 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2014 |
ამაოდ დავეძებთ ბნელ სივრცეს,მთვარიანს, ამაღამ ,ამინდიც არ არის საჩვენო, ნაწვიმარ ქუჩებში დამფრთხალი ქარია, წამოდი ჩემთან და სიგიჟეს გაჩვენებ...
წამოდი,ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას, წამოდი,სამყაროს ზევიდან ვუყუროთ, იჩქარე,სანამ კვლავ უდროოდ გაწვიმდა, სანამ კვლავ დაინგრეს ოცნების ხუხულა,
წავიდეთ იქ სადაც არავინ იქნება, მოვძებნოთ მთებს შორის პატარა მინდორი, მე ჩვენი სამოთხე ასე მეფიქრება, ანი იქნებ ვცდები და მეტის–მეტს ვინდომებ?!
მაინც გთხოვ წამოდი,დავტოვოთ ქალაქი, იქ მთებში,სხვაგვარი სიმშვიდე ბატონობს, იქ ღამე დილისთვის გეგმებს არ ალაგებს, და ფერად ოცნებებს არავინ პატრობობს...
წამოდი,მთებს იქით სხვაგვარი ღამეა, ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით, სიცოცხლე განძია–ყველას უხარია, იქ, ფასი უქრება სევდიან სტრიქონებს... წამოდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 5 მარტი, 2014 ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 5 მარტი, 2014
5. ამაოდ დავეძებთ ბნელ სივრცეს,მთვარიანს,
აქ "ბნელს" შევცვლიდი, მთვარიანთან ვერ ჯდება.
და ფერად ოცნებებს არავინ პატრობობს...
"არავინ" სიტყვამ ცოტა უპასუხისმგებლობის ნეგატივი შემოიტანა მთის იდილიაში. "და ფერად ოცნებებს არ უნდათ პატრონი" ჯობია.
ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით, აქაც "მოწყენილზე" იგივეს ვიტყოდი. თუ მთის იდილიას ხატავთ "მოწყენილი" არ უხდება.
დანარჩენში გეთანხმებით, მთაში შეუდარებელი სიმშვიდეა :)
ამაოდ დავეძებთ ბნელ სივრცეს,მთვარიანს,
აქ "ბნელს" შევცვლიდი, მთვარიანთან ვერ ჯდება.
და ფერად ოცნებებს არავინ პატრობობს...
"არავინ" სიტყვამ ცოტა უპასუხისმგებლობის ნეგატივი შემოიტანა მთის იდილიაში. "და ფერად ოცნებებს არ უნდათ პატრონი" ჯობია.
ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით, აქაც "მოწყენილზე" იგივეს ვიტყოდი. თუ მთის იდილიას ხატავთ "მოწყენილი" არ უხდება.
დანარჩენში გეთანხმებით, მთაში შეუდარებელი სიმშვიდეა :)
4. +++++++++++++++++++
ულამაზესია, რა სუფთაა
ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას <3
+++++++++++++++++++
ულამაზესია, რა სუფთაა
ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას <3
3. სანამ კვლავ დაინგრა ოცნების ხუხულა.
ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
5 მარტი, 2014
სანამ კვლავ დაინგრა ოცნების ხუხულა.
ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
5 მარტი, 2014
1. " "წამოდი,ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას," "ნაწვიმარ ქუჩებში დამფრთხალი ქარია," "ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით," "წამოდი,მთებს იქით სხვაგვარი ღამეა." "
++
" "წამოდი,ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას," "ნაწვიმარ ქუჩებში დამფრთხალი ქარია," "ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით," "წამოდი,მთებს იქით სხვაგვარი ღამეა." "
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|