ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2014


ფიქრი-შელოცვა(სხვა)

    იყო მიწა და იყო მზე. იყო დრო და არ ჰქონდა დასასრული. იყავი შენ და ვიყავი მე. იყო გზა, არა ერთი და ორი. იყო გზაც ჯვარედინი. იყო წარსული და არის აწმყო. მე მინდა იყოს მომავალი!
  დაე იყოს ფიქრი! იყოს ნატვრა. იყოს მრავალი წამი.იყოს სიშორე და იყოს სიახლოვე. იყოს ბუნდოვნება და იყოს სიცხადე. გამომეცხადე! გამომეცხადე!
  ამიხდი მიწაში ფესვგადგმულ ხედ და ფიქრად მომისხი..
  ამიხდი ცეცხლად, მინდა მწვავდეს ალი შენი...
  ამიხდი ქარად და ამიტაცე როგორც ფოთოლი...
  ამიხდი მდინარედ და გამიყოლე, როგორ თევზი მოუსვენარი.
იქეცი ზღვად, დაე ჩავიძირო შენს ტალღებში. იქეცი ჭაობად და არ ვინანებ თუ დავიფლობი  მასში. 
  იქეცი ჩემს დღედ და იქეცი ჩემს ღამედ. იქეცი სიტყვად, რომელსაც იტყვის არსება ჩემი...
იქეცი იმ მისამართად, რომელზედაც ყოველთვის მოვა ჩემი წერილი..
ხარ მოლოდინი და გქონდეს სასრული. ხარ სიზმარი და იყავ ახდენილი...
    მე შევქმნი სამყაროს და ექნება ზღუდე. მე ავაშენებ სახლს და არ ექნება კარი. დავკიდებ ბოქლომს და არ ექნება გასაღები. მოხვალ და დარჩები. მოხვალ და დარჩები...
    და არ იქნება ბილიკი რომელიც გაგიყვანს.
    და არ იქნება ჰაერი, უჩემოდ ისუნთქო.
    და არ გექნება გული, უჩემოდ ფეთქავდეს.
    და არ გექნება სურვილი უჩემობის.
    და მაპატიე, როცა არ ვიყავი. ისიც მაპატიე, როცა მოვედი. მაპატიე როცა არ გჩემობდი  და ეს ჩემობაც მაპატიე.
  მაპატიე რომ შეგილოცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები