფრიზი.
25.04.2012
. . .
აქ ყველაფერი “ახავსებულა”, გადავსებულა დროის ფიალა და გაცრეცილი დღეების ეტრატს, მკრთალად აჩნია გოდება ეზრას.
02.05.2012 . . .
ცხელი ყავა და კაბა კრებდიშინის... ისმის სიმღერა შინის, აღარ ეშინის მარტო დარჩენა, სიმყუდროვეში ბინის, თაროზე თოჯინას, თვალებით მინის და კაბით კრებდიშინის. სადღაც შორიდან ხმა ისევ შინის...
03.05.2012
. . .
მიხარია, რომ ჩვენს შორის, გალღვა ყინვის ტიხარი, როცა გუშინ, ცოტა-ცოტა, სითბოები მითხარი.
04.05.2012 . . .
ისევ გამიკრთა ძილი, ღამე ცა “იდუმალობს”, ისევ გამექცა ფიქრი, ბედს როგორ დავემალო?
05.05.2012
. . .
დრო მიდის ნელ-ნელა, დინჯად, მისთვის, ტაატ - ტაატით, ზომავს ყველაფერს, მარცვალ-მარცვალ, ქვიშის საათით.
დრო მიდის სადღაც, და დროებით მომცა უფლება, ვუყურო ამ ცას, ამ ზღვას, ამ მთას, ან და შენ სახეს... და აღარ ვიცი რას ვუყურო, ვერ ავირჩიე.
საათი ქვიშის, ნება-ნება ჩამოყრის წუთებს, ვუმზერ ჩემს კუთვნილს, უშფოთველი, ლურჯი ცის კუთხეს.
05.05.2012
. . .
მონატრება იცის წარსულმა და დრო ისე სწრაფად გასულა, რომ –აჰა! –ხან იტყვი –ასრულდა, უკვე ყველაფერი დასრულდა. მერე შეგრცხვება საკუთარი თავის, და ისევ შემოუძახებ გულს, და ისევ მოითქვამ სულს, და სადღაც – გადამალავ უხმო ზმანებებს. გაყვითლებულ სურათებს ალბომში ჩადებ და დახურავ, და დაელოდები ახალ მონატრებას, მათი – ვინც წასულან.
05.05.2012
. . .
არ მინდა დავიჯერო, რომ დედამიწა ოდესღაც არ იყო, არც მზის ამოსვლა, და არც ჩასვლა, თურმე არ იყო. არ იყო ეს მთა, ეს ცა, ეს გზა, გეთსამანიის, არვინ შელოცვას არ იტყოდა ჭიამაიის. არ იყო დილით, ალიონზე, გრილი ნიავი და არ ისმოდა გარიჟრაჟზე ტიავ-ტიავი, არ მოდიოდა, არც რიონი, და არც ლიახვი, და არ მწიფობდა, აქვე, ბაღში, შავი ქლიავი. მე ურწმუნო ვარ, მითუმეტეს, ვერ დამაჯერებთ, რომ თურმე, გუშინ, ან ოდესღაც, წარსულში, მაშინ, არც ეს ტყეები, და სოფელი, ჩემი რომ არის, თურმე არ იყო. არ იყო არც ვინ, უფრო მეტიც, არც რა არ იყო, მარადისობის ეფემერა, თურმე არ იყო.
08.05.2012
. . .
ავიარე ცხოვრების ფერდობი, ვზივარ, ლექსობით ვერთობი, ხალხი ამაყობს ერთობით, მე, ჩემი სულის თერძობით.
სხვათა აზრს აღარ ვენდობი, თუმცღა ვუყურებ შენდობით.
09.05.2012
“ს” –ების ალიტერაცია
დაისის სიო, საღამოს სოსანს, სიგრილით მოსავს. სადღაც შორიდან, საამოდ ისმის, ჰანგი სიმღერის.
12.05.2012
. . .
გაპირმეხდა გაზაფხულის ცა, ტალღებს, შავი, მოაგორებს ზღვა, ჩურჩული აქვთ კიპარისებს და ზღვაურს მოაქვს თოლიების ხმა.
15.05.2012
ერთი დღის ტრიოლეტები
რიჟრაჟი
გარდასახება, გარიჟრაჟზე იწყება ღამის, იწყება ცაზე ლაჟვარდების შემონათება, როცა ცის კიდეს ვარდისფერი შემოენთება, გარდასახება, გარიჟრაჟზე იწყება ღამის. ირგვლივ ყოველი სხვა ჰანგებზე აგალობდება და მდუმარება ღამეული გაცრიატდება, გარდასახება, გარიჟრაჟზე იწყება ღამის, იწყება ცაზე ლაჟვარდების შემონათება.
დილა
როგორც შეხება, შენი ხელის, მზე ისე მწველი, როგორც ვარდებში, ბულბულების ნაზი ყეფება როგორც სიოში იასამნის უცხოდ ღელვება, როგორც შეხება, შენი ხელის, მზე ისე მწველი. ფოთლებზე ნამი, მარგალიტის მძივად ებმება და გაზაფხულის, სხივნათელი, დილა იწყება, როგორც შეხება, შენი ხელის, მზე ისე მწველი, როგორც ვარდებში, ბულბულების ნაზი ყეფება.
შუადღე
მზე გამთანგველი, როგორც თურქის ბაიათები, როგორც ხელებით მოალერსე ქალი ხელებით, როგორც მირაჟი მოტორტმანე, გიჟურ გელვებით - მზე, როგორც თურქის გამთანგველი ბაიათები. მდორედ, ტაატით, შეუდარებ უცხო ჟინებით, მტკვარი არწყულებს, აქ სანახებს, ძალუმ დინებით, მზე გამთანგველი, როგორც თურქის ბაიათები, როგორც ხელებით მოალერსე ქალი ხელებით.
საღამო
საღამო მცხრალი, როგორც ვნება იღუმენიის და დაისების, იდუმალი, ფერთა ფეთქება, აქ ვარსკვლავები კელაპტრებად ცაზე ენთება - საღამო მცხრალი, როგორც ვნება იღუმენიის. მშვიდი ნიავი სულს სათუთად ელამუნება, ციცინათელებს და ჭრიჭინებს ესაუბრება, საღამო მცხრალი, როგორც ვნება იღუმენიის და დაისების, იდუმალი, ფერთა ფეთქება.
ღამე
გარინდებულა ღამე როგორც, ჩუმი ვედრება, როგორც ყარიბი, სოფლის გზებზე, “მარად მგზოვარი” და ისმის ხმები, შორეული, ხმიობს მყოვარი - გარინდებულა ღამე როგორც, ჩუმი ვედრება. მთვარე ანათებს, სევდიანი, ვერცხლით “მთოვარი”, და ბნელს მოუცავს მშფოთვარე დღის დანატოვარი, გარინდებულა ღამე როგორც, ჩუმი ვედრება, როგორც ყარიბი, გზებზე სოფლის “მარად მგზოვარი”.
14.05.2012
. . .
არ მიყვარს ქალი, თუ არ იწვევს, კაცის ცბუნებას, არ მიყვარს კაცი, შეჩვეული, სიტყვის დაბრუნებას, არ მიყვარს სიტყვა, დათაფლული, იწვევს ცდუნებას, არ მიყვარს შვილი, ქარს რომ ატანს, დედის რუდუნებას, არ მიყვარს ხალხი, რომ არ უვლის, თავის ბუნებას, არ მიყვარს როცა, მისტირიან, უცხო ფუფუნებას, არ მიყვარს ვალი, გადუხდელი, წამლავს გუნებას, არ მიყვარს ხვატი, ხშირად იწვევს, ჩემში მოდუნებას, არ მიყვარს ქარი, ქარ–ხორშაკი, ბინდავს მოგონებას.
16.05.2012 . . .
ზღვის ტალღა როცა, შიშველ სხეულს ელამუნება და თქვირ თეძოზე, წერს სიმღერას დედაბუნება, უცებ მეცვლება, ხასიათი, ზნე და გუნება, წარმართი ვხდები, მანეტარებს ჩემივ ცდუნება.
მაჩვენეთ ამ დროს, ნეტა, თუ ვის ეფსალმუნება, გაგიჭირდებათ, ალბათ ჩემი გადარწმუნება.
23.05.2012
. . .
ბროწეულებით გაიღიმა დილით აისმა და მესკიების მოძახილით გაიმაისა, ამ გაზაფხულის სადღეგრძელო უკვე შეისვა, გადაიბარა ბუნიობა უკვე გაისმა. გოგო ჩურჩულით ეფერება ჭიამაიას, სადღაც შორიდან, შაშვის სტვენა, უცებ გაისმა.
24.05.2012
. . .
ხეები იდგა, სოფლის გზაზე, გადანაბელი, თითქოს ვიღაცას აეხადა-ზე კრეტსაბელი, ჭალაში ფარას მიდენიდა, მწყემსი აბელი.
24.05.2012
ნიკო გომელაურს
არავინაა ირგვლივ, რომ მოაფერო მთვარე და რომ აუხსნა მერე, რატომ მდუმარებს არე.
არავინაა ირგვლივ, რომ უჩურჩულო ყურში, თუ რას ფიქრობდა გულში, ეული, მისთვის, ნუში.
არავინაა ირგვლივ, რომ დაანახო ერთი, ფოთოლზე ობლად წვეთი და ცაზე სადღაც ღმერთი.
არავინაა ირგვლივ, რომ წაუკითხო ლექსი რა აწუხებდა შექსპირს, შენ ახლა უკვე გესმის.
არავინაა ირგვლივ, დრო საკლავივით იკვლის, არავინაა ირგვლივ, ხმები, სულ სხვები ისმის.
30.05.2012
ნიკოს
“ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა” ნ. გომრლაური
და ყველაფერი მორჩა, გამოიცალა ბოცა, და დარჩა მხოლოდ თეთრი, ლექსი, და სევდა ცოტა.
ახლა გიძღვნიან ლექსებს, გარდაიცვალე როცა, ყველა მანდ მოვალთ მალე, ბევრი არ გინდა მოცდა.
30.05.2012
. . .
სულ სიგარეტი გიჭირავსო ხელში, ამომივიდა შეგონებები ყელში.
16.04.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 თებერვალი, 2014
ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 თებერვალი, 2014
18. "ოღონდ რითმები, რომლებიც ერთი და იგივე მეტყველების ნაწილს ეკუთვნიან მარტივ რითმებად ითვლებიან." (ლელა_მ.მ.)
სავსებით გეთანხმებით ... "ოღონდ რითმები, რომლებიც ერთი და იგივე მეტყველების ნაწილს ეკუთვნიან მარტივ რითმებად ითვლებიან." (ლელა_მ.მ.)
სავსებით გეთანხმებით ...
17. ლამაზი კადრები და ღრმა ემოციებია.
ოღონდ რითმები, რომლებიც ერთი და იგივე მეტყველების ნაწილს ეკუთვნიან მარტივ რითმებად ითვლებიან.
თუმცა ვგრძნობ, არც უფრო რთული რითმები გაუჭირდება ავტორს. ლამაზი კადრები და ღრმა ემოციებია.
ოღონდ რითმები, რომლებიც ერთი და იგივე მეტყველების ნაწილს ეკუთვნიან მარტივ რითმებად ითვლებიან.
თუმცა ვგრძნობ, არც უფრო რთული რითმები გაუჭირდება ავტორს.
15. ვერ გამოვარჩიე...ყველას მოაქვს თავისი გრძნობა... ვერ გამოვარჩიე...ყველას მოაქვს თავისი გრძნობა...
14. რამოდენიმე გამოვარცჰიე.++ რამოდენიმე გამოვარცჰიე.++
13. საიამოვნებით ჩავიკითხე....მომეწონა.... საიამოვნებით ჩავიკითხე....მომეწონა....
12. ზოგიერთი განსაკუთრებით მომეწონა. ++ ზოგიერთი განსაკუთრებით მომეწონა. ++
11. პატარა ჩიტი, გაყინული, თოვლზე ესვენა, რა დააშავა, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მოხდა? .......ბევრი რამ საგულისხმო და კარგი ამოვიკითხე აქ. წარმატებები + + პატარა ჩიტი, გაყინული, თოვლზე ესვენა, რა დააშავა, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მოხდა? .......ბევრი რამ საგულისხმო და კარგი ამოვიკითხე აქ. წარმატებები + +
10. პატარა ჩიტი, გაყინული, თოვლზე ესვენა, რა დააშავა, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მოხდა?
დრო მიდის ნელ-ნელა, დინჯად, მისთვის, ტაატ - ტაატით, ზომავს ყველაფერს, მარცვალ-მარცვალ, ქვიშის საათით.
დრო მიდის სადღაც, და დროებით მომცა უფლება, ვუყურო ამ ცას, ამ ზღვას, ამ მთას, ან და შენ სახეს... და აღარ ვიცი რას ვუყურო, ვერ ავირჩიე.
საათი ქვიშის, ნება-ნება ჩამოყრის წუთებს, ვუმზერ ჩემს კუთვნილს, უშფოთველი, ლურჯი ცის კუთხეს. ესენი ყველაზე მეტად მომეწონა.
პატარა ჩიტი, გაყინული, თოვლზე ესვენა, რა დააშავა, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მოხდა?
დრო მიდის ნელ-ნელა, დინჯად, მისთვის, ტაატ - ტაატით, ზომავს ყველაფერს, მარცვალ-მარცვალ, ქვიშის საათით.
დრო მიდის სადღაც, და დროებით მომცა უფლება, ვუყურო ამ ცას, ამ ზღვას, ამ მთას, ან და შენ სახეს... და აღარ ვიცი რას ვუყურო, ვერ ავირჩიე.
საათი ქვიშის, ნება-ნება ჩამოყრის წუთებს, ვუმზერ ჩემს კუთვნილს, უშფოთველი, ლურჯი ცის კუთხეს. ესენი ყველაზე მეტად მომეწონა.
9. სულ სიგარეტი გიჭირავსო ხელში, ამომივიდა შეგონებები ყელში.... სულ სიგარეტი გიჭირავსო ხელში, ამომივიდა შეგონებები ყელში....
8. "ამდენი ერთად რომ არ მოგეტანა მართლაც უკეთესი იქნებოდა :)" ირინკა. 2014-02-28 17:27:57
რა ვიცი, ასე ვიფიქრე: იქნებადა ერთად უკეთესი იყოის-თქო, ზოგიერთი მათგანი სხვებზე იყო მიბმული (ემოციურად) როცა ვწერდი ... მაგრამ გეთანხმები, ახლა მეც ვხვდები, რომ ცოტა ბევრია ვებ ფორმატში წასაკითხად... მომავალში გავითვალისწინებ ))) შევეცდები ზოგი ძველი და ზოგიც ახალი "რამე-რუმეები" კიდევ მოგაწოდოთ... რაღაც გაგებით, ყველა "ახალია", ჩემ გარდა სულ 2-3 ადამიანს აქვს დღემდე წაკითხული ))) "ამდენი ერთად რომ არ მოგეტანა მართლაც უკეთესი იქნებოდა :)" ირინკა. 2014-02-28 17:27:57
რა ვიცი, ასე ვიფიქრე: იქნებადა ერთად უკეთესი იყოის-თქო, ზოგიერთი მათგანი სხვებზე იყო მიბმული (ემოციურად) როცა ვწერდი ... მაგრამ გეთანხმები, ახლა მეც ვხვდები, რომ ცოტა ბევრია ვებ ფორმატში წასაკითხად... მომავალში გავითვალისწინებ ))) შევეცდები ზოგი ძველი და ზოგიც ახალი "რამე-რუმეები" კიდევ მოგაწოდოთ... რაღაც გაგებით, ყველა "ახალია", ჩემ გარდა სულ 2-3 ადამიანს აქვს დღემდე წაკითხული )))
7. დავიწყე კითხვა, ვიფიქრე აი რა კარგი რამეა ამას გამოვყოფთქო, გავაგრძელე და ისევ გადავაწყდი, არა ამასთქო, მერე ისევ და საბოლოო ჯამში ჯობია არაფერი გამოვყო და ვთქვა რომ აქ ბევრი კარგი რამე-რუმეებია, განსაკუთრებით მინიმები და ამდენი ერთად რომ არ მოგეტანა მართლაც უკეთესი იქნებოდა :) დავიწყე კითხვა, ვიფიქრე აი რა კარგი რამეა ამას გამოვყოფთქო, გავაგრძელე და ისევ გადავაწყდი, არა ამასთქო, მერე ისევ და საბოლოო ჯამში ჯობია არაფერი გამოვყო და ვთქვა რომ აქ ბევრი კარგი რამე-რუმეებია, განსაკუთრებით მინიმები და ამდენი ერთად რომ არ მოგეტანა მართლაც უკეთესი იქნებოდა :)
6. არ მიფიქრია ამაზე... გეთანხმებით თამარ არ მიფიქრია ამაზე... გეთანხმებით თამარ
5. მადლობა კეთილო ხალხო თბილი სიტყვებისთვის )) მადლობა კეთილო ხალხო თბილი სიტყვებისთვის ))
4. ჩემი სათქმელი გითხრა ნინა გორდაძემ. ამდენის ერთად გამოქვეყნებას ნუ ჩქარობ. ლექსები გეკარგება (კარგი გაგებით!)...
ისე, ნაირიმ, ეს ლექსი ბარემ ტრიოლეტად რომ აქციო? სადაც ორჯერ ამბობ გაფრინდაშვილის სტრიქონს, მესამედაც გაიმეორე და მშვენიერი ტრიოლეტი გამოგივა: აი, შეხედე:
"ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა ", გარემოს ნისლი ნაცრისფერი გადაეხურა; ეულმა ფიქრმა წარსულისკენ ისევ გაცურა, "ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა ", ნუთუ იმედი მომავლისა გადაეწურა? თალხი დამძიმდა, კიპარისებს შემოებურა... "ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა" - გარემოს ნისლი ნაცრისფერი გადაეხურა. ჩემი სათქმელი გითხრა ნინა გორდაძემ. ამდენის ერთად გამოქვეყნებას ნუ ჩქარობ. ლექსები გეკარგება (კარგი გაგებით!)...
ისე, ნაირიმ, ეს ლექსი ბარემ ტრიოლეტად რომ აქციო? სადაც ორჯერ ამბობ გაფრინდაშვილის სტრიქონს, მესამედაც გაიმეორე და მშვენიერი ტრიოლეტი გამოგივა: აი, შეხედე:
"ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა ", გარემოს ნისლი ნაცრისფერი გადაეხურა; ეულმა ფიქრმა წარსულისკენ ისევ გაცურა, "ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა ", ნუთუ იმედი მომავლისა გადაეწურა? თალხი დამძიმდა, კიპარისებს შემოებურა... "ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა" - გარემოს ნისლი ნაცრისფერი გადაეხურა.
3. "მზე გამთანგველი, როგორც თურქის ბაიათები".
რა კარგი იყო "მესკიების მოძახილით გამაისება!"
08.05.2012. რა მელოდიურია! "მზე გამთანგველი, როგორც თურქის ბაიათები".
რა კარგი იყო "მესკიების მოძახილით გამაისება!"
08.05.2012. რა მელოდიურია!
2. ჰო, ჩაიკარგა სიმრავლეში სიკარგეები :)
სულის თერძობით გართობის შედეგებია ესენი.
ჰო, ჩაიკარგა სიმრავლეში სიკარგეები :)
სულის თერძობით გართობის შედეგებია ესენი.
1. ასე ნუ "ჩაგრავთ" თქვენს ლექსებს, ბევრს ერთად ნუ აქვეყნებთ.
ცა იყო მრუმე, მოუსთვლავი, უკიდეგანო. მერე და მერე ძოწისფერი კიდეებს აჰყვა, გაივარდისფრა, გაირინდა, აისი დადგა. ულამაზესია!
საწყისი სინგულარობა . . .
აქეთ ერთი, იქით ერთი, ადამი და ღმერთი, ჩამომსხდარან ღრუბლებზე და ქვეყანა აქვთ ფეხრთით. ბჭობენ დინჯად, უშფოთველად, დროა თვითონ ღმერთი, ბჭობენ როგორ გამოძერწონ ქალი, ერთი, თეთრი. - თიხა ცოტა უხეშია, - ღრუბელი კი თენთი, ბოლო სიტყვა ადამს ერგო, მიუშვირა ფერდი. ღმერთმა ნეკნით გამოძერწა, ევა, თეთრზე თეთრი, მოზელილი თიხის ბელტით გაუკეთა კერტი.
მშვენიერი!
მოვბრუნდები კიდევ აქ. ++ ასე ნუ "ჩაგრავთ" თქვენს ლექსებს, ბევრს ერთად ნუ აქვეყნებთ.
ცა იყო მრუმე, მოუსთვლავი, უკიდეგანო. მერე და მერე ძოწისფერი კიდეებს აჰყვა, გაივარდისფრა, გაირინდა, აისი დადგა. ულამაზესია!
საწყისი სინგულარობა . . .
აქეთ ერთი, იქით ერთი, ადამი და ღმერთი, ჩამომსხდარან ღრუბლებზე და ქვეყანა აქვთ ფეხრთით. ბჭობენ დინჯად, უშფოთველად, დროა თვითონ ღმერთი, ბჭობენ როგორ გამოძერწონ ქალი, ერთი, თეთრი. - თიხა ცოტა უხეშია, - ღრუბელი კი თენთი, ბოლო სიტყვა ადამს ერგო, მიუშვირა ფერდი. ღმერთმა ნეკნით გამოძერწა, ევა, თეთრზე თეთრი, მოზელილი თიხის ბელტით გაუკეთა კერტი.
მშვენიერი!
მოვბრუნდები კიდევ აქ. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|